среда, 26 февраля 2014 г.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები/ინფექციები (სგგდ, სგგი) ის ინფექციური დაავადებებია, რომლებიც უხშირესად სქესობრივი გზით გადაეცემიან. სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები იყოფა ჯგუფებად:
  1. კლასიკური ვენერიული დაავადებები (სიფილისი (იგივე ათაშანგი, ანუ ლუესი), გონორეა (იგივე ტრიპერი), რბილი შანკრი);
  2. ახალი ვენერიული დაავადებები (ქლამიდიოზი, ტრიქომონიაზი, გენიტალური ჰერპესი, მახვილწვერიანი კონდილომები);
  3. სხვა დაავადებები, რომელთა გადაცემის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს სქესობრივი (მუნი, გენიტალური კონტაგიოზური მოლუსკი, აივ, ბოქვენის ტილი (ტკიპა), B ჰეპატიტი, ციტომეგალოვირუსი, ლამბლიოზი, ამებიაზი);
  4. პირობით პათოგენური მიკროორგანიზმები, რომლებიც შეიძლება სქესობრივი გზით გავრცელდეს (ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, გარდნელა, კანდიდა).
აღნიშნული დაავადებების გავრცელებისათვის აუცილებელია კანისა და ლორწოვანი ზედაპირების მჭიდრო კონტაქტი. ისინი ვრცელდება როგორც კლასიკური, ასევე ორალური ანალური სქესობრივი აქტის დროს, ზოგჯერ კი უბრალო შეხებითაც. ზოგი მათგანი შესაძლოა საყოფაცხოვრებო კონტაქტითაც გავრცელდეს, მაგალითად: სიფილისი, მუნი, ფტირიაზი (ბოქვენის ტილი). ხოლო აივ და B ჰეპატიტი ვრცელდება სისხლითაც.
სგგდ-ების დიაგნოსტიკა და მკურნალობა თითოეული ინფექციისათვის ინდივიდუალურია, ამიტომ ქვემოთ განვიხილავ რამდენიმე მეტად გავრცელებულ დაავადებას.

გონორეა (ტრიპერი)

გამომწვევია გონოკოკი, რომელსაც შარდსადენის, საშოს, სწორი ნაწლავის და იშვიათ შემთხვევებში თვალებისა და ყელის ლორწოვანის დაზიანება შეუძლია. დაავადების წყარო ავადმყოფი ადამიანია, გადაცემის გზა სქესობრივი, თუმცა თეორიულად შესაძლებელია საყოფაცხოვრებო კონტაქტით დასნებოვნებას. ინფიცირდებიან ახალშობილებიც, რომელთა დედას აქვს გონორეა, სწორედ ამ შემთხვევაში ზიანდება ხოლმე თვალის ლორწოვანი.
გონორეა შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ, ან ქრონიკულად. ქრონიკული პროცესი შეიძლება მწვავეს მოსდევდეს ან დამოუკიდებლად განვითარდეს. მწვავე მიმდინარეობა მამაკაცებში უფროა დამახასიათებელი, ქრონიკული_ქალებში, ასეთი ფორმა მინიმალური გამოვლინებებით მიმდინარეობს, შეიძლება საერთოდაც შეუმჩნევლად.
გონორეა მამაკაცებში:
  • ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი შარდსადენიდან;
  • დისკომფორტი, წვა და ტკივილი როგორც შარდვისას, ასევე მოსვენებულ მდგომარეობაში;
  • გახშირებული შარდვა მცირე ულუფებით
  • სასქესო ასოზე ეროზიები.
გონორეა ქალებში:
  • ჩირქოვანი გამონადენი საშოდან;
  • შიგნითა და გარეთა სასქესო ორგანოების ტკივილი და ქავილი;
  • საშვილოსნოსა და საშვილოსნოს მილების დაზიანებისას ვლინდება საერთო ინტოქსიკაციის ნიშნები (სისუსტე, მაღალი ტემპერატურა და ა.შ.)
გონორეა რთულდება შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების ანთებითი დაავადებებით, ქალებში უშვილობით.
დიაგნოზის დასმა ჩივილებისა და ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ხდება.
მკურნალობა_ანტიბიოტიკოთერაპიით.

სიფილისი (ლუესი, ათაშანგი)

სიფილისის გამომწვევია მკრთალი ტრეპონემა.
მკრთალი ტრეპონემა
გადაცემის გზები სქესობრივის გარდა შეიძლება იყოს: ტრანსპლაცენტური (ინფიცირებული დედიდან ნაყოფზე), სისხლით, საყოფაცხოვრებო კონტაქტი და ძუძუთი კვება. დასაავადებლად საკმარისია მინიმუმ 2 მკრთალი ტრეპონემის მოხვედრა კანის ან ლორწოვანის მიკრონახეთქიდან. რამდენიმე დღეში,  შეჭრის ადგილზე, ჩნდება მაგარი შანკრი _უმტკივნეულო წყლული. მაგარი შანკრი თავისით ქრება, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ უმკურნალებ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ავადმყოფი განიკურნა. ამ პერიოდს პირველადი სიფილისი ჰქვია.
რამდენიმე დღეში ან კვირაში დიდდება ლიმფური კვანძები, ადგილობრივი გამოვლინებები გამქრალია, გამომწვევი სისხხლის ნაკადით ვრცელდება ორგანიზმში და სხვადასხვა ქსოვილებს აზიანებს, ჩნდება ანთებითი კერები, გამონაყარი. ამას მეორეული სიფილისი ჰქვია.
მეორეული პერიოდის შემდეგ ფარული სიფილისის ხანა დგება, შემდეგ მეორეული რეციდიული სიფილისი, რომელიც მოგვიანებით ფარულში ან მესამეულ სიფილისში გადადის_ზიანდება შინაგანი ორგანოები, ვითარდება ქსოვილების სპეციფიური ანთებები, შემდეგ ეს უბნები იშლება, ჩნდება გუმები.
სიფილისის ადრეული გართულებები:
  • პენისის განგრენა;
  • ადრეული ნეიროსიფილისი;
  • შინაგანი ორგანოების სიფილისური დაზიანება;
  • ფიმოზი, პარაფიმოზი, ორქიტი, ეპიდიდიმიტი_მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემის ორგანოთა სიფილისური ანთება.
სიფილისის მოგვიანებითი გართულებები:
  • აორტის ანევრიზმა;
  • პნევმოსკლეროზი_ფილტვის ქსოვილის სკლეროზული დაზიანება;
  • ბრონქოექტაზები;
  • ძვლებისა და სახსრების სიფილისური დაზიანება;
  • გვიანი ნეიროსიფილისი.
დიაგნოზის დასმა კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე ხდება, შემდეგ კი იწყება მკურნალობა გამომწვევის წინააღმდეგ ბრძოლით, პენიცილინოთერაპიით. პარალელურად შეიძლება სიმპტომური მკურნალობის ჩატარებაც.

გენიტალური ჰერპესი

გენიტალური ჰერპესის გამომწვევია მარტივი ჰერპეს ვირუსის I და II ტიპები. სწორედ ეს ტიპები იწვევენ ტუჩების ჰერპესსაც. ჰერპეს ვირუსის განვითარების რისკ ფაქტორია იმუნური სისტემის დასუსტება, რაც გადაციებით, გადაღლით, ჰიპოვიტამინოზით, პირველადი იმუნოდეფიციტით ან შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით შეიძლება იყოს განპირობებული.
ჰერპესით ინფიცირება შეიძლება იყოს პირველადი, ან მეორადი. თუკი ადამიანის ორგანიზმი მანამდე არ შეხვედრია ამ ვირუსს და მტარებელი არ არის, მასთან სიმპტომები მეტად მწვავედ ვლინდება, ძლიერი საერთო სისუსტითა და ცხელებით. ძველი პროცესის გამწვავებისას კი მხოლოდ ადგილობრივი ნიშნები ვლინდება. კანზე და ლორწოვან გარსებზე ჩნდება წვრილი ბუშტუკოვანი გამონაყარი, ბუშტუკები პროცესის პროგრესირებასთან ერთად ჯერ ერთდებიან, შემდეგ კი სკდებიან და მათ ადგილას ზედაპირული წყლულები ჩნდება. 
გენიტალური ჰერპესისას ავადმყოფს გენიტალიების ტკივილი და ქავილი აწუხებს.
როგორც წესი ჰერპესის გამოვლინებები თავისით ქრება, თუკი მძიმე იმუნოდეფიციტთან არ გვაქვს საქმე.
დიაგნოზის დასმა ექიმისათვის გამონაყარის დანახვისთანავე ადვილია. მკურნალობა აციკლოვირით და მისი რიგის პრეპარატებით ხდება, იმირს გამო, რომ ჰერპესი იმუნოდეფიციტის მდგომარეობაში იჩენს თავს, სასურველია ზოგად-გამაჯანსაღებელი თერაპიაც.

ქლამიდიოზი

ქლამიდიოზის გამომწვევი ბაქტერია ქლამიდიაა, რომელიც ძირითადად სქესობრივი გზით ხვდება ორგანიზმში, დაავადების სიმპტომები ორგანიზმში მიკრობის   მოხვედრიდან 2-4 კვირაში ვლინდება.
ქალებში ქლამიდიაზი უსიამოვნო სუნის მქონე ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენით ხასიათდება.ასევე შესაძლო სიმპტომებია ტკივილი, ქავილი და დისკომფორტი გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოების მიდამოში.
მამაკაცებში ქლამიდიოზი საშარდე გზების მსუბუქი ანთების სახით ვლინდება, რომელიც დროში გახანგრძლივებულია და იშვიათად ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი და დისკომფორტიც შეიძლება ახლდეს თან.
ქლამიდიოზის გართულებები:
  • რეიტერის დაავადება_ქლამიდიამ სასქესო ორგანოებთან ერთად შეიძლება კონიუნქტივა და სახსრებიც დააზიანოს. შესაბამისად იქნება ტრიადა: ურეთრიტი (შარდსადენის ანთება), კონიუნქტივიტი და ართრიტი.
  • შარდსადენის სტრიქტურა_შევიწროება, რომელიც შარდსადენში ანთებადი უბნების არსებობითაა გამოწვეული;
  • ქრონიკული პროსტატიტი;
  • მცირე მენჯის ორგანოთა ანთებები;
  • ქალთა და მამაკაცთა უშვილობა.
ქლამიდიოზის დიაგნოსტიკა ლაბორატორიულად, ძალიან თანამედროვე მეთოდებით ხდება.
ვინაიდან ქლამიდია ბაქტერიაა, მისი მკურნალობის მეთოდი ანტიბიოტიკოთერაპიაა.

ტრიქომონიაზი

ტრიქომონიაზი პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც ერთუჯრედიანი პარაზიტი, ვაგინალური ტრიქომონა (Trichomonas Vaginalis) იწვევს.
ვაგინალური ტრიქომონა
უხშირესად აზიანებს საშოს და შარდსადენს, იშვიათად შარდის ბუშტს და საშვილოსნოს. ვლინდება ვაგინიტის სახით, რომელსაც ურეთრიტიც შეიძლდება ახლდეს. ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მწვავე მიმდინარეობისას აღინიშნება უხვი მომწვანო-მოყვითალო გამონადენი, რომელიც ქაფდება, აირწარმომქმნელი ბაქტერიების თანდართვის გამო. გამონადენმა შეიძლება გამოიწვიოს ირგვლივ კანის გაღიზიანება, რომელიც ქავილით და წვის შეგრძნებით გამოვლიდება.
მამაკაცებში 40%-ში იწვევს პროსტატიტს, ურეთრიტს იწვევს მცირე ხნით, ვინაიდან შარდსადენი არასასურველი გარემოა ტრიქომონასათვის. ინკუბაციური პერიოდი (დრო ინფიცირებიდან დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე) 3 დღიდან 4კვირამდე და მეტია, ძირითადად 10-14 დღე. დაავადება იწყება ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენით, მცირედი ქავილით, ზოგჯერ მიდის უსიმპტომოდაც.
დიაგნოსტიკა გართულებულია იმის გამო, რომ სიმპტომები სუსტად ვლინდება, ზოგჯერ სრულიად უსიმპტომოდაც მიმდინარეობს. უფრო ადვილია მისი დადგენა ქალებში.
მკურნალობა კომპლექსურია, წამყვანი საშუალება ანტიპარაზიტული მედიკამენტებია(მეტრონიდაზოლი, ორნიდაზოლი). მკურნალობა უნდა ჩაიტაროს ორივე სქესობრივმა პარტნიორმა.

მახვილწვერიანი კონდილომები

მახვილწვერიანი კონდილომები კანისა და ლორწოვანის სიმსივნის მაგვარი წარმონაქმნებია, რომელიც ადამიანის პაპილომა ვირუსითაა (HPV-Human papilloma virus) გამოწვეული. მის განვითარებას ხელს სუსტი იმუნიტეტი, ადგილობრივად კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანება, მაცერაცია, ტრავმირებაა, რისი მიზეზიც მექანიკური დაზიანება, ასევე სასქესო ორგანოებიდან გამონადენით კანის გაღიზიანება შეიძლება იყოს.
ადამიანის პაპილომა ვირუსი / Human Papilloma Virus
მახვილწვერიანი კონდილომები ვლინდება მეჭეჭისებრი გამონაყრის სახით, რომელიც თვიდან ერთეულია, შემდეგ მრავლდება და კონდილომები ერთდებიან, საბოლოოდ გენიტალიები შეიძლება ყვავილოვან კომბოსტოსებრი წარმონაქმნით მთლიანად დაიფაროს.
დაავადების გამოსავალი:
  • თვითგანკურნება;
  • კანისა და ლორწოვანის კიბოსწინარე დაავადებების განვითარება;
  • გაავთვისებიანება_კარცინომის განვითარება.
დიაგნოზის დასმა ადვილია შეხედვითაც, დასადასტურებლად კი ხდება პაპილომა ვირუსის აღმოჩენა. ვირუსისაგან განსაკურნებელი საშუალება არ არსებობს. კონდილომების მოშორება ხდება ისევე, როგორც სხვა მეჭეჭების: კრიოდესტრუქცია, ელექტრორეზექცია, ქიმიური მეთოდი, ლაზერული რეზექცია.

გაითვალისწინეთ! სგგდს თვითმკურნალობას არასდროს მოაქვს კარგი შედეგი!
მათგან თავის დაზღვევა კი ხდება ასე. საეჭვო სიმპტომების გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს.

3 комментария:

  1. დიდი დოქტორი imoloa მცენარეული წამალი არის საუკეთესო სამკურნალო საშუალება აივ-ვირუსისგან, მე 8 წლის განმავლობაში დიაგნოზირებული ვიყავი აივ-ით, და ყოველდღე ყოველთვის ვეძებდი კვლევებს, რომ გამერკვია ამ საშინელი დაავადებისგან თავის დაღწევის შესანიშნავი საშუალება, რადგან ყოველთვის ვიცი, რომ რა ჩვენ გვჭირდება, რადგან ჩვენი ჯანმრთელობა დედამიწაზეა. ასე რომ, ინტერნეტის ძებნაში მე დავინახე რამდენიმე ჩვენება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ექიმმა imoloa განკურნოს აივ ძლიერი მცენარეული მედიკამენტებით. მე გადავწყვიტე ამ მამაკაცთან დაკავშირება, მე დაუკავშირდა მას მცენარეული მედიკამენტები, რომლებიც მე მივიღე DHL კურიერის მომსახურებით. და მან მიბიძგა, როგორ. მე მას ვთხოვე გამოსავალი, რომ მცენარეული მედიკამენტები ორი კვირის განმავლობაში მიეღო. შემდეგ მან დაავალა დავალება გამეწმინდა, რას ვაკეთებ. შემომხედე (აივ NEGATIVE). მადლობა ღმერთს Dr. Imoloa– ს სამკურნალოდ, ძლიერი მცენარეული საშუალების გამოყენებისთვის. მას ასევე აქვს განკურნება ისეთი დაავადებებისათვის, როგორიცაა პარკონის დაავადება, ვაგინალური კიბო, ეპილეფსია, შფოთვითი აშლილობები, აუტოიმუნური დაავადებები, ტკივილი, ზურგის ტკივილი, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ. sprains, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, sprains, ბიპოლარული აშლილობა, ტვინის სიმსივნეები, ავთვისებიანი, ბრუქსიზმი, ბულიმია, საშვილოსნოს ყელის დისკი დაავადება, გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები, ფსიქიური დაავადებები და ქცევითი დარღვევები, კისტოზური ფიბროზი, ჰიპერტენზია, დიაბეტი, ასთმა, აუტოიმუნური შუამავლობით ართრიტი. თირკმელების ქრონიკული დაავადება, ართრიტი, უკანა ტკივილი, იმპოტენცია, ფეტა ალკოჰოლის სპექტრი, დისტალური დარღვევები, ეგზემა, კანის კიბო, ტუბერკულოზი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, ყაბზობა, ნაწლავის ანთებითი დაავადება, ძვლის კიბო, ფილტვის კიბო, პირის ღრუს, პირის ღრუს კიბო, სხეულის ტკივილი და ა.შ. ცხელება, ჰეპატიტი ABC, სიფილისი, დიარეა, ჰანტინგტონის დაავადება, უკან გამონაყარი, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ადისონის დაავადება, ქრონიკული დაავადება, კრონის დაავადება, კისტოზური ფიბროზი, ფიბრომიალგია, ნაწლავის ანთებითი დაავადება, სოკოვანი ფრჩხილის დაავადება, დამბლა, სელიას დაავადება , ავთვისებიანი მელანომა, მანია, მელორეოსტოზი, მენეიერის დაავადება, მუკოპოლისაქარიდიოზი, გაფანტული სკლეროზი, კუნთების დისტროფია, რევმატოიდული ართრიტი, ალცჰეიმერის დაავადება ელ.ფოსტით - drimolaherbalmademedicine@gmail.com / ან ss whatssapp .... + 2347081986098

    ОтветитьУдалить
  2. ჰერპესი არის სერიოზული და განმეორებადი დაავადება, რომელსაც ამერიკელი ექიმების მიერ მედიკამენტებით ან ინექციების საშუალებით ვერ განკურნება, მაგრამ ჰერპესთან გამკლავების საუკეთესო გზა არის სამკურნალო მცენარეების სამკურნალო მედიცინის მიღება მუდმივი მკურნალობისთვის. მე აქ ვარ დაფასებული დოქტორი ჯეიმსი მისი გამოყენებისთვის. მცენარეული წამალი ჩემი ჰერპესის ვირუსის სამკურნალოდ. დაახლოებით 3 წელი და 6 თვეა, რაც ამ ვირუსით ვცხოვრობ და ეს ჩემთვის ნამდვილად სერიოზული პრობლემა იყო, მე იმდენად დაბნეული ვიყავი, რომ რამდენიმე წამალს სამკურნალოდ ვიღებდი, მაგრამ მთელი ჩემი მცდელობა უშედეგო იყო, ერთ დილას ინტერნეტის საშუალებით ვიჯექი, შემდეგ დავინახე რამდენიმე ჩვენება იმის შესახებ, რომ ჯეიმსი კურნავდა ადამიანებს ჰერპესის ვირუსისგან / აივ და შიდსიდან და მაშინვე მე დავუკავშირდი ექიმ ჯეიმსს მის ელ.ფოსტაზე: drjamesherbalmix@gmail.com. მე მას ვუთხარი ჩემი პრობლემების შესახებ და მან მითხრა, რომ უნდა განკურნებულიყო. მან მომცა ინსტრუქციები და რასაც მე სწორად მივყევი, ამიტომ მან მოამზადა მცენარეული წამალი და გამომიგზავნა ის, რომელიც მე სამი კვირის განმავლობაში გამოვიყენე და განკურნებული ვიყავი. ყველაფერი ჩემთვის სიზმარი იყო და ჩემი ჰერპესი სამუდამოდ გაქრა. დოქტორ ჯეიმს გმადლობთ და იქნებ უფრო მეტი ძალა და სიბრძნე გქონდეთ უფრო მეტი განკურნებისთვის. არ ვიცი, არსებობს თუ არა ადამიანი, რომელიც დაავადებულია ჰერპესის ვირუსით, ან რაიმე სახის დაავადებებით, LIKE ... დიაბეტები, კიბო, აივ / შიდსი, ჰერპესი, ჰეპატიტის A&B, კარდიაკის დაავადებები, ქრონიკული დაავადებები, მოყვითალო, ეპილეფსია, ლუპუსი, ღერო, სპინალური ტორფი, ეგზემა, თირკმლის დაავადებები, ACME, უკანა პენი, დენგურიანი შიზოფრისი, პრესული, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, აფიშა, პრესული, პრესული, ფისო დაუკავშირდით. ექიმ ჯეიმსს და გაათავისუფლეთ თქვენი დაავადებებისაგან, რადგან ის ძალიან კარგი და პატიოსანი მცენარეული ექიმია, ის ასევე ცნობილია, როგორც მცენარეული ფესვის ნათლიმამა. ახლავე დაუკავშირდით მას ელ.ფოსტით: drjamesherbalmix@gmail.com whatsapp ან დარეკეთ მასზე +2348152855846

    ОтветитьУдалить
  3. Გამარჯობა ყველას!! მე მერლინი ვარ აქ, შტატებში და აქ ვარ, რომ ვისაუბრო იმაზე, თუ რა გააკეთა ექიმმა ჯეიმსმა ჩემთვის. მე (GENITAL HERPES VIRUS) დაავადებული მაქვს ბოლო 4 წლის განმავლობაში და მუდმივად მქონდა ტკივილი და ქავილი, განსაკუთრებით ჩემს პირად ნაწილში. პირველი წლის განმავლობაში. ეს დაავადება მთელს სხეულში ვრცელდებოდა და მე გამოვიყენე ორეგანოს ზეთი, ქოქოსის ზეთი, აციკლოვირი, ვალ აციკლოვირი, აციკლოვირი და რამდენიმე სხვა პროდუქტი და ეს მართლაც დამეხმარა ჩემი ეპიდემიის დროს, მაგრამ მე მთლიანად განკურნებული ვიყავი! ჩემი HSV– დან ძლიერი და აქტიური მცენარეული მედიკამენტი შეუკვეთა დოქტორ ჯეიმსის მცენარეულ ნარევს და ის მთლიანად ებრძოდა ვირუსს ჩემი ნერვული სისტემისგან და უარყოფითი ტესტი გამომივიდა დოქტორ ჯეიმსის მცენარეული ნარევის მედიკამენტის გამოყენების შემდეგ. მე აქ ვარ, რომ ყველამ იცოდეთ, რომ ჰერპესის ვირუსს აქვს სრული განკურნება, მე თავი დავაღწიე ექიმ ჯეიმსის მცენარეული მედიცინის დახმარებით. მე წავაწყდი Tasha- ს ჩვენებას, ინტერნეტში, რომელიც მოწმობდა დოქტორ ჯეიმსის შესახებ, თუ როგორ განკურნა იგი 7 წლის HSV 2. და მან ასევე მისცა დიდი დოქტორ ჯეიმსის ელექტრონული ფოსტის მისამართი (drjamesherbalmix@gmail.com ... ] ..., ვურჩევ ნებისმიერს, დაუკავშირდეს მას ნებისმიერი სახის დაავადებების შესახებ, რომლითაც ის დაგვეხმარება, ამიტომ მე ელ.წერილით ვუთხარი მას ჩემს შესახებ (HSV 2), მან მითხრა, არ ინერვიულო, რომ მე ვიქნები განკურნებული !! ისე, მე მას ეჭვი არასდროს შეპარვია. მე მჯერა, რომ მას შეუძლია მეც განკურნოს, ექიმმა ჯეიმსმა მოამზადა და გამომიგზავნა ფესვებისა და მწვანილისგან დამზადებული მცენარეული მიქსური წამალი, რომელიც მივიღე. პირველ ერთ კვირაში, მე დავიწყე ყველა ჩემზე, 15 დღის შემდეგ დალია მისი მცენარეული მიქსების წამალი, სულ განკურნებული ვიყავი. აღარ მქონდა ქავილი, აღარ დამეუფლა ტკივილი, როგორც დარწმუნდა ექიმი ჯეიმსი. გარკვეული დროის შემდეგ ექიმთან მივედი კიდევ ერთი ტესტის გასაკეთებლად. შედეგი გამოვიდა მეგობრებო, ჩემი რჩევაა, თუ გაქვთ ასეთი დაავადება ან იცით ვინმე, ვინც დაავადებულია ან რაიმე სხვა დაავადებით, როგორიცაა ალცჰეიმერის დაავადება, მეჭეჭები, მოლები, ბიპოლარული დი შპრიცი, ზოლები, HPV, აივ ინფექცია / შიდსი, ALS, HBP, კიბო, ნეფროზული სინდრომი აივ / შიდსი, ჰერპესის კიბო, საკვერცხის კიბო, პანკრეასის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, შარდის ბუშტის კიბო, პროსტატის კიბო, გლაუკომა, კატარაქტა, მაკულარული დეგენერაცია, გულსისხლძარღვთა დაავადება , აუტიზმი, ფილტვის დაავადება. გადიდებული პროსტატა, ოსტეოპოროზი. ალცჰეიმერის დაავადება, ფსორიაზი, ტაქის დაავადებები, წითელი მგლურა, ზურგის ტკივილი, დემენცია. თირკმლის კიბო, ფილტვის კიბო, კანის კიბო, კანის კიბო და კანის კიბო. სათესლე ჯირკვლის კიბო, ლეიკემია, ვირუსები, ჰეპატიტი, უნაყოფობა და ა.შ. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ დიდს პირდაპირ მის ........ @ drjamesherbalmix@gmail.com ის კარგი ადამიანია და ის დაგეხმარებათ.

    ОтветитьУдалить