პროფესიული ზდრა და თვითშეფასება


  

ტრენინგის წერილობითი ანგარიში

თარიღი:   28.09.2014
ტრენინგის დასახელება: საბუნებისმეტყველო საგნების ინოვაციური სწავლების მეთოდები
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია:    "ასოციაცია -ბიო"
ჩატარების ადგილი:   შპს საქართველოს სასწავლო ცენტრი "ჯი-ეი-სი"-ს სკოლა
ტრენინგის ხანგრძლივობა:   5 საათი

დღის წესრიგი:
  • რეგისტრაცია
  • პრეზენტაცის-ასოციაციის საწმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ
  • პრეზენტაცია-ბიოლოგიისა და ბუნების ტესტების კრებულის
  • აივენგო შათირიშვილის მოკლე ლექცია
  • შეცვენება
  • ვოქშოპი-მუშაობა ჯგუფებში ინოვაციური სწავლების მეთოდები

ტრენინგის მსვლელობა

                  შეხვედრის დასაწყისში ასოციაცისს წევრებმა მიმოიხილეს ერთი წლის მუშაობის შედეგები, გაგვაცნეს ასოციაციის მიზნები: საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაცია, საბუნებისმეყტველო კლუბების, ეკოკლუბების ჩამოყალიბება, ზრუნვა თამბაქოს, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის პრევენციაზე. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშწყობა, კვლევითი პროექტების, კონფერენციების კონკურსების ჩატარება და სხვა.
                   შესვენებაზე გვქონდა სასაიმოვნო სიურპრიზი, დაბადების დღის აღსანიშნავად "ასოცოაციო-ბიო"-სტუმრებს გაგვიმასპინძლდა ტორტით.
                   შესვენების შემდეგ, გავაგრძელეთ მუშაობა-ვორქშოპში. მუშაობის დასაწყისში, გვქონდა საინტერესო აქტივობა-  "გავიცნოთ ერთმანეთი". მუშაობა გვქონდა წყვილებში. ჩვენ უნდა დაგვეხასიათებინა საკუთარი თავი, ხოლო მეწყვილეს წარმოედგინა. აქტივობამ საკმაოდ ხალისიანად ჩაიარა. თანაც, ჯგუფის წევრებმა გავიცანით ერთანეთი.
                  ასევე, საინტერესო იყო თომას-კილმენის კონფლიქტების ტიპების კითხვარი, რომელშიც მოცემული იყო სხვადასხვაგვარი სიტუაციები და ჩვენ უნდა აგვეღნიშნა პუნქტები, რომლებიც უფრო ახლოს არის  ჩვენთან. 

ჩავატარეთ ცდებიც:
  • სუფრის მარილში იოდის შემცველობის დადგენა
  • წვიმა და კარგი ამინდი
  • ქიმიური წყალმცენარეები
                       შეხვედრამ საინტერესოდ და საიამოვნოდ ჩაიარა
               აღნიშნულ ტრენინგზე ძალიან მომეწონა აქტივობა - "გავიცნოთ ერთმანეთი". ეს აქტივობა გამოვიყენე ახალი კლასის გასაცნობად.



ტრენინგის წერილობითი ანგარიში

ტრენინგი: პროექტებით სწავლება
                    ინტელის ძირითადი კურსი "პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და                                 ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება
ტრენერი:     მანანა კვინიკაძე
მსმენელი:    ნინო გიგოლაშვილი. ქ.თბილისის სსიპ 94-ე საჯარო სკოლის ბიოლოგიის                               მასწავლებელი
თარიღი:   23,24,30,ნოემბერი; 1,7,8,13,14,17,19,21 დეკემბერი 2013 წელი
ჩატარების ადგილი:   ქ.თბილისი.სსიპ 53-ე საჯარო სკოლა
სთ.რაოდენობა:   36 საკონტაქტო საათი
                   
                     პროექტზე დაფუძნებული სწავლების შესახებ ინფორმაცია მოცემულია შემდეგ მისამართზე:  http://tpdc.ge/essentials/
                    უნდა აღინიშნოს, რომ პროქტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ცხოვრებისეულ კონტექტს, მოსწავლეს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა.
                    აღნიშნული ტრენინგის კურსის გავლისას შევისწავლე თუ როგორ უნდა შევქმნა ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განვსაზღვრო მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და გეგმა. პროექტები, ჩემს მოსწავლეებს უნდა დაეხმაროს სასწავლო სტანდარტის მიღწევისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში. უნდა ავღნიშნო, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას კონპიუტერის გარეშე ვიღებთ, თუმცა არ უნდა ჩამოვრჩეთ ტექნოლოგიურ პროგრესსაც.
                  კურსის განმავლობაში მრავალი ტექნოლოგიური რესურსი და ინსტრუმენტი გამოვიყენე, რომელიც დამეხმარება ჩემი პორტფოლიოს შექმნაში და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში -http://ninogigolashvili.blogspot.com/
                 კურსი რვა მოდულისაგან შედგებოდა:
1.პროექტებით სწავლება
2.სასწავლო პროექტის დაგეგმვა
3.კავშირები
4.სასწავლო ნიმუშების შექმნა
5.მოსწავლეთა პროექტების შეფასება
6.დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
7.ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
8.სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
                  ტრენინგის დასაწყისშივე შევქმენი ბლოგი - http://niniagigolashvili.blogspot.com/,რომელზეც მოცემულია მთელი ტრენინგის მიმდინარეობა. სამუშოა დღოს ბოლოს ვაკეთებდი რეფლექსიას-რა ვისწავლე. პროექტის პორტფოლიოც განთავსებულია ამავე ბლოგზე.
                   ტრენინგის დროს ავირჩიე საპროექტო იდეა- " ხალხური ტრადიციებით ქართული ღვინის წარმოება" აღნიშნული პროექტი განვახორციელე სასწავლო პროსესში. მასალა იხელეთ ბლოგზე: http://ninikigigolashvili.blogspot.com/.
                  კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსის დახმარებით შევძელი მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებისა და უკეთესი სასწავლო შედეგის მიღწევა















Комментариев нет:

Отправить комментарий