პირველადი დახმარების ღონისძიებები

პირველადი დახმარება გველის ნაკბენზე

  ნადირობა ხშირად ექსტრემალურ პირობებთან არის დაკავშირებული, ამის გამო ყველა მონადირემ უნდა იცოდეს პირველადი დახმარების აღმოჩენა საჭიროების შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით შემოგთავაზებთ საჭირო ინფორმაციას.
ჩვენში გავრცელებულ გველებს შორის ყველაზე შხამიანი გიურზაა. მას მოსდევენ კავკასიური გველგესლა და კატისთვალა გველგესლა.გიურზა გველგესლების ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე 130-160 სმ-ს აღწევს, მასა - 3-6 კგ-ს. შეფერილობა სხვადასხვაა - ღია ნაცრისფრიდან მუქ ნაცრისფრამდე, წენგოსფერი ან მოყავისფრო. ზურგზე მოზრდილი ლაქები აქვს, გვერდებზე - შედარებით მომცრო.
გიურზას ნაკბენი მომაკვდინებელია. ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულისა.

გველი აგრესიულობას უშუალოდ საფრთხის დროს ავლენს. ადამიანს თავს პირველი არ ესხმის და მხოლოდ მაშინ კბენს, თუ გააბრაზებენ, მაგალითად, თუ შემთხვევით ფეხს წამოსდებენ ან დაადგამენ. ასე რომ, თუ სადმე გველს გადაეყარეთ:
ნუ მიეცემით პანიკას - თქვენმა მღელვარებამ შესაძლოა ისიც ააფორიაქოს და გიკბინოთ;
ერიდეთ აქტიურ ქმედებებს;
არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ მისი მოკვლა ან დაჭერა.
როგორ ამოვიცნოთ შხამიანი გველი?
შხამიანი გველის ნაკბენ ადგილას ორი მსხვილი ნაჩხვლეტი რჩება, ხოლო უშხამოს ნაკბენ ადგილას - მრავალი წვრილი წერტილი. შხამიანი გველის კბენიდან რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება ნაკბენის ტკივილი და წვა, ის მიდამო წითლდება, სივდება, კანქვეშ ჩნდება სისხლჩაქცევები. 20-40 წუთის შემდეგ ვითარდება შოკური მოვლენები, პირღებინება, კრუნჩხვა, ცნობიერების დაბინდვა, შესაძლოა, დაზი-ანდეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები (გული, თირკმელი, ღვიძლი, ელენთა). შემდგომი პროგნოზი დამოკიდებულია გველის ჯიშზე, წელიწადის დროზე, დაკბენილის ასაკზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და კბენის ადგილზე. მაგალითად, როცა ნაკბენი თავზე ან კისერზეა, ინტოქსიკაცია გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე კიდურებზე კბენისას.
ზოგადი სიმპტომები ასეთია:
ძლიერი ტკივილი ნაკბენის მიდამოში;
შეშუპება, რომელიც ზოგჯერ ფართოდ ვრცელდება;
მხედველობისა და გონების დაბინდვა;
სისხლჩაქცევები;
ძილად მივარდნა ან აგზნება;
კრუნჩხვა, ასფიქსია;
ოფლიანობა და გაძლიერებული ნერწყვდენა.
ინტოქსიკაციის ნიშნები მაქსიმალურად დღის ბოლოს ვლინდება.
როგორ დავიცვათ თავი
გახსოვდეთ: გველები იმ ადგილებს ეტანებიან, სადაც ბევრი მღრღნელი და ბაყაყია.
1. იმ ადგილებში, სადაც გველები ბინადრობენ, ჩაიცვით მაღალყელიანი ფეხსაცმელი.
2. ერიდეთ მაღალ ბალახსა და თხრილებს.
3. ღამით ისარგებლეთ ფარნით. გაითვალისწინეთ, რომ გველები თბილ ღამეებში აქტიურობენ.
4. ებრძოლეთ მღრღნელებს.
5. მოთიბული ბალახი მიწაზე არ დატოვოთ. ნურც მიწაზე დაწვებით, რადგან გველს ადამიანის სითბო იზიდავს.
6. ღამეს ნუ გაათევთ გამოქვაბულში, ფუღუროიანი ხის, დამპალი კუნძის ახლოს.
7. თუ გამოღვიძებულმა საკუთარ საწოლში გველი დაინახეთ, ნუ გააკეთებთ მკვეთრ მოძრაობებს, დაელოდეთ, როდის წავა.
8. სახიფათო ადგილას აუცილებლად წაიყოლეთ შრატი.
როგორ მოვიქცეთ, თუ გველმა დაგვგესლა
ნაკბენი სასწრაფოდ ჩამოიბანეთ ცივი წყლითა და სარეცხის საპნით. სასურველია, ეს რეზინის ხელთა-თმანებით გაკეთდეს. ჭრილობა სწრაფად გავიმშრალოთ, დავიფაროთ სტერილური ბინტი და შევიხვიოთ.
ნაკბენი კიდური გულის დონეზე დაბლა მოათავსეთ.
ეცადეთ, კიდური არ ამოძრაოთ - ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იმობილიზაცია შხამის გავრცელებას აფერხებს.ნაკბენი უნდა იყოს რაც შეიძლება უძრავად,რომ შემცირდეს ლიმფურ სისტემაში შხამის დრენირება(შეიძლება არტაშნის დადებაც).
მიიღეთ დიდი ოდენობით სითხე: ჩაი, ყავა. არ გაეკაროთ სპირტიან სასმელს.
სასწრაფოდ მიმართეთ კლინიკას, სადაც კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევენ - გაგიკეთებენ სპეციალურ ანტიდოტს ანტიგიურზინს ან პოლივალენტურ გველის შხამის საწინააღმდეგო შრატს.
არამც და არამც არ შეიძლება:
ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა, (პირში ჭრილობის ან კარიესიანი კბილის დროს პირით ამოწოვა აკრძალულია,რადგან აღწერილია დამხმარე პერსონალის მოწამვლის შემთხვევებიც).;
ნაკბენი არის გაკვეთა;
მოწვა;
დამჟანგველი ნივთიერებით დამუშავება;
ლახტის დადება











როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება დაზარალებულს (ზოგადი პრინციპები)

როგორ გავუწიოთ პირველადი დახმარება დაზარალებულს (ზოგადი პრინციპები)                                                                               
ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ალბათ ხშირია უბედური შემთხვევა, ამიტომაც შემთხვევის ადგილზე მნიშვნელოვანია თქვენს მიერ დამოუკიდებლი, სწორი გადაწყვეტილების მიღება და აქტიური ქმედება. ალბათ შეგხვედრიათ ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი ადამიანი ან ყოფილხართ სიტუაციაში, როცა თქვენს ახლობელს ესაჭიროება დაუყოვნებელი დახმარება და პირველ წუთებში მარტო ხართ. რა არის პირველი დახმარება? - ეს არის დახმარების სწრაფად და სწორად გაწევა ადამიანისთვის, რომლის ჯანმრთელობას უეცრად საფრთხე დაემუქრა. მისი შემდგომი ბედი ხშირად თქვენს სწორ ქმედებაზეა დამოკიდებული. პირველი დახმარება რთული არ არის. ზოგჯერ ძალიან მარტივი ხერხით შეიძლება გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე, დაეხმაროთ მას ექიმის მოსვლამდე.

საფეხურები

  1. 1მოქმედების გეგმა
    უბედური შემთხვევის დროს თქვენი ქმედებები ზუსტად უნდა იყოს დაგეგმილი. გახსოვდეთ, რომ თქვენი მოქმედების გეგმა შემდეგი საფეხურებისაგან უნდა შედგებოდეს:
    > შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა;
    > უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
    > პირველი დახმარების გაწევა;
    > დახმარების დროული მოხმობა.

    შემთხვევის ადგილის დათვალიერება/სიტუაციაში გარკვევა.
    თქვენ უნდა მიუახლოვდეთ შემთხვევის ადგილს სწრაფად და მშვიდად. უნდა ეცადოთ მოკლე დროში შეაგროვოთ მაქსიმალური ინფორმაცია. პირველ რიგში თქვენ უნდა დარწმუნდეთ, რომ საფრთხე არ გემუქრებათ თქვენ, დაზარალებულს და თვითმხილველებს. ასევე საჭიროა სწრაფად შეაფასოთ, თუ რა სახის დახმარება გჭირდებათ და რისი გაკეთება შეგიძლიათ დამოუკიდებლად. აუხსენით დაზარალებულსა და თვითმხილველებს, რომ თქვენ შეგიძლიათ პირველი დახმარების გაწევა.

    უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
    ის გარემოება, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის მდგომარეობის დამძიმება, შეიძლება კვლავ მოქმედებს და საფრთხეს წარმოადგენს. ხშირად ძალიან მარტივი ხერხებით შეიძლება გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა (მაგალითად, ძრავის გამორთვა, თუ ავტოავარიის შემდეგ მანქანა დაქოქილია). არასოდეს არ ჩააგდოთ თქვენი და დაზარალებულის სიცოცხლე საფრთხეში და ნუ ეცდებით გააკეთოთ ის, რაც აღემატება თქვენს შესაძლებლობებს. თუ თქვენ არ შეგიძლიათ დაზარალებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ეცადეთ მოაშოროთ საშიშროების წყარო დაზარალებულს. თუ ამის გაკეთება არ შეგიძლიათ გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო ადგილას. გახსოვდეთ, ზოგჯერ გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საჭიროა სპეციალური სამსახურების (პოლიცია, სახანძრო, გაზის სამსახური) გამოძახება.

    პირველი დახმარების აღმოჩენა.
    მას შემდეგ, რაც დარწმუნდით გარემოს უსაფრთხოებაში, გაუწიეთ დაზარალებულს პირველი დახმარება

    დახმარების დროული მოხმობა.
    შემთხვევის ადგილზე თქვენ შეიძლება ერთდროულად დაგჭირდეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფა, გადაუდებელი სამედიცინო სამსახურის გამოძახება ტელეფონით, პირველი დახმარების გაწევა. ამიტომ დროულად მოუხმეთ დახმარებას. თუ დაგჭირდეთ სასწარაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება, მიეცით დისპეტჩერს (ადამიანს, რომელსაც ელაპარაკებით) ზუსტი ინფორმაცია:
  2. 2შემთხვევის ადგილზე დაზარალებულისთვის პირველი დახმარების გაწევის დროს გამოიყენება სიცოცხლის შენარჩუნების ძირითადი ალგორითმი - DRABC (doctor ABC) ალგორითმი:
    D – Danger – გარემოს უსაფრთხოება;
    R – Responsiveness – ცნობიერების დონის შემოწმება;
    A – Airway – სასუნთქი გზები;
    B – Breathing – სუნთქვა;
    C – Circulation– ცირკულაცია
  3. 3D – Danger – გარემოს უსაფრთხოება.
    პირველ რიგში დარწმუნდით, რომ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება; წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიძახეთ სათანადო სამსახური (მაგ. ხანძრის დროს სახანძრო). შემდეგ დარწმუნდით, რომ საფრთხე არ ემუქრება დაზარალებულს. თუ გარემოში დაზარალებულისთვის რაიმე საშიშროებაა, ეცადეთ მოაშოროთ იგი და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო ადგილას.
  4. 4R – Responsiveness – ცნობიერების დონის შემოწმება.
    ნაზად შეანჯღრიეთ დაზარალებული მხრებით და ერთდროულად ჰკითხეთ: ”როგორ ხარ?” თუ დაზარალებული არანაირად არ პასუხობს (არ ლაპარაკობს, არ ახელს თვალებს, არ ამოძრავებს სხეულს), ის უგონო მდგომარეობაშია. ასეთ შემთხვევაში იმოქმედეთ შემდეგი თანმიმდევრობით.
  5. 5A - Airway – სასუნთქი გზები.
    უგონო მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულის სასუნთქი გზების დახშობის უხშირესი მიზეზია ენა, თუ დაზარალებულს არ გადაუწიეთ თავი უკან და ნიკაპი წინ წამოწიეთ, ეს გახსნის სასუნთქ გზებს და თავიდან აიცილებთ სასუნთქი გზების დახშობას ენით, ტრავმის შემთხვევაში სასუნთქი გზების გახსნა ხდება თავის უკან გადაწევის გარეშე.
    სასუნთქი გზების დახშობა ენით




    სასუნთქი გზების გახსნა თავის უკან გადაწევით და ნიკაპის წინ წამოწევით





    სასუნთქი გზების გახსნა ტრავმის დროს – ქვედა ყბის წინ წამოწევა თავის უკან გადაწევის გარეშე
  6. 6B- Breathing– სუნთქვა.
    მიიტანეთ ყურიდაზარალებულის ცხვირთან და პირთან და 10 წმ განმავლობაში მოუსმინეთ სუნთქვას. ამ დროს გამოიყენეთ “3 ვ”- ს მეთოდი (ვუსმენ სუნთქვას, ვგრძნობ ჰაერის ნაკადს კანზე, ვხედავ გულმკერდის მოძრაობას). თუ სუნთქვა არ არის, გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ სუნთქვა არის, შეამოწმეთ სისხლის მიმოქცევა – ცირკულაცია. 
    სუნთქვის მოსმენა "3 ვ"-ს მეთოდით
  7. 7C - Circulation – ცირკულაციის ნიშნები.
    შეამოწმეთ დაზარალებულს აღენიშნება თუ არა სუნთქვა, ხველება და მოძრაობა. თუ ცირკულაციის ნიშნები არ არის, შეუდექით გულ-ფილტვის რეანიმაციას და გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური. თუ ცირკულაციის ნიშნები არის, გადაიყვანეთ დაზარალებული უსაფრთხო მდებარეობაში და შემდგომ გამოიძახეთ გადაუდებელი სამედიცინო სამსახური.
  8. 8უსაფრთხო მდებარეობა.
    თუ დაზარალებული არის უგონოდ, სუნთქავს და აქვს ცირკულაციის ნიშნები, ის უნდა მოთავსდეს უსაფრთხო მდებარეობაში. ამისათვის:
    > დადექით მუხლებზე დაზარალებულთან ახლოს. გაუშალეთ ხელები და ფეხები. ამოუღეთ ჯიბეებიდან მახვილი საგნები. ის ხელი, რომელიც თქვენთან ახლოსაა, მოათავსეთ ხელისგულით ზემოთ დაზარალებულს მენჯის ქვეშ;
    > თქვენი ერთი ხელი შეაცჰდეთ დაზარალებულის მეორე ხელს და მიუტანეთ მოპირდაპირე ლოყასთან, თქვენი თავისუფალი ხელით მოუხარეთ ფეხი მუხლის სახსარში და გადმოაბრუნეთ დაზარალებული თქვენსკენ გვერდზე;
    > სხეულის გადმობრუნების შემდეგ დაზარალებულის თავი მოათავსეთ მისივე ხელის მტევანზე,
    გახსენით სასუნთქი გზები, მოხარეთ ფეხი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში 900-ით;
    > გაწიეთ დაზარალებულის მეორე ხელი გვერდზე, ისე რომ ის არ მოყვეს სხეულის ქვეშ.
  9. 9გულ-ფილტვის რეანიმაცია მოზრდილებში
    გახსოვდეთ! გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩასატარებლად საჭიროა შესაბამისი საწრთვნელი კურსის გავლა.
    ცნობილია, რომ სიცოცხლე შეუძლებელია ჟანგბადის გარეშე. დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით საჭიროა ჟანგბადი საკმარისი რაოდენობით შედიოდეს ფილტვებში და სისხლის საშუალებით მიეწოდებოდეს სხეულის ყველა ნაწილს. ასე, მაგალითად, თუ თავის ტვინს – ორგანოს, რომელიც აკონტროლებს ადამიანის სხეულს, მუდმივად არ მიეწოდება ჟანგბადი, მისი ფუნქციონირება 3-4 წუთში ირღვევა. ჟანგბადის გარეშე დაზარალებული სწრაფად კარგავს ცნობიერებას, ჩერდება სუნთქვა და გულისცემა, რის შედეგადაც ვითარდება სიკვდილი.
    ტვინში ჟანგბადის მიწოდებისათვის საჭიროა სამი პირობა:
    > სასუნთქი გზები უნდა იყოს გამავალი;
    > ადამიანი უნდა სუნთქავდეს;
    > უნდა მუშაობდეს გული, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ასრულებს “ტუმბო”-ს ფუნქციას და უზრუნველყოფს სისხლის უწყვეტ მოძრაობას, ჟანგბადის გადატანას ტვინში და სხვა მნიშვნელოვან ორგანოებში.

    თუ გულის მუშაობა ჩერდება, საჭიროა დაუყოვნებლივი დახმარების გაწევა - გულის არაპირდაპირი მასაჟის ჩატარება. რადგანაც გულის გაჩერების დროს სუნთქვაც არ არის, საჭიროა ერთდროულად გავაკეთოთ ხელოვნური ვენტილაცია და გულის არაპირდაპირი მასაჟი, რათა მოხდეს ძირითადი სასიცოცხლო ფუნქციების აღდგენა. გულის არაპირდაპირ მასაჟსა და ხელოვნურ სუნთქვას (ვენტილაცია) უწოდებენ გულ-ფილტვის რეანიმაციას.
  10. 10“პირით პირში” ხელოვნური სუნთქვის ჩატარების ტექნიკა
    ჩაბერეთ დაზარალებულს პირში 5 წამში ერთხელ. ყოველი ჩაბერვის შემდეგ მოაშორეთ ტუჩები დაზარალებულის პირს და შემდეგ ჩაბერვამდე დაელოდეთ გულმკერდის კედელი დაუბრუნდეს საწყის მდებარეობას;
    ყოველი 10 ჩაბერვის შემდეგ კვლავ გადაამოწმეთ სუნთქვა და ცირკულაციის ნიშნები; 
    ხელოვნური სუნთქვის ეფექტურობა.
    ჩასუნთქვის დროს სასუნთქ გზებში ხვდება ჰაერი, რომელიც შეიცავს 20-21% ჟანგბადს. ამოსუნთქულ ჰაერში ჟანგბადის რაოდენობა მცირდება 15-16%-მდე. ამიტომ ხელოვნური სუნთქვის ჩატარების დროს, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულის ფილტვებში ჩადის თქვენს მიერ ამოსუნთქული ჰაერი, მასში საკმარისი რაოდენობით არის ჟანგბადი.
  11. 11თუ ცირკულაციის ნიშნები არ არის, ეს ნიშნავს რომ გული გაჩერებულია და თქვენ სწრაფად უნდა დაიწყოთ გულის არაპირდაპირი მასაჟი: გულის არაპირდაპირი მასაჟის შესრულების ტექნიკა:
    >
     დადექით მუხლებზე დაზარალებულის გულმკერდის გასწვრივ. მოძებნეთ დაზარალებულის დვრილების შემაერთებელი ხაზ შუა წერტილი, ამ წერტილის ქვევით ვათავსებთ ერთ ხელს, ისე, რომ მკერდის ძვალზე იდოს მხოლოდ მტევნის უკანა ნაწილი;
    ეს არის ის ადგილი, რომელზეც თქვენ უნდა მოახდინოთ ზეწოლა;
    > დაადეთ მტევანი ზემოდან მეორე ხელს, შეჭიდეთ თითები და ასწიეთ ზემოთ ისე, რომ მკერდის ძვალზე იდოს მხოლოდ მტევნის უკანა ნაწილი; 
    >
     გაშალეთ ხელები იდაყვის სახსარში ისე, რომ თქვენს ხელებსა და გულმკერდის წინა კედელს შორის იყოს სწორი კუთხე. მოახდინეთ ზეწოლა მკერდის ძვალზე ისე, რომ ზეწოლის სიღრმე არ აღემატებოდეს 4-5 სმ-ს. ზეწოლის შემდეგ ხელების მოუშორებლად მიეცით მკერდის ძვალს საწყის მდებარეობაში დაბრუნების საშუალება. ზეწოლისას ითვალეთ: “ერთი, ორი, სამი, ოთხი 15-მდე” ისე რომ 1 წუთში გამოვიდეს 100 ზეწოლა მკერდის ძვალზე.
    გახსოვდეთ!
    არ შეიძლება გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარება მაშინ, როდესაც გული მუშაობს, ამიტომ არასოდეს არ ივარჯიშოთ ერთმანეთზე!
    გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩასატარებლად საჭიროა შესაბამისი საწრთვნელი კურსის გავლა.

გაფრთხილებები

  • შემთხვევის ადგილზე ნუ აყვებით ემოციებს, იფიქრეთ, არ ჩააყენოთ თქვენი თავი საფრთხეში და იმოქმედეთ საღი გონებით.
  • ძალიან მნიშვნელოვანია, საჭიროების შემთხვევაში დროულად მოუხმოთ დახმარებას.
  • დაზარალებულისთვის პირველი დახმარების გაწევის დროს იმოქმედეთ DRABC ალგორითმის მიხედვით.
  • პირველი დახმარების აღმოჩენა არ უნდა გახდეს ექიმის გამოძახების დაგვიანების, ან ჰოსპიტალიზაციის დაყოვნების მიზეზი.
  • ნუ შეეცდებით გააკეთოთ ის, რაც აღემატება თქვენს შესაძლებლობებს.
                                                                                                                 ავტორი: ირაკლი კვერნაძე



სისხლდენის სახეობები



შესაძლო გულის დაავადების სიმპტომები





ინსულტი, და პირველადი სიმპტომები




სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები







Комментариев нет:

Отправить комментарий