სასარგებლოა იცოდეთ...



                     თუ ფეხები გიშუპდებათ
თუ ფეხები გიშუპდებათ
ქვედა კიდურების შეშუპება ორგანიზმში ჭარბი სითხის დაგროვების მანიშნებელია. სითხის დაგროვებას იწვევს: 
1. გულის უკმარისობა (შუპდება ორივე კიდური);
2. ფლებიტი (ცალი კიდური);
3. ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
4. თირკმლის დაავადებები (შეშუპებულია მთელი სხეული);
5. ღვიძლის დაავადებები;
6. შიმშილი (მკაცრი დიეტები);
7. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება;
8. ქვედა კიდურების ვენით ჩატარებული კორონარული შუნტირება;
9. პრეპარატები;
10. პერიკარდიტი;
11. ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორები.
ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორების დროს ქვედა კიდურების შეშუპებას ხანგრძლივი დგომა და უმოძრაობა იწვევს. იგი ასევე თავს იჩენს მძიმე ფიზიკური შრომის, სუფრის მარილის ჭარბად გამოყენების, ბრტყელტერფიანობის დროს. ხელშემწყობი ფაქტორებია მაღალქუსლიანი და არაკომფორტული ფეხსაცმელი, მჯდომარე პროფესიები, ხანგრძლივი მგზავრობა. ამ დროს შეშუპება ფაქტორის მოხსნისთანავე ქრება.
• ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი.
• თუ დიდხანს დგომა გიწევთ, გამოიყენეთ სპეციალური სამკურნალო წინდები, რომლებიც ხელს უშლის შეშუპებას.
• ნაკლებად გამოიყენეთ სუფრის მარილი.
• თუ შეშუპება გახანგრძლივდა და რეჟიმის შეცვლა არ გშველით, მიმართეთ ექიმს.
• სასტიკად არის აკრძალული ყოველგვარი თვითდიაგნოსტიკა და მკურნალობა.
• სიფრთხილით გამოიყენეთ შარდმდენი პრეპარატები - შეშუპების მკურნალობა დაგროვილი სითხის ორგანიზმიდან გამოძევება კი არა, მისი მიზეზის აღმოფხვრაა. 





ტვინს უყვარს კოფეინი

კოფეინის მოქმედებით თავის ტვინში სეროტონინის დონე იზრდება. შედეგად უფრო ხალისიანი და მეგობრული ვხდებით. სეროტონინის ნაკლებობა დეპრესიის განვითარებასთანაა კავშირში. ყავა აჩქარებს თავის ტვინის მიერ ინფორმაციის გადამუშავების პროცესს. აუმჯობესებს მეხსიერებასა და ყურადღების კონცენტრაციას.

ესპანელმა ნეიროქირურგებმა დაადგინეს, რომ თუ ტვინის მუშაობის გააქტიურება გსურთ, ყავა აუცილებლად შაქრით უნდა მიირთვათ. როგორც აღმოჩნდა, კოფეინისა და გლუკოზის ურთიერთქმედება ააქტიურებს ტვინის იმ მონაკვეთების მუშაობას, რომლებიც პასუხს აგებენ მეხსიერებასა და ყურადღების კონცენტრაციაზე. შაქრიანი ყავა აუმჯობესებს ადამიანის კოგნიტიურ უნარს და დამახსოვრებას აადვილებს. უშაქრო ყავა კი ამ შემთხვევაში არავითარ ეფექტს არ იძლევა. 

საკმაოდ დამაინტრიგებელი შედეგები გვაძლევენ საშუალებას ვივარაუდოთ, რომ თუ ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ მცირედი მეხსიერების დაღვევები, დაიწყებენ დღეში 3 ჭიქა ყავის მიღებას არ გახდებიან ალცჰეიმერის მსხვერპლი ან შეძლებენ საგრძნობლად შეაჩერონ და გადაავადონ ამ დამანგრეველი დაავადების განვითარების პროცესი. კვლევები გვაძლევს საშუალებას დარწმუნებით ვთქვათ, რომ ყავის რეგულარული მიღება არის ეფექტური დაცვა ალცჰეიმერის დავადების წინაღმდეგ.





დავალებები ვიზუალური მეხსიერების გასავარჯიშებლად (+ფოტო)

ტვინი ისეთი რამ არის, მას უყვარს სიზარმაცე. პატარა შესაძლებლობასაც არ უშვებს ხელიდან რომ „გაითიშოს“ და გაერთოს „სისულელეებით“.
იმისათვის, რომ ცოტათი გავივარჯიშოთ ტვინი და მეხსიერება, გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო დავალებას ანხელ ნავაროს წიგნიდან „მეხსიერება არ გვღალატობს“:
დავალება 1
გახსენით ქვემოთ განთავსებული ფოტო და შეეცადეთ, ერთი წუთის განმავლობაში დაიმახსოვროთ წერტილებისა და ხაზების განლაგება პირველ ოთხ სტრიქონზე. შემდეგ, ისე რომ არ შეხედოთ მათ, დაამატეთ გამოტოვებული ხაზები ქვედა სტრიქონებზე.1 დავალება
დავალება 2
მოიფიქრეთ ასოციაციები ციფრებისთვის და სიტყვებისთვის მათი ფორმის მიხედვით. ამისათვის შეგიძლიათ დახარჯოთ იმდენი დრო, რამდენსაც მოისურვებთ. შემდეგ დაფარეთ ისინი და უპასუხეთ წარმოდგენილ კითხვებს.
უპასუხეთ კითხვებს:
  1. რომელი ციფრი შეესაბამება თოვლის კაცს?
  2. რომელი ციფრები შეესაბამებიან ხევსა და სანთელს?
  3. რომელი ციფრები შეესაბამებიან იალქანს, კვერცხსა და გველს?
  4. რომელი ციფრები შეესაბამებიან საჰაერო ბუშტს, ჩიტს, საბავშვო სასრიალოსა და იხვს?2 დავალება
დავალება 3
დააკვირდით 20 წამის განმავლობაში მარცხნივ განთავსებულ ფიგურას. შემდეგ, ისე რომ არ შეხედოთ მას, ამოიცანით რომელია ის მარჯვნივ წარმოდგენილი ოთხი ფიგურიდან.3 დავალება
დავალება 4
თქვენთვის სასურველი დროის განმავლობაში დაიმახსოვრეთ ქვემოთ მოცემული საყიდლების სია. შემდეგ ისე რომ არ შეხედოთ, დაასახელეთ, ქვემოთ წარმოდგენილი სიებიდან რომელი არის სწორი. მიაქციეთ ყურადღება, რომ თანმიმდევრობა შეცვლილია.4 დავალება (1)4 დავალება (2)
დავალება 5
1 წუთის განმავლობაში დაიმახსოვრეთ სურათზე გამოსახული ცხოველთა ჯგუფი,
შემდეგ ისე, რომ არ შეხედოთ, ჩამოწერეთ ცხოველები ანბანის მიხედვით.5 დავალება
დავალება 6
დაიმახსოვრეთ ტანსაცმელი, ნივთები და სახელები ამ ოთხი გოგონასი წუთნახევრის განმავლობაში. ამის შემდეგ დაფარეთ სურათი და უპასუხეთ ქვემოთ წარმოდგენილ კითხვებს, შემდეგ კვლავ შეხედეთ სურათს და გაასწორეთ საკუთარი შეცდომები.
უპასუხეთ შეკითხვებს:6 დავალება
  1. ვის აქვს თმაზე ლურჯი ბაფთები – მარიას თუ ბიბიანას?
  2. რა ჰქვია გოგონას ლურჯ ჩექმებში?
  3. გოგონათაგან რომელს აცვია კოპლებიანი ტანსაცმელი?
  4. რომელ გოგონას ჰყავს კნუტი – ხუანას თუ ბიბიანას?
დავალება 7
დაიმახსოვრეთ ქვემოთ მოცემული სურათებისა და სიტყვების წყვილები 30 წამის განმავლობაში. შემდეგ ჩამოწერეთ ეს სიტყვები ქაღალდზე იმავე თანმიმდევრობით, ისე, რომ არ შეხედოთ სურათს. რჩევა: ეცადეთ მოძებნოთ კავშირი სიტყვასა და სურათს შორის, ასოციაციები გაგიადვილებთ დამახსოვრებას.7 დავალება
დავალება 8
შეისწავლეთ კვადრატებში ჩახატული სურათები იმდენი ხნის განმავლობაში, რამდენიც დაგჭირდებათ. როდესაც მოგეჩვენებათ, რომ დაიმახსოვრეთ, დაფარეთ სურათი და უპასუხეთ შეკითხვებს.
უპასუხეთ შეკითხვებს:
8 დავალება
  1. რამდენი სამფურცლიანი ყვავილია გამოსახული სურათზე?
  2. რამდენი შავი ფერის ყვავილია გამოსახული სურათზე?
  3. რამდენი ყვავილია გამოსახული სურათზე, რომელთაც აქვთ ხუთი ფურცელი, მაგრამ არ აქვთ სხვა დამატებითი რაიმე ელემენტი?
დავალება 9
თქვენ გსურთ შეიძინოთ ავეჯი საბავშვო ოთახისთვის. ქვევით წარმოდგენილია ფასები ავეჯის კატალოგიდან. შეეცადეთ დაიმახსოვროთ ისინი ერთი წუთის განმავლობაში, შემდეგ დაფარეთ სურათი და უპასუხეთ კითხვას.9 დავალება
რა თანხა დაგეხარჯებათ, თუ გადაწყვეტთ იყიდოთ ორიარუსიანი საწოლი, მრგვალი ხალიჩა, ორი სავარძელი, ორი სანათი და ორსექციიანი კარადა?
წყარო: adme.ru


როგორ დავიმახსოვროთ სასწავლო მასალა – 20 ნაბიჯი
საგანმანათლებლო პორტალი “examtime” გთავაზობთ რამდენიმე საკეთესო რჩევას, რომელიც დაეხმარება თქვენს ტვინს, გაცილებით სწრაფად და იოლად დაიმახსოვროს მიღებული ინფორმაცია და უკეთს შედეგებს მიაღწიოთ გამოცდებზე.
1. გასეირნება გამოცდის წინ – მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ვარჯიშს მეხსიერების გაუმჯობესება და ტვინის შესაძლებლობების ზრდა შეუძლია. კვლევამ, რომელიც ილინოისის უნივერსიტეტის დოქტორმა ჩაკ ჰილმანმა ჩაატარა, აჩვენა, რომ 20 წუთიან ვარჯიშს, გამოცდის დაწყების წინ ,ჩვენი პროდუქტიულობის ზრდა შეუძლია.
2. ილაპარაკე ხმამაღლა, ჩუმად კითხვის ნაცვლად – მერე რა, თუ ცოტა გიჟი შეიძლება ეგონო ვინმეს? სცადე, შენი რა მიდის?! თავადაც გაკვირვებული დარჩები, თუ როგორ რეალურად დაგეხმარება ხმამაღლა წაკითხვა, რომელიც 50%-ით გაზრდის დამახსოვრების შანს. აქვე ერთი გაფრთხილება: ნუ მიმართავთ ამ მეთოდს გადაჭედილ ბიბლიოთეკაში!
3. დააჯილდოვე საკუთარი თავი – სწავლის პროცესის დროს, საკუთარი თავის წახალისების მრავალი მეთოდი არსებობს. მაგალითად, შეგიძლია, მოტივაცია სასუსნავებით აიმაღლო და თითოეული წაკითხული აბზაცის შემდგომ ტკბილეული მიირთვა.
4. ასწავლე სხვას, რაც შენ ისწავლე – საკუთარი ცოდნის ყველაზე კარგი შემოწმება, სხვისთვის სწავლებაა. თუ პითაგორას თეორემის სწავლის მსურველს ვერავის გამონახავ, შეგიძლია, აუდიტორიად ნივთები, ან სათამაშოები გამოიყენო.
5. დაიმახსოვრე ასოციაციებით – წაკითხულის დამახსოვრება ასოციაციური კავშირებით, არა მხოლოდ ადვილად დამახსოვრებას უწყობს ხელს, არამედ ავითარებს კრეატიულობას და ინტელექს. აქვე, დავძენ სტივ ჯობსის ცნობილ ფრაზას: “კრეატიულობა, მოვლენების დაკავშრებას გულისხმობს. კთხვაზე, თუ როგორ შექმნეს რამე, კრეატიული ადამიანები თავს უხერხულად გრძნობენ, რადგან მათ იმდენად არ შეუქმნიათ რაიმე ახალი, რამდენადაც დაინახეს განსხვავებულად.”
ე.წ. გონებრივი რუკები, ანუ ჩვენს ენაზე, “აბლაბუდა”, იდეების დაკავშირების ყველაზე მარტივი გზაა. მეთოდი ვიზუალურად აკავშირებს მრავალ დეტალს ერთმანეთთან.
6. გამოიყენე დიაგრამები – დიაგრამების დახაზვა დაგეხმარებათ იმ ინფორმაციის ადვილად წარმოდგენაში, რისი ახსნაც ძნელია. ამ საშუალებით, თქვენს მეხსიერებაში ჩაიბეჭდება ვიზუალური ინფორმაცია, რომელიც გამოცდაზე უკეთ გაგახსენდებათ.
7. ინგლისურად კითხვისას, Times New Roman ყველაზე სრაფად კითხვადი ფონტია – სწორედ ამიტომაცაა, რომ ბევრი პროგრამის ძირითად ფონტად სწორედ Times New Roman-ია დაყენებული.
8. გამოიყენე სპეციალური აპლიკაციები, რომლებიც საიტებს დაგიბლოკავს – აპლიკაციები, როგოიცაა SelfControl App, გაძლევთ საშუალებას, დაბლოკოთ “გამცდენი” საიტები სწავლისათვის განსაზღვრული დროით.
9. უყურე დოკუმენტურ მასალას სასწავლო თემაზე – დოკუმენტური ფილმების ყურება გასართობი და ამავე დროს, თემის მოკლე დროში მიმოხილვის საუკეთესო საშუალებაა. დოკუმენტური მასალა დაგეხმარება თემის მთავარი დეტალების უკეთ დამახსოვრებაში. დამატებითი მასალის მოძიებისთვის კი შესაძლებელია,შექებაც დაიმსახუროთ
10. Google-ის საძიებო სისტემის პროფესიონალური გამოყენება – ძიებისას დროს არ დაკარგავ, თუ Google-ის უდიდეს საძიებო სისტემას კარგად აითვისებ.
11. გააკეთე კითხვარი ბარათები – საკუთარი თავის შემოწმების მიზნით, გააკეთე საგამოცდო ბარათები და ივარჯიშე პასუხებში. ამაში საიტი, https://www.examtime.com/en დაგეხმარებათ.
12. გააკეთე რეგულარული პაუზები სწავლის დროს – როცა ტვინი ბევრს მუშაობს, აუცილებელია მოკლე, რეგულარული პაუზების აღება, რათა ტვინმა უკეთ დაამუშაოს ინფორმაცია და ამასთან, ფოკუსირებაც უკეთ შეძლოთ. ყოველ 45-50 წუთიანი სამეცადინო პერიოდის შემდეგ, როცა შეატყობ, რომ კონცენტრაცია გიჭირს, აიღე მინი პაუზა და შეისვენე. 1.5 საათიანი გადაბმული მეცადინეობის შემდეგ ახალი ინფორმაციის აღქმა ვეღარ ხდება.
13. უსმინე სათანადო მუსიკას – შეარჩიე სწავლისათვის ოპტმალური მუსიკალური ფლეილისტი ან გაეცანი სტატიას, თუ როგორ შეარჩიო უკეთ: https://www.examtime.com/blog/music-for-studying/
14. ხშირად ცვალე სასწავლო გარემო – ხშირად ნაცნობ, კომფორტულ ადგილზე სწავლას ვამჯობინებთ, თუმცა უკეთესი შედეგის მისაღებად, რეკომენდირებულია, გარემოს ცვალებადობა.
15. ივრაჯიშე, ივარჯიშე, ივარჯიშე… – პოტენციური საგამოცდო კითხვების საკუთარი დასმითა და პასუხით, ტვინს ინფორმაციის გადამუშავებას გაუადვილებ. ეცადე, სიტუაცია მაქსიმალურად მიამსგავსო, საგამოცდო გარემოს და შენი ცოდნა გამოსცადო. შეგიძლია პროგრამა New Quiz Tool-იც დაიხმარო.
16. ნუ გაათენებ გამოცდის წინა ღამეს – ეცადე, გამოცდის წინა ღამეს კარგად გამოიძინო. ძილის დროს შენი ტვინი ნასწავლი ინფორმაციის ასიმილაციას ახდენს, ამიტომ, სრულყოფილი ძილი რთული მათემატიკური ფორმულების დამახსოვრებაში დაგეხმარება.
17. აღმოაჩინე სწავლის ახალი მეთოდები – ახალი მეთოდების მოძიება-გამოცდით, თქვენთვის საუკეთესო მეთოდს მიაგნებ. დაიხმარე ტექნიკაც, მაგალთად ვიდეოები, გადმოწერე ლექსიკონის აპლიკაციები და სხვა.
18. გემოიყენე რაიმე სურნელი, ან სურნელოვანი კევი – რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, თუ სწავლისას უცნაური სურნელის სპრეის გამოიყენებთ და შემდგომ გამოცდის წინაც ამ სუნს შეისხურებთ, მეხსიერება აღადგენს მოგონებებს, რომელიც ამ სუნს უკავშირდება. იგივე ეფექტის მიღწევა შეიძლება სურნელოვანი კევიც დაღეჭვისასაც.
19. ისწავლე ჯგუფთან ერთად – ჯგუფის შემადგენლობაში სწავლისას საკითხს სულ სხვა კუთხიდან შეხედავ. ჯგუფის წევრებთან ინტერაქცია რესურსების გაზიარებასა და იდეების განხილვაში დაგეხმარება.
20. მიმართე მედიტაციას – კვლევებმა აჩვენა, რომ მედიტაცია სტუდენტებს ფოკუსირებაში ეხმარება. ერთი მხრივ, იგი დაგეხმარება სწავლაზე კონცენტრაციაში და მეორე მხრივ, მოგიხსნის წინასაგამოცდო სტრესს, როგორც მენტალურს, ასევე ფიზიკურს.
და ბოლო რჩევა იქნება შემდეგი: იყავი მშვიდად! პოზიტიურ დამოკიდებულებას სასწაულების მოხდენა შეუძლია! მაშინაც კი, როცა ძილს არაფერი გირჩევნია, კარგი განწყობა მოტივაციას შეგმატებს და ნიშნების გაუმჯობესებაში დაგეხმარება.
წყარო: examtime.com

Комментариев нет:

Отправить комментарий