суббота, 20 декабря 2014 г.

პრეზენტაცია თემაზე - საჭმლის მომნელებელი სისტემა









1 დეკემბერი შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

94-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები თანადგომას უცხადებენ შიდსით დაავადებულ ადამიანებს.











ორგანიზმის შინაგანი გარემო. სისხლი ნარევია

ინტეგრირებული გაკვეთილი-ორგანიზმის შინაგანი გარემო.
სისხლის შედგენილობა.სისხლი ნარევია.
პედაგოგები: ნინო გიგოლაშვილი(ბიოლოგია),
ირმა ჯანიაშვილი (ქიმია). VIII კლასი 8.12.2014





ორგანიზმის შინაგანი გარემო. სისხლი ნარევია

ინტეგრირებული გაკვეთილი-ორგანიზმის შინაგანი გარემო.
სისხლის შედგენილობა.სისხლი ნარევია.
პედაგოგები: ნინო გიგოლაშვილი(ბიოლოგია),
ნანა გიგოლაშვილი(ქიმია). VIII კლასი 8.12.2014



გაკვეთილის ყველაზე საინტერესო ნაწილი, ვავსებთ კროსვორდს



შიდა სასკოლო ოლიმპიადა საბუნებისმეყტველო საგნებში IX კლასი


пятница, 28 ноября 2014 г.

საკვები პროდუქტები რომლებიც საჭროა თვალების ჯანმრთელობისთვის და მკვეთრი მხედველობის შესანარჩუნებლად.

1.სტაფილო - რომელიც შეიცავს ვიტამინ A-ს, ბეტა-კაროტინს რომელიც რეტინასთვის და თვალის სხვა ნაწილებისთვის აუცილებელია
2.ფოთლოვანი მწვანილები - რომლებიც შეიცავენ ლუთეინს და ზეაქსანტინს- ანტიოქსიდანტები, თანამედროვე კვლევებმა აჩვენეს რომ ეს ნივთიერებები ამცირებენ რისკს მაკულარული დეგენერაციისა და კატარაქტისას
3.კვერცხი - პირდაპირი წყაროა ლუთეინის და ზეაქსანტინის და დამატებით თუთიის რომელიც აგრეთვე ამცირებ შანს კატარაქტისა და მაკულარული დეგენერაციისას
4.ციტრუსი და კენკრა - ხილი დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ C-ს, რომელიც აგრეთვე კვლევებმა აჩვენეს რომ ამცირებს რისკს კატარაქტისა და მაკულარული დეგენერაციისას
5.ნუშები - ისინი სავსე არის ვიტამინ E-თი, რომელიც ანელებს მაკულარულ დეგენერაციას
6.ცხიმოვანი თევზი - თინუსი, ორაგული, სკუმბრია, ქაფშიები და კალმახი რომლების დიდი რაოდენობით შეიცავენ DHA, ცხიმოვანი მჟავა რომელიც რეტინას ერთერთი კომპონენტია - რომლის მცირე რაოდენობაც რეტინაში დაკავშირებული არის მშრალი თვალის სინდრომთან



четверг, 20 ноября 2014 г.

ენერგოეფექტურობის კვირეულის ფარგლებში


воскресенье, 16 ноября 2014 г.

მე და ჩემი გოგოები



ბაქტერიები ერთმანეთს ყველაზე გონივრულ საჩუქრებს ჩუქნიან

ბაქტერიები ერთმანეთს გენეტიკურ ინფორმაციას სამი სხვადასხვა გზით გადასცემენ:

პირველი, ბაქტერიას შეუძლია გარემოში არსებული ეგზოგენური დნმ შეითვისოს. პროცესს ტრანსფორმაცია ეწოდება. ტრანსფორმაცია უჯრედის მიერ გარემოდან დნმ-ის თავისუფალი მოლეკულის შთანთქვისა და მისი გენომში ჩასმის პროცესია, რაც ამ უჯრედში იწვევს ახალი მემკვიდრული ნიშნების გაჩენას, რომლებიც დამახასიათებელია დნმ-ის დონორი ორგანიზმისთვის.

გენები შეიძლება გადაიცეს ტრანსდუქციით, როცა ინტეგრაციისას ბაქტერიოფაგი უჯრედის ქრომოსომაში უცხო დნმ-ს ჩართავს.

მესამე გზა კონიუგაციაა. ამ შემთხვევაში დნმ ორი ბაქტერიის პირდაპირი კონტაქტის გზით გადაიცემა.



პრეზენტაცია თემაზე - პირის ღრუს დაავადებები და პროფილაქტიკა


აქტივობა-უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი




კონკურსზე თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში 9 კლასი


понедельник, 13 октября 2014 г.


სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია

ძალიან დიდი მადლობა ლაბორატორიის თანამშრომლებს ასეთი საინტერესო და დაუვიწყარი დღისთვის
13.10.2014 წელი





სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია

13 ოქტომბერი 2014 წელი



         დღეს, საინტერესო და მნიშვნელოვანი დღე იყო. მე და ჩემი მოსწავლეები: მარიამ გიორგაშვილი,ნინო ჩაჩავა და ნინო სირაძე ვიმყოფებოდით სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში.
       ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ახალგაზრდა შემოქმედთა სამეცნიერო ცენტრ "პროგრესის" მიერ ორგანიზებულ კონკურსში, რომელიც ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით.
         ერთ-ერთი დავალება---საკვები პროდუქტები მოითხოვს კვლევას:შევისწავლოთ პროდუქტების ეფექტური შენახვის პირობები.
          დასახმარებლად მივმართეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას და მათაც განგვიცხადეს თანხმობა კვლევასთან დაკავშირებით.ამისთვის აღნიშნული ლაბორატორიის თამანშრომლებს ვუხდით მადლობას.





























суббота, 11 октября 2014 г.

კითხვარი : რა ვიცით წითელი წიგნის შესახებ
ქართული საგანძური - თელავის რაიონის სოფელ 

წინანდალში არის 135 წლის ვაზი - "შავი თითა", 

რომლის გარშემოწერილობა 125 სმ-ია, მტევანი კი 

4-5 კგ-ს იწონის.


воскресенье, 5 октября 2014 г.

eTwinnig --- ფოტოკოლაჟი































 3,4,5 ოქტომბერი 2014 წელი
                                                                                                                                                                       პირველი დღე --- eTwinningis ტრენინგი ჩაგვიტარდა 51-ე საჯარო სკოლაში.

ტრენერი :ნინო მოლაშხია.ტრენინგს ვესწრებოდით 11 მასწავლებელი. 
            ტრენინგი დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობით. "მოთელვა-წარმოვადგინოთ საკუთარი თავი მესამე პირის სახით" . აქტივობამ საკმაოდ ხალისიანად ჩაიარა. მეორე აქტივობამ უფრო გაამძაფრა ინტერესები ---
დავხატეთ მზე-რამ მოგვხიბლა, ვარსკვლავები-მოლოდონი,შავი ხვრელი-სირთულეები.
       ჩვენი სამუშოა დღე საინტერესოდ წარიმართა.გავიხსენეთ googlr translate gamoyeneba.eTwinning.net პორტალზე შესვლა და ნავიგაცია, პროფილის რედაქტირება, პაროლის შეცვლა,პარტნიორის მოძებნა და მოწვევის გაგზავნა.  google drave-ზე მუშაობა.
საშინაო დავალება: მოვამზადოთ პრეზენტაცია "ჩემი სკოლა"
პირველი დღე ნაყოფიერი იყო.

 მეორე დღე -განწყობის შესაქმნელად გვქონდა მოთელვა - ფერები უნდა შეგვესაბამებინა კვირის დღეებისთვის ჩვენი ხასიათის მიხედვით.შემდეგ, მოვახდინეთ რეფლექსია და წარმოვადგინეთ საშინაო დავალება.





                 განვიხილეთ google drave.გადავედით ახალ ინტერფეისზე, განვიხილეთ მენიუს ბარი, შექმენით Word-ის დკუმენტი და განვაახლეთ პრეზენტაცია,შევქმენით კითხვარები და გავაზიარეთ facebook-ზე eTwinnin -ერების ჯგუფში.



მესამე დღე---ტრენინგი დავიწყეთ მოთელვით-ჩემზე ამბობენ...(როგორ საუბრობენ სხვები ჩვენზე). ნებისმიერი სახის მოთელვა დადებითად მოქმედებს განწყობის ასამაგლებლად.გავეცანით  TwinSpace სახელმძღვანელოს.შევედით eTwinning Plus Forums.



PS.eTwinningis ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო,რადგან გავეცანი სიახლეებს.იმედი მაქვს ჩევერთვები პროექტებში აქტიურად

.



воскресенье, 14 сентября 2014 г.

"ტბასავით უძირო და ღრმაა ადამიანთა სევდა–ნაცრისფერი და ტკივილიანი, მაგრამ ღმერთმა ამ სევდასთან ერთად მოსაწყენი ყოველდღიურობის ნათელი ფერებით ასავსებად პატარ–პატარა სიხარულიც გვიბოძა და სწორედ ამ პატარ–პატარა სიხარულისთვის ღირს და ფასობს სიცოცხლე."

/ გოდერძი ჩოხელი/


суббота, 13 сентября 2014 г.

რა არის C ჰეპატიტი?
C ჰეპატიტი ინფექციური დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია ვირუსის მიერ, რომლის დროსაც ძირითადად ზიანდება ღვიძლი და ვითართება ღვიძლის ანთება. დაახლოებით 3,2 მილიონი ამერიკელი ადამიანი არის დაავადებული ამ დაავადებით, და ყოველ წლიურად 17,000 ადამიანი ავადდება.

როგორ ავადდება ადამიანი C ჰეპატიტით?
ყველაზე გავრცელებული გზა C ჰეპატიტის დაავადების არის ერთი და იგივე ნემსის(შპრიცის) გამოყენება რამოდენიმე ადამიანის მიერ რომელსაც ძირითადად გამოიყენებენ არალეგალური წამლების მისაღებად. ასევე შეიძლება სამედიცინო პერსონალიც დაავადდეს დაავადებით თუ მათ მოულოდნელად შეესობათ ნემსი რომელიც გამოყენებული იქნა ინფიცირებული ადამიანის მიერ. იშვიათად მაგრამ ასევე ადამიანი შეიძლება დაავადდეს ტატუს გასაკეთებელ სალონებში თუ ტატუს აპარატი არ იქნა გაწმენდილი. აგრეთვე დაავადება შეიძლება გავრცელდეს კოცნით ახლო კონტაქთით ინფიცირებულ ადამიანთან, გაურეცხავი საკვები ჭურჭლით რომელიც მოიხმარა ინფიცირებულმა ადამიანმა და ა.შ.

C ჰეპატიტის სიმპტომები
ადამიანთა უმეტესობას არ აღენიშნება სიმპტომები, მაგრამ მათ ვისაც აღენიშნებათ სიმპტომები შეიძლება იყოს:
● სიცხე
● გულისრევა
● ღებინება
● კუჭის ტკივილი
ზოგიერთმა შეიძლება განიცადოს სისუსტე და მადის არქონა. ეს სიმპტომები შეიძლება სხვა ბევრი სახის დაავადებას მიანიშნებდეს, ამიტომაც თუ თავს არ გრძნობთ კარგად უმჯობესია ეწვიოთ თქვენს ექიმს.

C ჰეპატიტის რისკები
თუ არ იმკურნალებთ დიდი დროს განმავლობაში, თქვენი ღვიძლი შეიძლება დაზიანდეს სერიოზულად. შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის კიბო, ღვიძლის უკმარისობა ან კიდევ ციროზი შეიძლება განვითარდეს.

დიაგნოზირება C ჰეპატიტის
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგისვათ დიაგნოზი სისხლის ანალიზების საშუალებით. იმ შემთხვევაში თუ სკრინინგი დადებითი იქნება, თქვენი ექიმი კიდევ ჩაატარებს სხვა გამოკვლევებს რომ დაადასტუროს აქვს თუ არა პაციენტს C ჰეპატიტი.

მკურნალობა C ჰეპატიტის
ძირითადი მკურნალობა C ჰეპატიტისთვის არის ინტერფერონის კომბინაცია (ინექცია), და რიბავირინი (წამალი), და კიდევ ანტივირუსული წამალი ვიქტრელისი ან ინსივეკი.
მაგრამ მკურნალობა იცვლება. ექიმები იწყებენ ორი ახალი ანტივირუსული წამლის გამოყენებას, სოვალიდი ან სიმეპრევირი, ინტერფერონთან და რიბავირინთან ერთად. ამ კომბინაციას აქვს მაღალი განკურნების მაჩვენებელი, მოკლეხნიანი ვადა მკურნალობის და მცირე გვერდითი ეფექტები.

მოუარეთ თქვენს თავს
არ არის სპეციალური საკვები C ჰეპატიტის მქონე ადამიანებისათვის, მაგრამ ყოველთვის კარგია დაიცვათ დიეტა და იკვებოდ ჯანსაღად. მოერიდეთ ალკოჰოლს, რომელმაც შეიძლება უფრო გაართულოს და დააზიანოს ღვიძლი.
გაიკეთეთ ვაქცინა A და B ჰეპატიტის, პნევმონიის. აუცილებლად გაესაუბრეთ თქვენს ექიმს სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას რაიმე წამლის მიღებისას, განსაკუთრებით კი აცეტამინოფენი წამლის შესახებ.

წყარო [webmd.com]

четверг, 4 сентября 2014 г.

_2011-2016 წწ. ეროვნული სასწავლო გეგმა: 2012-2013 სასწავლო წელს ბიოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლასები) 1 2011-2016 წლების ეროვნული სასწავლო გეგმა 2012-2013 სასწავლო წელს ბიოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურებზე (VII-XII კლასები)

суббота, 23 августа 2014 г.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სამინისტრო ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს 
დააფინანსებს

вторник, 19 августа 2014 г.



ხეოთი 
                  ეს ფოცხოვის ხეობაა, ისტორიული სამცხის ერთი მნიშვნელოვანი მხარე, სოფელს კი ძველი იერის გარდა სახელიც მაშინდელი შერჩენია _ ხეოთი. სოფელი მართლაც ხევშია გაშენებული _ ხევათი, ხეოთი. სახლებს სახურავი ბანისა აქვს, სხვა სახლისთვის ამავდროულად წინაკარისა თუ ეზოს დანიშნულებას რომ ასრულებს.