четверг, 30 января 2014 г.


დღეს, 9 კლასის მოსწავლეებმა პროექტზე "ქართული ხალხური ტრადიციებით ღვინის წარმოება" მუშაობა დაიწყეს /30.01.2014/


вторник, 28 января 2014 г.

ფილტვების სასიცოცხლო ტევადობის განსაზღვრა


მასალა: ბუშტი(მრგვალი)
სახაზავი

ინსტრუქცია:

ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ ბუშტში გააკეთეთ მაქსიმალურად ღრმა ამოსუნთქვა. ბუშტი პირიდან არ მოიცილეთ. გაიმეორეთ ეს მოქმედება 5-ჯერ .ამის შემდეგ ბუშტის ყელი გადაგრიხეთ. განსაზღვრეთ ბუშტის დიამეტრი და მოცულობა ფორმულით V=πd3/6სადაც გაბერილი ბუშტის დიამეტრია.მიღებული შედეგი გაყავით 5-ზე.
გამოიყენეთ გაკვეთილზე

მშვიდი სუნთქვისას ერთ ჩასუნთქვაზე შესული ჰაერის მოცულობის განსაზღვრა

მასალა: ბუშტი(მრგვალი),სახაზავი

ინსტრუქცია:
შეარჩიეთ ბუშტი, რომელიც გაბერვისას სფეროს ფორმას იღებს.ბუშტში გააკეთეთ 10 მშვიდი ამოსუნთქვა ისე, რომ ბუშტი პირიდან არ მოიცილოთ.ამის შემდეგ ბუშტის ყელი გადაგრიხეთ და კარგად დაიჭირეთ.გამოთვალეთ ბუშტში ჰაერის მოცულობა ფორმულით:  V=πd3/6,სადაც d გაბერილი ბუშტის დიამეტრია. გაზომეთ ბუშტის დიამეტრი და მიღებული შედეგი გაყავით 10-ზე(ამოსუნთქვათა რაოდენობა).ეს იქნება მშვიდი სუნთქვისას თქვენს მიერ ერთ ჩასუნთქვაზე ფილტვებში შესული ჰაერის მოცულობა.

понедельник, 27 января 2014 г.

დაკვირვება --- თუ კარტოფილის შეწვისას მისი კვებითი ღირებულების შენარჩუნება გვსურს,რა შემთხვევაში ვიქცევით სწორად:
ა. კარტოფილს ვთლით,ვრეცხავთ,ვჭრით პატარა ნაჭრებად და ვწვავთ
ბ. კარტოფილს ვთლით,ვჭრით პატარა ნაჭრებად,ვრეცხავთ და ვწვავთ

იმისთვის რომ, დავრწმუნდეთ ჩვენი მოსაზრების სისწორეში ჩავატაროთ ცდა: გავთალოთ კარტოფილის გორგლი,ჩამოვაჭრათ მას კუბის ფორმის, ორი ერთნაირი ზომის ნაჭერი (სიგრძე 3სმ,სიგანე 3სმ,სიმაღლე 3სმ).ერთ-ერთი ნაჭერი დავჭრთ წვრილად.მთლიანი ნაჭერი მოვათავსოთ ერთ ჭიქაში,ხოლო მეორე დაჭრილი-მეორე ჭიქაში. ორივეს ერთდროულად დავასხათ 100 მლ წყალი.დავაყოვნოთ 5 წთ. დროდადრო ვურიოთ წკირით. 5 წუთის შემდეგ ჭიქებიდან სხვადასხვა სინჯარაში ა და ბ გადავიტანოთ 5-5 მლ სითხე და დავუმატოთ თითო წვეთი იოდის ხსნარი. დავაკვირდეთ სითხეების შეფერილობას სინჯარებში. სინჯარებში მივიღებთ განსხვავებული შეფერილობის ინტენსივობის ხსნარებს.
დასკვნა: იმის შემდეგ,რაც მოსწავლეები დაინახავენ,რომ ბ სინჯარაში ხსნარი უფრო მუქია,ვიდრე ყველა ა სინჯარაში,ისინი კარტოფილს ჯერ წვრილად დაჭრიან,შემდეგ გარეცხავენ და შეწვავენ.ამით მცირდება კარტოფილის კვებით ღირებულება, რადგან წყალში ბევრი სახამებელი გადავა

воскресенье, 26 января 2014 г.

პოეზიის  წუთები


შუბლზე აბრეშუმის ძაფის ტოლა ძარღვია ნაკითხობის და ეს ძარღვი 15 - 17 წლისას თუ არ გაქვს უკვე, დამთავრებულია შენი საქმე. იმიტომ, რომ ყველაფერი რაც კაცობრიობას უაზროვნია, მოქცეულია წიგნში. წაიკითხავ და ყველაფერი ნათელი გახდება. ლიტერატურას, ხელოვნებას უნდა მივხედოთ. ეგ არის მთავარი. ამით განსხვავდება ადამიანი ცხოველისგან. მარტო ხელოვნებას შეუძლია ადამიანის ადამიანად ქცევა.
/ოტია იოსელიანი/



понедельник, 6 января 2014 г.

                 შობის ღამე

შობის ღამეს სასწაული ხდება,
ქრისტე ღმერთი ჩვენში იბადება,
სული წმინდა სანთლის შუქზე ჩნდება,

სამუდამოდ ჩვენს გულებში რჩება.

ქრისტე ღმერთი,როცა ჯვარზე აცვეს,
გოლგოთაზე აიზვირთა სევდა,
სხეულიდან ტანჯვის კვალი ჩანდა,
დაიბადა ის ხელახლა ღმერთად!!!

ქრისტეშობის იდუმალი ღამე,
უჩვეულოდ ანგელოზთა ლოცვა,
სისპეტაკე ყველა წმინდა გულის,
ანთებული სანთლის ალით მოსჩანს.

ალილოზე ხელს ჩავკიდებთ ყველა,
სიხარულით ვიზეიმებთ შობას,
სიყვარულით ავამღერებთ ზეცას,
ერთიანი საქართველოს ხვედრად.

შობის ღამეს სასწაული ხდება,
ქრისტე ღმერთი ჩვენში იბადება,
სული წმინდა სანთლის შუქზე ჩნდება,
სამუდამოდ ჩვენს გულებში რჩება.

суббота, 4 января 2014 г.

                ქართლ-კახეთად,იმერეთად,სამეგრელოდ,გურიად,
             ვისაც ჩვენი გაყოფა... და გათიშვა სწყურია,
           ან ჭკვიანი მტერი არის,ან უგნური მოყვარე,
       
 ამიტომაც,სადაც წავწყდი,ერთიანად მოვთხარე.
      მიყვარს - მტკვარი,
    მიყვარს - ქსანი,

ტეხური და ენგური!
  მიყვარს - ,,ლილე,, 
    მიყვარს - ,,ლალე,, 
     მიყვარს - ,,ჩელა,, მეგრული...
        მაგრამ ყველას მირჩევნია,ერთ დიდ მუშტად შეკრული,
          რა თქმა უნდა,საქართველო - ვიყოთ მისი ერთგული!
            დღეგრძელ იყოს,საქართველოვ,შენი მზე და შენი ცა,
                მრავალ ახალ,მრავალ ახალ წელიწადს!


                            ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო,

                        ლამაზო და მშვენიერო,
                   როგორ მინდა შენს გარშემო
                ვიცეკვო და დავიმღერო!
              თბილ ოთახში მოგიწვიეთ,
            გაერთო და ჩვენც გაგვართო.
          ყინვასა და სიცივეში
       რა გინდოდა ტყეშ მარტო?
    ხედავ,სახე გაგიბრწყინდა,
დაგვიმშვენე ბავშვებს მხარი,
     ახალი წლის სტუმარი ხარ,
        ჩვენი ზამთრის მეგობარი.
           ნაძვის ხეო, ნაძვის ხეო
              ლამაზო და მშვენიერო,
                  როგორ მინდა შენს გარშემო
                      ვიცეკვო და დავიმღერო!