| 
2014  წლის  10 მაისს ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა  XXI  საუკუნე მასწავლებელთა პროფესიულიგანვითარების
 ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ატარებს ყოველწლიურ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას.
 
კონფერენციის თემა :  ”წარმატებული  პედაგოგიური  პრაქტიკა”.   
მიზნობრივი ჯგუფი: კერძო და საჯარო  სკოლების პედაგოგები და განათლების სფეროს სპეციალისტები. 
 
კონფერენციის მიზანი და მოსალოდნელი შედეგი: 
თანამშრომლობით გამოცდილების გაზიარება. მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ -პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების
 განვითარება. საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და წარმატებული პრაქტიკის განხილვის
 საშუალება კოლეგებთან.
 
კონფერენციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გამოყენებით საგაკვეთილო პროცესისუკეთ წარმართვა და სწავლა/სწავლების
 ხარისხის გაუმჯობესება. პროფესიული განვითარების სქემით გათვალისწინებულ კრედიტების მოპოვება.
 
კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები შესაძლებლია იყოს:   
· ინტეგრირებული გაკვეთილი; 
· პროექტ-გაკვეთილი;  
· კვლევაზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;  
· ციფრული ტექნოლოგიები სასწავლო პროცესში;  
· საგნობრივი ცოდნის ტრანსფერი ცხოვრებაში;  
· ინოვაციური მეთოდები;  
· საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა;  
· არაფორმალური განათლების ხელშეწყობა;  
· მშობელთა და საზოგადოების ჩართულობა და სხვ. 
 
კონფერენციის ეტაპები: 
 
მომხსენებლები შეირჩევიან შემოსული მოხსენებებისა და დანართების საფუძველზე კონფერენციისსაორგანიზაციო ჯგუფის მიერ.
 
მომხსენებლებმა  უნდა წარმოადგინონ პედაგოგის/პედაგოგთა ჯგუფის მიერ შერჩეულითემა და შესაბამისი მოხსენება, შევსებულ
 განაცხადდთან ერთად,  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
 
 
saukune_21@yahoo.com; kjgenti@tpdc.ge 
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადაა:  ა.წ. 15 აპრილი 
კონფერენციის ორგანიზატორები და პარტნიორები: 
· ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა  XXI საუკუნე 
· მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 
· ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 
 
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ სკოლის ვებგვერდზე:      
www.21saukune.ge 
საკონტაქტო პირი:   ქ-ნი მარინა გელაშვილი     
ტელ: (+995 322) 230 90 65   (10:00-დან 16:00-მდე) 
 | 
Комментариев нет:
Отправить комментарий