среда, 12 февраля 2014 г.

ქუჩებში აპრილი თავიდან იწყება,
და ღელავს იების პატარა ლარნაკი,
ვერაფრით შევძელი მე გადავიწყება,
სულ მახსოვს ათასჯერ სათქმელი არაკი.
კედელზე შენდობის სურათი კიდია,
ქარია ცივი და საღამო ჩვეული,
შავთვალა ენძელებს რომ ვეღარ ყიდიან,
სიჩუმეს ძლივს დააქვს ნაგვემი სხეული.
პატარა თაიგულს რამდენად გაყიდი,
ეს ისე, უბაროლ იკითხავს გამვლელი,
ვიღაცას იების მდინარეს დავპირდი,
ქარია ცივი და ბოლომდე დამღლელი,
ქარია ხშირი და ყველაფრის მლეწავი,
გარეთ ვარ და როგორ მივხურო კარები,
იებს რომ დახედავს დიდი ხნის მეძავი,
სულ რაღაც ცრემლებით ევსება თვალები.
ქუჩებში აპრილი ბავშვივით იწყება,
ქარია სავსე და საღამო ჩვეული,
მინდა რომ დაგარქვა ვერგადავიწყება,
სიჩუმეს იისფრად ეტყობა სხეული.

                                          /
მამა პეტრე/

Комментариев нет:

Отправить комментарий