რა შეიძლება უთხრათ სკოლამდელი ასაკის ბავშვს „არა“-ს ნაცვლად
საბედნიეროდ არსებობს ძალიან ბევრი ალტერნატივა ზედმეტად ხშირად გამოყენებული ბრძანებისთვის “არა” და ეს ალტერნატივები ნამდვილად კარგ მიზნებს ემსახურება.
„ბავშვები ნელ-ნელა იმდენად ეჩვევიან სიტყვას “არა”, რომ ის საბოლოოდ მნიშვნელობას კარგავს და შესაძლებელია დაგჭირდეთ „არა“-ს თქმა ათჯერ მაინც, სანამ თქენი შვილი რეაგირებას მოახდენს მასზე“, ამბობს რონი ლეიდერმანი, ნოვა სამხრეთის უნივერსიტეტის საოჯახო ცენტრის ხელძმღვანელი.
იმისდა მიუხედავად თუ რისთვის იყენებთ სიტყვას „არა“ ბავშვთან ურთიერთობის დროს (შესაძლებელია გინდათ დაიცვათ ბავშვი შესაძლო პრობლემებისგან ან დაეხმაროთ გაარჩიოს ერთმანეთისგან კარგი და ცუდი), ყველა შემთხვევისთვის არსებობს უკეთესი ალტერნატივა ვიდრე „არა“-ს მუდმივად გამოყენება.
როგორ უნდა მოვიქცეთ?
გამოიყენეთ სხვა სიტყვები - ეცადეთ თქვენი თხოვნა იყოს პოზიტიური და ბავშვი უფრო მეტად მოინდომებს შეგისრულოთ ესა თუ ის თხოვნა. „არა“, “არ ქნას” მუდმივად გამეორების ნაცვლად უთხრათ თუ რისი გაკეთება აჯობებდა არასასურველი საქციელის ნაცვლად. მომაბეზრებელი „არა“-ს ნაცვლად მოიფიქრეთ რაიმე ალტერნატივა, რომლიც დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. მაგალითად, თუ თქვენი შვილი ფერადი ქაღალდების აპლიკაციას აკეთებს და ამ დროს წებო იატაკს სვრის, ნუ აუკრძალოთ წებოს ასეთი ფორმით გამოყენება. ამის ნაცვლად შეგიძლიათ უბრალოდ გაზეთი დააფინოთ იატაკზე და ამ ფორმით გადაარჩინოთ იატაკი დაზიანებისგან, თან თავიდან აიცილოთ სიტყვა „არა“-ს გამოყენება. თუ სიტუაციას ვერ აკონტროლებთ, შეგიძლიათ შესთავაზოთ ეზოში გასეირნება, რასაც ბავშვი უფრო ხალისით დათანხმდება, ვიდრე აპლიკაციაზე მუშაობის შეწყვეტას. თუ აუცილებელია რაიმე საშიში მოქმედების სწრაფად შეწყვეტა, უმჯობესია „არა“-ს ნაცვლად ისეთი სიტყვები გამოიყენოთ, როგორიცაა „შეჩერდი“, „საშიშია“, ან „ცხელია“.
შესთავაზეთ ალტერნატივები - სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ძალიან უნდათ ხოლმე თავი იგრძნონ დამოუკიდებლად და თვითონვე აკონტროლონ სიტუაცია, ვიდრე მუდმივად მისდიონ სხვების მითითებებს. შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ კატეგორიული უარი განუცხადოთ კამფეტის ჭამაზე სადილის წინ, შესთავაზეთ არჩევანი გააკეთოს მაგალითად ყურძენსა და ვაშლს შორის, ან უთხარით, რომ საშუალება ექნება თვითონვე აირჩიოს რომელი კამფეტიც თვითონ უნდა, მაგრამ სადილის შემდეგ.
თუ გაქვთ ისეთი შემთხვევა, როდესაც ბავშვი კატეგორიულად მოითხოვს ჩაიცვას შეუფერებელი ტანსაცმელი (მაგალითად საცურაო კოსტიუმი დეკემბერში), მიეცით მას საშუალება გააკეთოს არჩევანი ორ შესაძლო ტანსაცმლის ვარიანტს შორის. შესაძლებელია ძალიანაც არ მოიხიბლოს თქვენს მიერ შეთავაზებული არჩევანით, მაგრამ ასეთი მიდგომით იგი საბოლოოდ შეეჩვევა, რომ უნდა მიიღოს თქვენი შეთავაზება.
გადაატანინეთ ყურადღება - სკოლამდელ ასაკში ჯერ კიდევ შესაძლებელია ბავშვის ყურადღების გადატანა და ამ მიდგომით არასასურველი მოქმედების თავიდან აცილება. მაგალითად ხართ მაღაზიაში და ფაიფურის ლამაზმა ფიგურამ მიიპყრო თქვენი შვილის ყურადღება. შეგიძლიათ ამ დროს მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ ისეთი კითხვის დასმით როგორიცაა: „ რა ვჭამოთ დღეს სადილზე?“ ასეთი შეკითხვა დაგეხმარებათ ფაიფურის ფიგურიდან სხვა რამეზე ყურადღბის გადატანაში. 5-6 წლის ბავშვებთან საყიდლებზე სიარული უფრო ადვილია (3-4 წლის ბავშვებთან შედარებით), რადგანაც ისინი უფრო ადვილად იგებენ როცა მშობელი უხსნის, რომ ფაიფურის თოჯინათი თამაში არ შეიძლება.
მიმართეთ პრევენციულ ზომებს. როცა კი ეს შესაძლებელი იქნება, ყოველთვის ეცადეთ ბავშვი აარიდოთ ისეთ სიტუაციებს, სადაც „არა“-ს გამოყენება აუცილებელი იქნება და ამის ნაცვლად ეცადეთ შეუქმნათ ისეთი გარემო სადაც საშუალება ექნება შეუზღუდავად დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა და თავგადასავლების სურვილი. მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ სახლი იყოს ბავშვისთვის უსაფრთხო ადგილი და ეცადეთ საშიში და ძვირფასი ნივთები შეინახოთ მისთვის მიუწვდომელ ადგილას. აირჩიეთ ადგილები სადაც შეძლებს თავისუფლად იქექოს ყველა კუთხე-კუნჭულში. რა თქმა უნდა შეუძლებელი იქნება თავი აარიდოთ ყველა იმ სიტუაციას, სადაც აუცილებლად მოგიწევთ „არა“-ს თქმა, მაგრამ თქვენი და თქვენი ბავშვის ცხოვრება ბევრად უფრო ადვილი იქნება თუ „კი“-ს თქმა უფრო ხშირად მოგიწევთ, ვიდრე „არა“-ს. ეს კი შესაძლებელი იქნება პრობლემური სიტუაციების მაქსიმალურად თავიდან აცილების გზით.
გახსოვდეთ, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვების დიდ ნაწილს უყვარს საყიდლებზე სიარული და ამ დროს კარგადაც იქცევიან ხოლმე, რა თქმა უნდა თუ გამოიჩენთ სიფრთხილეს და გაითვალისწინებთ რამდენიმე ნიუანსს. დაგეგმეთ საყიდლებზე წასვლა, როცა ბავშვი კარგად დასვენებულია და არ შია. მაგრამ არასდროს არ გადააჭარბოთ დასაშვებ დროს – ერთი ან ორი საათი სავაჭრო ცენტრში საკმაოდ დიდი დროა ბავშვისთვის.
ყურადღებას ნუ მიაქცევთ წვრილმანებს. ცხოვრებაში თქვენს შვილს საკმაოდ ბევრი საშუალება მიეცემა ქცევის წესები სასწავლად. ასე რომ ნუ მოინდომებთ ზედმეტს. თუ ის გუბეებში დახტის და თქვენ მაინც სახლში მიდიხართ, რატომაც არ უნდა მისცეთ ამის უფლება? სახლში გამოუცვლით დასვრილ ან სველ ტანსაცმელს და ამით პრობლემაც ამოიწურება. თუ მოუნდა რომელიმე მისი საყვარელი საკარნავალო კოსტიუმის ლოგინში ჩაცმა, ამით რა დაშავდება? დაიმახსოვრეთ მშობლისთვის მნიშვნელოვანი რამ: აირჩიეთ თქვენი ბრძოლის ველი და სადაც ეს აუცილებელია არ არის ნუ იომებთ. ყოველთვის ეცადეთ წაახალისოთ ბ თავგადასავლებისა და ჩხირკედელაობის სიყვარული და ნუ წაარმთევთ აღმოჩენების გაკეთების საშუალებას.
თქვით შესაფერისი ტონით: რა თქმა უნდა თუ აუცილებელია თქვენი ჩარევა და მოცემულ მომენტში „არა“-ს თქმა გარდაუვალია, ნუ იყოყმანებთ. თქვით „არა“ მკაცრად, მაგრამ ძალიან მშვიდად, დარწმუნებით და სახეზე ემოციების გამოხატვის გარეშე. მაგალითად თქვით: „არა! არ დაარტყა კატას“. რბილად ნათქვამი „არა, არა, საყვარელო“-ს თქმა ორ განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის ბავშვს და ნამდვილად არ შეაკავებს მის საქციელს. როცა გიპასუხებთ, გაუღიმეთ ან ჩაეხუტეთ და დაამატეთ ისეთი რამ, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს თქვენს სიტყვებს – „ყოჩაღ, როგორი კარგი მოსმენა იცი“ ან რაიმე მსგავსი.
წყარო: http://www.babycenter.com
Комментариев нет:
Отправить комментарий