воскресенье, 16 марта 2014 г.

როგორ გადავაქციოთ პასიური მეთოდები აქტიურად

ავტორი: მაია ინასარიძე
ტრადიციულ მეთოდთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი ლექციაა. მას პასიურ მეთოდთა რიცხვს მიაკუთვნებენ, რადგან ითვლება, რომ ლექციის დროს დაბალია მსმენელთა აქტიურობის ხარისხი და, შესაბამისად, მცირეა შემეცნებითი ეფექტი, დამახსოვრების მაჩვენებელი საშუალოდ 5%-ს აღწევს (გაიხსენეთ ჩართულობისა და დამახსოვრების პირამიდა). თუ ლექცია 20 წუთზე მეტ ხანს გრძელდება, შეიძლება ამ მაჩვენებელმა კიდევ უფრო დაიწიოს.

მაშინაც კი, როცა ლექცია სწავლების დომინირებული მეთოდი იყო, არსებობდნენ ლექტორები, რომლებიც ახერხებდნენ აუდიტორიის ჯერ მონუსხვას, შემდეგ კი დროდადრო მსმენელების გააქტიურებას შეკითხვებით, ლირიკული გადახვევებით, იუმორის ჩართვითა და სხვა ეფექტებით. ამას ორატორულ ხელოვნებას მიაწერდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ასეთი ნიჭი ერთეულთა ხვედრი იყო. დღეს განსხვავებულია დამოკიდებულება და ცხადი ხდება, რომ სწორი მეთოდოლოგიის შერჩევის შემთხვევაში ტრადიციული ლექციის აქტიურ მეთოდად გარდაქმნა სრულიად შესაძლებელია. სწორედ ასეთ ვარიანტებს შემოგთავაზებთ სტატიაში.

ლექცია პრობლემის დასმით, ანუ პრობლემური ლექცია

ეს არის ლექციის ფორმა, რომლის დროსაც მოსწავლე პასიური მსმენელის პოზიციიდან გადაიქცევა აქტიური შემეცნების სუბიექტად, ჩაერთვება ძიებისა და კვლევის პროცესში. მისი ფუნქცია აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის მიღება. ის საკუთარი ცოდნის კონსტრუირების პროცესის თანაავტორი ხდება. ლექცია პრობლემის დასმით უზრუნველყოფს სამი დიდაქტიკური მიზნის მიღწევას:

·მოსწავლეების მიერ თეორიული ცოდნის ათვისებას.
·პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარებას.
·ასახსნელი მასალის მიმართ შემეცნებითი ინტერესის აღძვრასა და მოსწავლეების შემეცნებით აქტივაციას.

განსხვავებით ტრადიციული ლექციისაგან, რომლის დროსაც მასწავლებელი მოსწავლეებს ახალ ცოდნას გადასცემს როგორც უალტერნატივოს, რაც მათგან მხოლოდ დამახსოვრებას მოითხოვს, პრობლემური ლექციის დროს მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებს უქმნის უკვე კარგად ნაცნობის აღმოჩენის ილუზიას. ეს მათ აძლევს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას, უზრუნველყოფს მასალის ღრმად გააზრებასა და ხანგრძლივ დამახსოვრებას.

ასეთი ლექცია იწყება შეკითხვით, პრობლემის დასმით, რომელიც მასალის გადაცემის პროცესში უნდა გადაიჭრას. პრობლემა დაისმება მანამ, სანამ მოსწავლეები მიიღებენ ამ პრობლემის გადაჭრისათვის აუცილებელ ახალ ინფორმაციას. ეს იძლევა წინარე ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურების საშუალებას. ტრადიციული ლექციის დროს კი პირიქით ხდება. მასწავლებელი მოსწავლეებს თავიდანვე გადასცემს საჭირო ინფორმაციას, აცნობს პრობლემის გადაჭრის არსებულ გზებს და მოჰყავს შესაბამისი მაგალითები.

პრობლემური ლექციის დროს ახალი მასალა დიალოგის ფორმით გადაეცემა მოსწავლეებს. შესაბამისი ხერხების გამოყენებით, როგორებიცაა პრობლემური შეკითხვების დასმა, ჰიპოთეზების წამოყენება მოსწავლეების მხრიდან, მათი დადასტურება ან უარყოფა, პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების მონახვაში მოსწავლეების ჩართვა და ა.შ., მასწავლებელი უბიძგებს მათ ფიქრისაკენ, დისკუსიისაკენ, რომელიც შეიძლება დაიწყოს უშალოდ ლექციის დროს ან მის შემდეგ. დიალოგში ჩართვისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:

·მასწავლებელი უნდა იყოს ჭეშმარიტების არა ერთადერთი გადამცემი, არამედ თანამოსაუბრე, რომელიც უზიარებს მოსწავლეებს არსებულ თვალსაზრისებს და აინტერესებს ამაზე მათი აზრი.
·მოსწავლეებს უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ ახალი ინფორმაციის ობიექტურობას განსაზღვრავს არა მხოლოდ მასწავლებლის, მეცნიერისა თუ სახელმძღვანელოს ავტორიტეტულობა, არამედ მოსწავლეთა მიერ გამოთქმული თვალსაზრისების დამამტკიცებელი არგუმენტებიც.
·სალექციო მასალა უნდა უშვებდეს ისეთი განსხვავებული ხედვის, თვალსაზრისების არსებობას, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საგნის ლოგიკას.
·მოსწავლეებთან უნდა დამყარდეს ისეთი ურთიერთობა, რომ ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ დასკვნებამდე, შეძლონ თავად მასწავლებლის მიერ საგანგებოდ შექმნილი წინააღმდეგობრიობიდან გამოსავლის მოძებნა.
·მასწავლებელი ლექცია-დიალოგის პროცესში უნდა სვამდეს შეკითხვებს, რომლებიდანაც ნაწილს თავადვე გასცემს პასუხს, ნაწილს კი - მოსწავლეები (მაგალითად, „როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იწვევდეს ასეთ მოვლენას?").

დიალოგური ლექციის მიზანი მოსწავლეთა აზროვნების გააქტიურებაა, რომლის დროსაც გამოიყენება როგორც პრობლემური, ისე ინფორმაციული შეკითხვები. პრობლემურია შეკითხვები, რომლებზედაც მოსწავლეების პასუხები არ ემყარება წინარე ცოდნას და, აქედან გამომდინარე, გარკვეულ ინტელექტუალურ სირთულეებს შეუქმნის მათ, თუმცა ჰიპოთეზების დონეზე მოსწავლეებს შეუძლიათ ასეთ კითხვებზე სხვადასხვა პასუხის გაცემა გამოცდილების, ან ლოგიკური თუ წარმოსახვითი აზროვნების გამოყენებით. ინფორმაციული შეკითხვები კი მიმართულია იმ უკვე არსებული ცოდნის გააქტიურებისაკენ, რომელიც ხელს შეუწყობს დასმული პრობლემის გადაჭრას. პრობლემური და ინფორმაციული შეკითხვების მონაცვლეობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს გაააქტიუროს მოსწავლეები, დიაგნოსტირება გაუკეთოს მათ ცოდნასა და შესაძლებლობებს, თვალი გაადევნოს მათი აზროვნების პროცესს და დაეხმაროს ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებაში.

ლექცია წინასწარ დაგეგმილი შეცდომებით, ანუ ლექცია-პროვოკაცია

ასეთი ლექცია მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, თავი იგრძნონ ექსპერტებად, ოპონენტებად, რეცენზენტებად, განასხვავონ არაზუსტი ინფორმაცია ზუსტი და სანდო ინფორმაციისაგან.

მასწავლებელი წინასწარ ეუბნება მოსწავლეებს, რომ მის ლექციაში დაშვებული იქნება რამდენიმე შეცდომა (სასურველია, თუ ზუსტ ციფრს დაუსახელებს). ეს შეცდომები კარგად უნდა იყოს შენიღბული, ისე, რომ მოსწავლეებმა ადვილად ვერ შენიშნონ. მოსწავლეების ამოცანაა, გააკეთონ ლექციის კონსპექტური ჩანაწერი და თან აღნიშნონ, რა მიაჩნიათ შეცდომად. ლექციის ბოლოს ისინი ასახელებენ ამ შეცდომებს, რომელთა განხილვა მიმდინარეობს ერთობლივად - მასში მონაწილეობენ როგორც მასწავლებელი, ისე მოსწავლეები. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეცდომების ჩამონათვალი მასწავლებელს წინასწარ ჰქონდეს ჩამოწერილი ფორმატზე და მოსწავლეთა პრეზენტაციების დაწყებამდე გამოაკრას თვალსაჩინო ადგილას. შეცდომების შინაარსი, სპეციფიკა და რაოდენობა დამოკიდებულია მასალის შინაარსზე, სასწავლო მიზანსა და მოსწავლეთა მომზადების დონეზე. ეს შეიძლება იყოს ფაქტობრივი შეცდომა, ლოგიკური შეცდომა, ენობრივიც კი. ინფორმაცია შეცდომის ტიპზე/ტიპებზე მასწავლებელმა ასევე ლექციის დაწყებამდე უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს.
ასეთი ინტელექტუალური თამაში ქმნის დადებით ემოციურ ფონს და იწვევს მოსწავლეთა შემეცნებით აქტივაციას, უვითარებს მათ ინფორმაციის ოპერატიული ანალიზისა და შეფასების უნარს, უზრუნველყოფს ყურადღების კონცენტრაციას. ამასთან, მასწავლებელს აძლევს მოსწავლეთა ცოდნის შეფასების საშულებას. ასეთი ტიპის ლექცია მიზანშეწონილია თემის დასასრულს.

ლექცია წყვილში 
ასეთი ლექციის დროს მოსწავლეებს მიეწოდება პრობლემური შინაარსის შემცველი მასალა ორ მასწავლებელს შორის ცოცხალი დიალოგის სახით. აქ ხდება ისეთი საკითხის განხილვის მოდელირება, რომელიც საჭიროებს ორი განსხვავებული პოზიციიდან დანახვასა და ანალიზს, მაგალითად, მომხრისა და მოწინააღმდეგის, თეორეტიკოსისა და პრაქტიკოსის და ა.შ. დიალოგის დროს მასწავლებლები მიუბრუნდებიან მოსწავლეებს და მათგან ითხოვონ მხარდაჭერას არგუმენტებით, ფაქტებით. მიმართავენ აუდიტორიას შეკითხვებით, რომლებიც მათი პოზიციის გამყარებას შეუწყობს ხელს.

წყვილში ლექციის დროს აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:
·მასწავლებელებმა თავად უნდა მისცენ მოსწავლეებს პრობლემური საკითხზე მსჯელობისას დილოგის წარმართვის კულტურა. ისინი შეთანხმებულად უნდა მოქმედებდნენ, ამისათვის საჭიროა წინასწარ უნდა მომზადება, მაგრამ, ამავე დროს, მათ უნდა გამოიჩინონ იმპროვიზაციის უნარი, შეძლონ სწრაფი და ადეკვატური რეაგირება მოსწავლეთა კომენტარებზე.
·მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება ყოველგვარი შიშისა და უხერხულობის განცდის გარეშე გამოხატონ საკუთარი პოზიცია. ამისათვის მასწავლებელმა, შეიძლება მადლიერებაც გამოხატოს იმ მისწავლის მიმართ, რომელიც არ დაეთანხმა მას და ამისათვის საინტერესო არგუმენტი მოიშველია (მაგალითად, „მადლობა, რომ საკითხი განსხვავებული კუთხით დამანახვე. ამაზე აუცილებლად დავფიქრდები").
ლექცია წყვილში მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებთან ერთად უვითარებს გადაწყვეტილების მიღების უნარსაც, რადგან მათ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტონ, რომელ პოზიციას ემხრობიან და დამაჯერებლად დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილება.

არსებობს აქტიური ლექციის კიდევ რამდენიმე ტიპი: ლექცია-ვიზუალიზაცია, ლექცია-პრესკონფერენცია, ლექცია-დისკუსია და სხვ., რომელთა შესახებაც მკითხველთა დაინტერესების შემთხვევაში შემდეგ წერილში გესაუბრებით.

რა 7 სასარგებლო თვისება აქვს გოგრის თესლს
1. შეიცავს ამინომჟავებს, რაც ორგანიზმში გარდაიქმნება სეროტონინად, რაც ჯანსაღ ძილს უზრუნველყოფს.
2. მდიდარია მაგნიუმით, რაც გულის ჯანმრთელობას უწყობს ხელს
3. არეგულირებს ორგანიზმში შაქრის შემცველობას. 
4. შეიცავს ომეგა 3-ის ცხიმოვან მჟავებს, რაც ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნას უშლის ხელს.
5. შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, რაც აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას და დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე.
6. უწყობს ხელს ორგანიზმში მჟავის ბალანსის შენარჩუნებას.
7. გოგრის თესლი ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას ორგანიზმში.
გოგრის მრავალი სახეობა არსებობს და ყველა მათგანი ძალიან სასარგებლოა. მას ადამიანები 3000 წელია რაც იყენებენ და სასარგებლო თვისებების რაოდენობით ის ბევრ სხვა ბოსტნეულს უსწრებს. შეიცავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელ მრავალ სასარგებლო და საკვებ ნივთიერებას.
მიკროელემენტების მაღალი შემცველობის გამო მას გულ-სისხლძარღვთა, ანემიით, ჭარბი წონით დაავადებულებს ურჩევენ. გოგრა უფრო მეტ ბეტა კაროტინს შეიცავს, ვიდრე სტაფილო. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით თუთიის მარილებს, რაც ხელს უწყობს პოტენციის ამაღლებას. მასში შემავალი Е ვიტამინი კი ხელს უშლის დაბერებას.
გოგრაში ასევე უხვადაა ვიტამინები: B1, B2, B5, B6, PP, C. ასევე ვიტამინი K, რომელიც საჭიროა სისხლის შედედებისთვის და იშვიათი ვიტამინი T, რომელიც აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. ნივთიერებათა ცვლის გაუმჯობესების გამო კი ორგანიზმი ადვილად იკლებს წონაში. გოგორა აწესრიგებს საჭმლის მონელებას, ამიტომ ის კარგია წყლულოვანი დაავადებების, ყაბზობისა და კოლიტის დროსაც.
ცნობილია, რომ უმი გოგრა აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის ფუნქციას, ამცირებს ნაწლავების ანთებას. მის ნახარშს მიირთმევენ გასტრიტის დროსაც. მისი კიდევ ერთი სასარგებლო თვისება ისაა, რომ ამაგრებს კბილების ემალს და ხელს უწყობს კარიესის პროფილაქტიკას.

пятница, 14 марта 2014 г.

თეთრი ბაირაღები.TETRI BAIRAGEBI

დიდოსტატის მარჯვენა

კონსტანტინე გამსახურდია ზვის ფერი გაქვს თვალები

ვერ დამაჩოქებ

მე რა წამაქცევს საქართველოს მიწიდან ვიშვი,
ვერ დამაჩოქებ, რახანია გამიქრა შიში,
მე რა ჩამაქრობს წმიდანების მარგუნეს ჯიში,
როს მამულში მაქვს ზეციური სინათლის ნიში.
ვერ გავჩუმდები იავნანით გაზრდილი შვილი,
მე დედის ძუძუ მიწოვია თაფლივით ტკბილი,
დღეს იქნებ მომკლა, მაგრამ კვირტებს ამოყრის ძირი
და ყველა მათგანს ხვალ სიცოცხლის ექნება წილი.
მე რა წამაქცევს მიწაში მაქვს ჯანმრთელი ფესვი,
ისეთი სისხლი გადამისხეს, მასკდება მყესი,
სხვა ადათი მაქვს ქართველობის და სულ სხვა წესი,
რას გამაჩუმებ გულს სიმღერად ამოსდის ლექსი.
ჩემო სამშობლოვ შეგიცნობენ ოდესმე მჯერა,
რა დაადუმებს შენს მონაგარს, არა და ვერა,
ის ტყვია ჯერ არ მოგონილა ჩაგვიკლას რწმენა,
ვინ მოჰკლავს ქართველს, გული უძგერს სამშობლოს ხელა.

            ვერ დამაჩოქებ

მე რა წამაქცევს საქართველოს მიწიდან ვიშვი,
ვერ დამაჩოქებ, რახანია გამიქრა შიში,
მე რა ჩამაქრობს წმიდანების მარგუნეს ჯიში, 
როს მამულში მაქვს ზეციური სინათლის ნიში.
ვერ გავჩუმდები იავნანით გაზრდილი შვილი, 
მე დედის ძუძუ მიწოვია თაფლივით ტკბილი,
დღეს იქნებ მომკლა, მაგრამ კვირტებს ამოყრის ძირი
და ყველა მათგანს ხვალ სიცოცხლის ექნება წილი.
მე რა წამაქცევს მიწაში მაქვს ჯანმრთელი ფესვი, 
ისეთი სისხლი გადამისხეს, მასკდება მყესი, 
სხვა ადათი მაქვს ქართველობის და სულ სხვა წესი,
რას გამაჩუმებ გულს სიმღერად ამოსდის ლექსი.
ჩემო სამშობლოვ შეგიცნობენ ოდესმე მჯერა, 
რა დაადუმებს შენს მონაგარს, არა და ვერა, 
ის ტყვია ჯერ არ მოგონილა ჩაგვიკლას რწმენა, 
ვინ მოჰკლავს ქართველს, გული უძგერს სამშობლოს ხელა.

/ნანა მეფარიშვილი/


რა შეიძლება უთხრათ სკოლამდელი ასაკის ბავშვს „არა“-ს ნაცვლად

ავტორი კარენ მაილსი


საბედნიეროდ არსებობს ძალიან ბევრი ალტერნატივა ზედმეტად ხშირად გამოყენებული ბრძანებისთვის “არა” და ეს ალტერნატივები ნამდვილად კარგ მიზნებს ემსახურება.
„ბავშვები ნელ-ნელა იმდენად ეჩვევიან სიტყვას “არა”, რომ ის საბოლოოდ მნიშვნელობას კარგავს და შესაძლებელია დაგჭირდეთ  „არა“-ს თქმა ათჯერ მაინც, სანამ თქენი შვილი რეაგირებას მოახდენს მასზე“, ამბობს რონი ლეიდერმანი, ნოვა სამხრეთის უნივერსიტეტის საოჯახო ცენტრის ხელძმღვანელი.
იმისდა მიუხედავად თუ რისთვის იყენებთ სიტყვას  „არა“ ბავშვთან ურთიერთობის დროს (შესაძლებელია გინდათ დაიცვათ ბავშვი შესაძლო პრობლემებისგან ან დაეხმაროთ გაარჩიოს ერთმანეთისგან კარგი და ცუდი), ყველა შემთხვევისთვის არსებობს უკეთესი ალტერნატივა ვიდრე „არა“-ს მუდმივად გამოყენება.
როგორ უნდა მოვიქცეთ?
გამოიყენეთ სხვა სიტყვები - ეცადეთ თქვენი თხოვნა იყოს პოზიტიური და ბავშვი უფრო მეტად მოინდომებს  შეგისრულოთ ესა თუ ის თხოვნა. „არა“, “არ ქნას” მუდმივად გამეორების ნაცვლად უთხრათ თუ რისი გაკეთება აჯობებდა არასასურველი საქციელის ნაცვლად. მომაბეზრებელი „არა“-ს ნაცვლად მოიფიქრეთ რაიმე ალტერნატივა, რომლიც დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში. მაგალითად, თუ თქვენი შვილი ფერადი ქაღალდების აპლიკაციას აკეთებს და ამ დროს წებო იატაკს სვრის, ნუ აუკრძალოთ წებოს ასეთი ფორმით გამოყენება. ამის ნაცვლად შეგიძლიათ უბრალოდ გაზეთი დააფინოთ იატაკზე და ამ ფორმით გადაარჩინოთ იატაკი დაზიანებისგან, თან თავიდან აიცილოთ სიტყვა „არა“-ს გამოყენება.  თუ სიტუაციას ვერ აკონტროლებთ, შეგიძლიათ შესთავაზოთ ეზოში გასეირნება, რასაც ბავშვი უფრო ხალისით დათანხმდება, ვიდრე აპლიკაციაზე მუშაობის შეწყვეტას.  თუ აუცილებელია რაიმე საშიში მოქმედების სწრაფად შეწყვეტა, უმჯობესია „არა“-ს ნაცვლად ისეთი სიტყვები გამოიყენოთ, როგორიცაა „შეჩერდი“, „საშიშია“,  ან „ცხელია“.
შესთავაზეთ ალტერნატივები - სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ძალიან უნდათ ხოლმე თავი იგრძნონ დამოუკიდებლად და თვითონვე აკონტროლონ სიტუაცია, ვიდრე მუდმივად მისდიონ სხვების მითითებებს. შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ კატეგორიული უარი განუცხადოთ კამფეტის ჭამაზე სადილის წინ, შესთავაზეთ არჩევანი გააკეთოს მაგალითად ყურძენსა და ვაშლს შორის, ან უთხარით, რომ საშუალება ექნება თვითონვე აირჩიოს რომელი კამფეტიც თვითონ უნდა, მაგრამ  სადილის შემდეგ.
თუ გაქვთ ისეთი შემთხვევა, როდესაც ბავშვი კატეგორიულად მოითხოვს ჩაიცვას შეუფერებელი ტანსაცმელი (მაგალითად საცურაო კოსტიუმი დეკემბერში), მიეცით მას საშუალება გააკეთოს არჩევანი ორ შესაძლო ტანსაცმლის ვარიანტს შორის. შესაძლებელია ძალიანაც არ მოიხიბლოს თქვენს მიერ შეთავაზებული არჩევანით, მაგრამ ასეთი მიდგომით იგი საბოლოოდ შეეჩვევა, რომ უნდა მიიღოს თქვენი შეთავაზება.
გადაატანინეთ ყურადღება - სკოლამდელ ასაკში ჯერ კიდევ შესაძლებელია ბავშვის ყურადღების გადატანა და ამ მიდგომით არასასურველი მოქმედების თავიდან აცილება. მაგალითად ხართ მაღაზიაში და ფაიფურის ლამაზმა ფიგურამ მიიპყრო თქვენი შვილის ყურადღება. შეგიძლიათ ამ დროს მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ ისეთი კითხვის დასმით როგორიცაა: „ რა ვჭამოთ დღეს სადილზე?“ ასეთი შეკითხვა დაგეხმარებათ ფაიფურის ფიგურიდან სხვა რამეზე ყურადღბის გადატანაში. 5-6 წლის ბავშვებთან საყიდლებზე სიარული უფრო ადვილია (3-4 წლის ბავშვებთან შედარებით), რადგანაც ისინი უფრო ადვილად იგებენ როცა მშობელი უხსნის, რომ ფაიფურის თოჯინათი თამაში არ შეიძლება.
მიმართეთ პრევენციულ ზომებს. როცა კი ეს შესაძლებელი იქნება, ყოველთვის ეცადეთ ბავშვი აარიდოთ ისეთ სიტუაციებს, სადაც „არა“-ს გამოყენება აუცილებელი იქნება და ამის ნაცვლად ეცადეთ შეუქმნათ ისეთი გარემო სადაც საშუალება ექნება შეუზღუდავად დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა და თავგადასავლების სურვილი. მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ სახლი იყოს ბავშვისთვის უსაფრთხო ადგილი და ეცადეთ საშიში და ძვირფასი ნივთები შეინახოთ მისთვის მიუწვდომელ ადგილას. აირჩიეთ ადგილები სადაც შეძლებს თავისუფლად იქექოს ყველა კუთხე-კუნჭულში. რა თქმა უნდა შეუძლებელი იქნება თავი აარიდოთ ყველა იმ სიტუაციას, სადაც აუცილებლად მოგიწევთ „არა“-ს თქმა, მაგრამ თქვენი და თქვენი ბავშვის ცხოვრება ბევრად უფრო ადვილი იქნება თუ „კი“-ს თქმა უფრო ხშირად მოგიწევთ, ვიდრე „არა“-ს. ეს კი შესაძლებელი იქნება პრობლემური სიტუაციების მაქსიმალურად თავიდან აცილების გზით.
გახსოვდეთ, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვების დიდ ნაწილს უყვარს საყიდლებზე სიარული და ამ დროს კარგადაც იქცევიან ხოლმე, რა თქმა უნდა თუ გამოიჩენთ სიფრთხილეს და გაითვალისწინებთ რამდენიმე ნიუანსს. დაგეგმეთ საყიდლებზე წასვლა, როცა ბავშვი კარგად დასვენებულია და არ შია. მაგრამ არასდროს არ გადააჭარბოთ დასაშვებ დროს – ერთი ან ორი საათი სავაჭრო ცენტრში საკმაოდ დიდი დროა ბავშვისთვის.
ყურადღებას ნუ მიაქცევთ წვრილმანებს. ცხოვრებაში თქვენს შვილს საკმაოდ ბევრი საშუალება მიეცემა ქცევის წესები სასწავლად. ასე რომ ნუ მოინდომებთ ზედმეტს. თუ ის გუბეებში დახტის და თქვენ მაინც სახლში მიდიხართ, რატომაც არ უნდა მისცეთ ამის უფლება? სახლში გამოუცვლით დასვრილ ან სველ ტანსაცმელს და ამით პრობლემაც ამოიწურება. თუ მოუნდა რომელიმე მისი საყვარელი საკარნავალო კოსტიუმის ლოგინში ჩაცმა, ამით რა დაშავდება? დაიმახსოვრეთ მშობლისთვის მნიშვნელოვანი რამ: აირჩიეთ თქვენი ბრძოლის ველი და სადაც ეს აუცილებელია არ არის ნუ იომებთ. ყოველთვის ეცადეთ წაახალისოთ ბ თავგადასავლებისა და ჩხირკედელაობის სიყვარული და ნუ წაარმთევთ აღმოჩენების გაკეთების საშუალებას.
თქვით შესაფერისი ტონით: რა თქმა უნდა თუ აუცილებელია თქვენი ჩარევა და მოცემულ მომენტში „არა“-ს თქმა გარდაუვალია, ნუ იყოყმანებთ. თქვით „არა“ მკაცრად, მაგრამ ძალიან მშვიდად, დარწმუნებით და სახეზე ემოციების გამოხატვის გარეშე. მაგალითად თქვით:  „არა! არ დაარტყა კატას“. რბილად ნათქვამი „არა, არა, საყვარელო“-ს თქმა ორ განსხვავებულ ინფორმაციას აწვდის ბავშვს და ნამდვილად არ შეაკავებს მის საქციელს. როცა გიპასუხებთ, გაუღიმეთ ან ჩაეხუტეთ და დაამატეთ ისეთი რამ, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს თქვენს სიტყვებს – „ყოჩაღ, როგორი კარგი მოსმენა იცი“ ან რაიმე მსგავსი.
წყარო: http://www.babycenter.com

четверг, 13 марта 2014 г.

როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს საშინაო დავალების შესრულებაში

ავტორი: ნინო ლაბარტყავა
„საღამოს 7 საათს ჩვენს სახლში თამამად შეიძლება ეწოდოს „ტრავმების დრო". ეს ის დროა, როდესაც ჩვენი სამი შვილი, 7, 10 და 13 წლისანი, სამეცადინოდ სხდებიან. ამ დროს იწყება ხვეწნა-მუდარა, ვაჭრობა და გაღიზიანება. უდავოა, რომ საშინაო დავალების შესრულება აუცილებელია, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, რომ მეცადინეობამ უომრად ჩაიაროს?"
ეს წერილი მრავალშვილიანმა დედამ ამერიკელ პედაგოგ მიშელ ბორბას (ავტორს წიგნისა „უარი ცუდ ქცევას: 38 პრობლემური ქცევა და მათი აღმოფხვრის გზები") მისწერა. ალბათ დაგვეთანხმებით, ჩვენი მოსწავლეების მშობლებიც ხშირად შემოგვჩივიან იმავეს.
კვლევებით დადგენილია, რომ საშინაო დავალებების შესრულება ყველაზე შედეგიანია უფროსკლასელებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამას კვირში 5-10 საათს უთმობენ. იმავეს თქმა შეიძლება საბაზისო საფეხურის მოსწავლეებზეც. ნაკლებად შედეგიანია ის უმცროსკლასელთათვის (აქ ყურადღება უნდა მიექცეს დავალების მოცულობას, შინაარსობრივ სირთულეს და ა.შ.). მაგრამ როდესაც საშინაო დავალება შეესატყვისება მოსწავლის შესაძლებლობებს და ოჯახიც პასუხისმგებლობით ეკიდება ამას, ამ დროს ხდება ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, როგორებიც არის მიზანმიმართულობა და ორგანიზება.
მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ უნარების განვითარება მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ უფროსები ასრულებენ გეზის მიმცემის, დამხმარის და არა დავალების „შემსრულებლის" როლს.
გთავაზობთ შვიდ სტრატეგიას დავალების შესრულებაში პატარების დასახმარებლად:

1. პირველი და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამუშაო სივრცის მოაწყობა. ეს შეიძლება იყოს როგორც ცალკე ოთახი, ისე სახლის ნებისმიერი მყუდრო კუთხე კარგი განათებით. ბავშვის დახმარებით განათავსეთ იქ ყველა საჭირო ნივთი: საწერი კალმები, ფანქრები, სახაზავები, ლექსიკონები. სამეცადინო ადგილის მოწყობაში ბავშვიც ჩართეთ. მაგალითად, დაავალეთ, მოამზადოს ყუთები ნივთების ჩასაწყობად და დააწეროს (თუ წერა ჯერ არ იცის, დაეხმარეთ), რას ინახავს ამა თუ იმ ყუთში.
2. ითანამშრომლეთ მასწავლებელთან. გაარკვიეთ, როდის ცხადდება ტესტირების/შემაჯამებელი აქტივობის თარიღები; როდის ხდება წაკითხული წიგნების ანგარიშების წარდგენა, რა კრიტერიუმებით ფასდება მოსწავლის ნამუშევრები, რა ფორმით ითხოვენ პრეზენტაციას სკოლაში.
3. ბავშვთან შეთანხმებით შეარჩიეთ სამეცადინო დრო, ეცადეთ, შეინარჩუნოთ ეს რეჟიმი მთელი წლის განმავლობაში. პატარა მოსწავლე ხალისით აგყვებათ, თუ მასთან ერთად დახატავთ საათს და მონიშნავთ მასზე დროს, როდესაც მეცადინეობა უნდა დაიწყოს.
4. აჩვენეთ ბავშვს, რომ საშინაო დავალების შესრულებას პასუხისმგებლობით ეკიდებით, რომ ის აუცილებლად უნდა შესრულდეს და ეს მისი მოვალეობაა.
5. დაგეგმეთ მეცადინეობის პროცესი. აჩვენეთ ბავშვს, როგორ შეადგინოს შესასრულებელი დავალებების სია პრიორიტეტების მიხედვით. განუვითარეთ ჩვევა, შესრულების შემდეგ აღრიცხოს უკვე შესრულებული აქტივობა.
6. დაყავით დავალებები ნაწილებად. ეს დიდად დაეხმარება ბავშვებს, რომლებსაც უჭირთ დიდ დავალებებზე კონცენტრირება. აუხსენით, რომ ჯერ დავალების ერთი ნაწილი უნდა შეასრულოს, მერე - მეორე. წაახალისეთ იგი. თანდათანობით გაუზარდეთ დამოუკიდებლად შესასრულებელი დავალებების მოცულობა.
7. შემოიღეთ წახალისებისა და სანქციების სისტემა. ვინაიდან საშინაო დავალებების შესრულება ის სასურველი ქცევაა, რომელიც მოსწავლემ უნდა განახორციელოს, წაახალისეთ იგი დავალების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში. ამის საპირისპიროდ, თუ დაინახავთ, რომ მან დროულად არ დაიწყო მეცადინეობა, გააჭიანურა იგი ან არ შეასრულა რომელიმე დავალება (დადარწმუნებული ხართ, რომ ამისთვის საპატიო მიზეზი არ ჰქონია), დააჯარიმეთ, ჩამოართვით მისთვის სასიამოვნო სტიმული.
ვიდრე მოქმედებას შეუდგებოდეთ, აუცილებლად გააანალიზეთ, შეუძლია თუ არა ბავშვს მიცემული დავალებების დაძლევა, გაიარეთ კონსულტაცია მასწავლებელთან იმის თაობაზე, რა სტრატეგიას იყენებს ის ბავშვთან, დააკვირდით, როგორ უფრო უადვილდება ბავშვს მეცადინეობა, რას აკეთებს უფრო იოლად, რომელ საგანს ითვისებს ყველაზე უკეთ.
ამის შემდეგ ბავშვთან ერთად შეიმუშავეთ სახლში მეცადინეობის გეგმა: რის შესრულება შეუძლია მას დამოუკიდებლად; სად და რა ფორმით დაეხმარებით; დაახლოებით რამდენი ხანი დასჭირდება სამეცადინოდ; წახალისების რა ფორმას გამოიყენებთ და ა.შ.
რით არის მნიშვნელოვანი მეცადინეობის პროცესის დაგეგმვა?
ეს ხელს უწყობს მოსწავლეს, თვითრეგულირებული სწავლის უნარი განივითაროს.
თვითრეგულირებული სწავლა 4 ფაზას მოიცავს. პირველია სასწავლო ამოცანის გაანალიზება. ბავშვი, სანამ დავალების შესრულებას შეუდგებოდეს, უნდა დაფიქრდეს იმაზე, რას ეხება იგი, რას ითხოვენ მისგან - ტექსტის მხოლოდ წაკითხვას, კითხვებზე პასუხის გაცემას თუ მცირე თხზულების დაწერას. თავდაპირველად თავად დაუსვით ეს კითხვები, იმსჯელეთ მასთან ერთად, გაარკვიეთ, გაქვთ თუ არა დავალების შესასრულებლად საჭირო რესურსები, მაგალითად, შესაბამისი წიგნი ან ლექსიკონი, რომელშიც უცხო სიტყვების განმარტებას მოიძებთ.
მეორე ფაზაა მიზნის დასახვა და გეგმის შედგენა. აქ უნდა დაანაწევროთ პროცედურები, რომლებიც საჭიროა დავალების სრულყოფილად შესსრულებისთვის და დრო, რომელიც, სავარაუდოდ, დაიხარჯება. მეცნიერები ფ. ვინი და დ. ჰედვინი მიიჩნევენ, რომ თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარებას დიდად ეხმარება შემდეგი ტიპის კითხვების დასმა:


პიროვნულ ნიშან-თვისებებთან დაკავშირებული:
▪ რა ცოდნის გამოყენება შემიძლია შემიძლია დავალების შესასრულებლად?
▪ როგორია ჩემი თვითეფექტიანობა? (მჯერა, რომ დავალების შესრულებას შევძლებ?)
მიზნების დასახვა:
▪ რაზეა ორიენტირებული ჩემი სასწავლო მიზნები (რა ნაბიჯები არის შესასრულებელი?)
▪ რა საბოლოო შედეგი მოჰყვება თითოეულ ნაბიჯს?
▪ რა სახის ძალისხმევაა საჭირო?
გეგმის შემუშავება:
▪ მაქვს თუ არა მსგავსი დავალების შესრულების გამოცდილება?
▪ როგორ მოვახდინო პროცესის მონიტორინგი?
▪ შესაძლებელია თუ არა უკუკავშირი მუშაობის პროცესში?
მესამე ფაზაში მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ბავშვს იმის გაცნობიერებაში, როგორ შეიძლება მეცადინეობის პროცესის მონიტორინგი.
რამდენად ეფექტურია თქვენ მიერ დასახული გეგმა:
▪ აღწევს ბავშვი დასახულ მიზანს?
▪ საკმარისია მუშაობის ტემპი?
მეოთხე ფაზაში ხდება სწავლის რეგულირება. თვითრეგულირების ამ დონეზე მოსწავლეები წყვეტენ, საჭიროა თუ არა ცვლილებების შეტანა 3 ზემოხსენებულ საფეხურზე. მაგალითად, წინა მასალის გადახედვა, დამატებითი ლიტერატურის მოძიება და ა.შ.

ჩვევის განმტკიცება ან მოდიფიცირება რთული, თანმიმდევრული სამუშაოა, სადაც შედეგის მისაღწევად აუცილებელია სწორი წახალისება. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ პირველი შედეგი 21 დღის შემდეგ გახდება თვალსაჩინო. აქ გასათვალისწინებელია, რომ ყველა ბავშვს სხვადასხვა შესაძლებლობები და განვითარების ტემპი აქვს, ამიტომ, როდესაც ახალი ჩვევის ჩამოყალიბებაზე ვზრუნავთ, მნიშვნელოვანია დაკვირვება ბავშვის ქცევაზე, მის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.

მასწავლებლის პროფესიული საჭიროებების დადგენის ცხრილი

ავტორი: მაია ინასარიძე
მასწავლებლების პროფესიული განვითარება განათლების სისტემის პრიორიტეტულ ამოცანად გაცხადდა. უკვე მკაფიოდ ისმის, რომ პედაგოგის ანაზღაურება უშუალოდ დაუკავშირდება მის პროფესიონალიზმს. ანაზღაურების ინდივიდუალიზაცია მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანის განათლების სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას და, აქედან გამომდინარე, სწავლებისა და სწავლის ხარისხს.
პროფესიული განვითარება - ეს არის უწყვეტი ციკლი, რომელიც საკუთარი საქმიანობის ანალიზისა და საჭიროებების დადგენის გარეშე ვერ შედგება. მაგრამ როგორ დავადგინოთ ჩვენი საჭიროებები? ამისათვის სხვადასხვა მექანიზმი არსებობს, თუნდაც მოსწავლეთა შეფასების შედეგების ანალიზი, ხარისხის მართვის ჯგუფისა თუ კოლეგების მიერ მასწავლებლის საქმიანობის ანალიზი და სხვა. მაგრამ მასწავლებელს ყველა გარედან შემოთავაზებული რეკომენდაციის ეჭვქვეშ დაყენება შეუძლია, თუ თავად არ დარწმუნდება იმაში, რა სჭირდება მას სწავლების უკეთ წარმართვისათვის. სწორედ ამისათვის, როგორც ერთ-ერთ წინა სტატიაში გპირდებოდით (იხ. Maswavlebeli.ge - 01 ოქტომბერი 2013), გაგაცნობთ მასწავლებლის საჭიროებების დადგენის ცხრილს.

#
დიახ
ნაწილობრივ
არა
1.
კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი პროფესიული მომზადებით?
2.
რომელი მიმართულებით ისურვებდით პროფესიულ განვითარებას?
  • სამეცნიერო-თეორიული (საგნობრივი)
  • მეთოდური
  • ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური
3.
მიგაჩნიათ თუ არა მიზანშეწონილად გაიღრმავოთ თქვენი პროფესიული ცოდნა შემდეგ საკითხებზე:
· გრძელვადიანი (თემატური) დაგეგმვა.
· სხვადასხვა ტიპის გაკვეთილების დაგეგმვა.
· თანამედროვე პედაგოგიური ტექნოლოგიების დანერგვა.
· სწავლების ეფექტიანი მეთოდები და ხერხები.
· კლასის მართვა.
· სწავლების დიფერენცირება / ინდივიდუალიზაცია.
· მოსწავლეთა და საკუთარი საქმიანობის შედეგების შეფასება და ანალიზი.
· მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი საქმიანობის ორგანიზება (კლასში და კლასს გარეთ).
· მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების კონტროლი და კორექცია.
· მასწავლებლის საქმიანობის ორგანიზება.
· სხვა (ჩაწერეთ).
4.
წარმოადგენს თუ არა თქვენთვის სირთულეს:
· საგაკვეთილო მიზნების ფორმულირება.
· მოსწავლეთა საქმიანობების ორგანიზება მიზნების მისაღწევად.
· მიზნის მისაღწევი საქმიანობების, მეთოდების შერჩევა.
· პრობლემური საკითხების ფორმულირება / განსაზღვრა.
· მოსწავლეთა კვლევითი საქმიანობის ორგანიზება გაკვეთილზე.
· მოსწავლეთათვის სხვადასხვა სირთულის დავალებების მომზადება.
· მოსწავლთა მოტივაციისა და ჩართულობის უზრუნველყოფა.
· მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
· მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების ორგანიზება.
· მოსწავლეთა ცოდნისა და უნარების კონტროლი და კორექცია.
· მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება.
· მოსწავლეთა წახალისების სხვადასხვა ფორმის შერჩევა და გამოყენება.
· ინტეგრირებული თემების განსაზღვრა.
· გაკვეთილისათვის სასწავლო რესურსების, მასალების შერჩევა.
· სასწავლო პროექტებზე მუშაობა.
· სხვა (ჩაწერეთ).
5.
პროფესიული განვითარების რომელ ფორმას მიანიჭებდით უპირატესობას (დაალაგეთ ნომრები პრიორიტეტების მიხედვით და ჩაწერეთ მეორე სვეტში)?
1. თვითგანათლება.
2. თეორიული სემინარები / ლექციები.
3. ტრენინგები.
4. ინდივიდუალური კონსულტაციები.
5. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა.
6. გაკვეთილზე კოლეგის / კოლეგების დასწრება და კრიტიკულ-კონსტრუქციული ანალიზი.
7. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფში მუშაობა.
8. კათედრები.
6.
თქვენ რომ მოგეცეთ პროფესიული განვითარების პროგრამის არჩევის შესაძლებლობა, რომელში მიიღებდით მონაწილეობას, რომელს მიანიჭებდით უპირატესობას (დაალაგეთ ნომრები პრიორიტეტების მიხედვით)?
  1. მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებები / განვითარებისა და სწავლის თეორიები.
  2. მოსწავლეებთან თანამშრომლობითი ურთიერთობის ფორმები და მეთოდები.
  3. გაკვეთილის ტიპები. მათი დაგეგმვისა და ჩატარების მეთოდიკა.
  4. მოსწავლეთა კლასგარეშე სასწავლო-შემეცნებითი საქმიანობის ორგანიზება.
  5. სწავლების მეთოდები და მათი ეფექტიანი გამოყენება.
  6. ინკლუზიური განათლება.
  7. სწავლების ინდივიდუალიზაცია.
  8. მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი აქტივაციის ხერხები.
  9. მოსწავლეთა შეფასება.
  10. მასწავლებლის პროფესიული ეთიკა.
  11. სასწავლო პროცესის დიაგნოსტირება.
12. სხვა (ჩაწერეთ).

ამ ცხრილზე პედაგოგი ინდივიდუალურად მუშაობს, უღრმავდება საკუთარ საქმიანობას, აჯერებს სხვადასხვა მონაცემს (მაგალითად, მოსწავლეთა მიღწევებს, კოლეგების რეკომენდაციებს ურთიერთდასწრების შემდეგ და ა.შ.). საბოლოოდ, შევსებული ცხრილის გადახედვა მას აძლევს სურათს, სად, რომელ სფეროში სჭირდება მას გაძლიერება. სწორედ ამის შემდეგ შეუძლია მასწავლებელს დაგეგმოს საკუთარი თვითგანვითარების პროცესი.