I. პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლშიქოლესტერინის დონის შემცირებას
ბმები: ქოლესტერინი (სათაო გვერდი); ქოლესტერინი; საერთო ქოლესტერინი; ფისტა – ქოლესტერინის დონის მარეგულირებელი
1. ალუბალი. ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ალუბლის ყოვლდღიური მიღება ამცირებს არა მარტოქოლესტერინის დონეს, არამედ დიაბეტისა და ართრიტის წარმოქმნის რისკსაც. ამასთან აუცილებელი არაა ცოცხალი ალუბლის მიღება, – გამოდგება მისი მურაბა, კომპოტი და ჯემიც კი. რაც უფრო მუქი ფერისაა ალუბალი, მით უფრო სასარგებლოა; ალუბლის სამკურნალო ეფექტი განპირობებულია მასში შემავალი პიგმენტით, რომელიც ხილს აძლევს წითელ ფერს.
2. არტიშოკი. ამ მცენარის ფოთლებს ტრადიციულად იყენებდნენ გასტრიტებისა და შარდ-სასქესო გზების დაავადებების სამკურნალოდ. ამჟამად ბრიტანელი ექიმები გვირჩევენ, რომ გამოვიყენოთ იგი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალოდაც. კვლევებმა აჩვენა, რომ არტიშოკის ექსტრაქტის მიღება ყოველდღიურად, 3 თვის განმავლობაში, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ამასთან საკმაოდ ხანგრძლივად.
3. მოცვი. აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მოცვი განსაკუთრეით მდიდარია პტეროსტილბენით – ანტიოქსიდანტით, რომელიც ასევე აღმოჩენილია ყურძენსა და წითელ ღვინოში. როგორც ამერიკელი მკვლევარები ვარაუდობენ, ეს ნივთიერება ასტიმულირებს ორგანიზმში ქოლესტერინის ცვლას. ექიმები ამტკიცებენ, რომ მოცვის დადებითი ეფექტი თითქმის უტოლდება ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის ზემოქმედებას.
4. ჩაი. გამოკვლევები ჩატარდა ჩინეთში. გამოვლინდა, რომ ჩაი, – როგორც შავი, ასევე მწვანე, – ქოლესტერინის დონეს ამცირებს 16%-ით, ამასთან მხოლოდ სასმელის სახით მიღება არასაკმარისია. ექსპერიმენტის მსვლელობისას გამოსაცდელებს აძლევდნენ ჩაის ფოთლის ექსტრაქტისაგან დამზადებულ კაფსულებს, რაც სასარგებლო ელემენტების შემცველობის მიხედვით ეკვივალენტური იყო 35 ჭიქა შავი და 7 ჭიქა მწვანე ჩაისა. დღის განმავლობაში ამ რაოდენობით ჩაის მიღება, ცხადია გამორიცხულია. ამასთან, ექიმები იმაშიც არ არიან დარწმუნებულები, ამ რაოდენობის ჩაის ექსტრაქტის მიღება რამდენად დასაშვებია პაციენტთათვის. აქედან გამომდინარე, დაასკვნეს, რომ დღეში 5 ჭიქა ჩაის მიღება სრულიად საკმარისია, იმისათვის, რომ ვისარგებლოთ მისი დადებითი თვისებებით და ორგანიზმსაც არ ვავნოთ ჭარბი დოზით.
5. კაკალი. კაკალი ასევე შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც ამცირებენ ჭარბ ქოლესტერინს. ამ შემთხვევაშიც საჭიროა ზომიერების დაცვა.
….
6. ზეითუნის ზეთი. შეიცავს იმავე სასარგებლო ცხიმებს, რაც კაკალშია.
7. ლობიო. მარცვლოვნები შეიცავენ უჯრედისის განსაკუთრებულ სახეს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოდევნებას. ამერიკელმა კვების სპეციალისტმა ჯეიმს ანდერსონმა დაადგინა, რომ 300 გრ მოხარშული ლობიო 3 კვირის განმავლობაში 20%-ით ამცირებს ქოლესტერინის დონეს.
II. პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობენ ქოლესტერინის დონის მომატებას
1. რძის პროდუქტები. რძე, ყველი, ნაღები და რძის სხვა პროდუქტები. თუკი ძალიან გიყვართ რძე და უარს ვერ ამბობთ მასში შემავალი კალციუმის დოზის მიღებაზე, აირჩიეთ დაბალცხიმიანი ან უცხიმო რძე.
2. წითელი ხორცი. თუკი განსაკუთრებით აკონტროლებთ ქოლესტერინს, საერთოდ დაივიწყეთ ღორისა და საქონლის ხორცი. უმჯობესია მიიღოთ ქათმის თეთრი ხორცი, განსაკუთრებით კი ინდაურის. მომზადების წინ არ დაგავიწყდეთ კანის გაცლა.
3. მარგარინი. მწარმოებელთა უმრავლესობა მარგარინს ამზადებენ ე. წ. ტრანს-ცხიმების საფუძველზე; ამერიკელი სტატისტების მონაცემებით, ყოველწლიურად ამერიკაში 150 000 ადამიანი იღუპება აღნიშნული ცხიმების გამო. გახსოვდეთ: მარგარინს შეიცავს მრავალი საკონდიტრო ნაწარმი და ნამცხვარი.
4. ,,ფასტ-ფუდი“. სწრაფი მომზადების მრავალი პროდუქტი – პოპ-კორნი, ფუნთუშა, ჩიპსები, – შეიცავენ ტრანს-ცხიმებს. უარი თქვით ამ პროდუქტებზე და ამით თქვენს სისხლში 2-ჯერ შემცირდება ქოლესტერინის დონე, – ამტკიცებენ ექიმები.
აღებულია http://www.sunhome.ru/journal/114250
________________________________ბმები: ქოლესტერინი (სათაო გვერდი); ქოლესტერინი; საერთო ქოლესტერინი; ფისტა – ქოლესტერინის დონის მარეგულირებელი
Комментариев нет:
Отправить комментарий