პროგრამის „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა
02.07.2014
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება“შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. პროექტი წელს პირველად ამოქმედდა და მასში 206 საჯარო სკოლის მასწავლებელი მონაწილეობდა საქართველოს ყველა რეგიონიდან.

პროგრამის პილოტორების პროცესში ჩართულმა პედაგოგებმა წარმოადგინეს 2013-2014 სასწავლო წლის ანგარიში და შედეგები, თუ რა მისცა ამ პროგრამამ პროფესიული განვითარების ჯგუფს, თითოეულ მასწავლებელს და მთლიანად სკოლას. რამდენად იმოქმედა პროფესიულ ურთიერთობებზე, შეუწყო თუ არა ხელი მათ პროფესიულ განვითარებას და სწავლების ხარისხის ამაღლებას. გარდა ამისა, კონფერენციაზე მოხდა წარმატებული გამოცდილების გაზიარება.
2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისში ქვეყნის 206 საპილოტე სკოლაში შეიქმნა შვიდკაციანი პროფესიული განვითარების ჯგუფები. პედაგოგები სკოლის მიერ სხვადასხვა საგნობრივი კათედრებიდან შეირჩნენ. იგეგმება პროგრამაში მონაწილე სკოლების რაოდენობის გაზრდა და ამ მიზნით, „სასკოლო ქსელების“ ამუშავება. მომავალი წლიდან უფრო მეტ სკოლას ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების პროგრამაში.
Комментариев нет:
Отправить комментарий