სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასწავლო წლის დაწყების თარიღად, 10 სექტემბრის შემდგომი პირველი ორშაბათი განისაზღვრა, ხოლო დასრულების თარიღად - 10 ივნისის შემდგომი პირველი პარასკევი.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, პირველი და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდება. თუ აღნიშნული თარიღი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი 20 მაისამდე ბოლო სამუშაო დღეს დასრულდება.
ზამთრის არდადეგები დაიწყება 30 - დეკემბერიდან და 14 -იანვრის ჩათვლით გაგრძელდება .
Комментариев нет:
Отправить комментарий