"საუკუნის წყევლა" გაზვიადებული სახელი ნამდვილად არაა. მას მარგელონი ჰქვია. ეს ავადმყოფობა, უკვე მართლაც იქცა პლანეტის ათასობით ადამიანის რეალურ კოშმარად. მისი სიმპტომები ლამის ფანტასტიკის სფეროს სცდება, ის კი, რაც მათ ემართებათ, მხოლოდ საშინელებათა ფილმებში შეიძლება ნახოთ. მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე. ვერ არკვევდნენ, დაავადება დერმატოლოგიურია, ალერგიული, ინფექციური თუ ფსიქიატრიული; ასევე გართულდა გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა... რამდენიმე სავარაუდო ვერსიიდან, ბოლო კვლევებით, მეცნიერებმა ერთი დაადასტურეს: ადამიანის “ყველაზე სასტიკ’‘ და “ყველაზე ახალ’‘ დაავადებას გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები იწვევს!
სიმპტომები კი ასეთია: ინფიცირდება ადამიანის მთელი ორგანიზმი, მაგრამ გარეგნულად მხოლოდ წყლულის გაჩენის შემდეგ ვლინდება. იარას ახლავს წვა, ქავილის აუტანელი შეგრძნება; ჭრილობები რთულად ხორცდება და მათ ადგილას ნაიარევი რჩება, შემდეგ კი ახალი წყლული იჩენს თავს ახალ ადგილას. წყლულებიდან ძაფების, ბუსუსების, თმის ღერის... მსგავსი უცხო სხეულები “ამოდის’‘, ზოგჯერ მათი შეფერილობა განსხვავებულია. ორგანიზმიდან გამოსული ლურჯი, თეთრი ან შავი ბოჭკოვანი პარაზიტების სიგრძე 1, 5-2 სმ-ია; ავადმყოფებს აქვთ შეგრძნება, რომ კანქვეშ მატლები, ხოჭოები ან სხვა სახეობის მწერები ფუთფუთებენ და იკბინებიან; კანი სკდება და ნახეთქები წარმოიქმნება, ადამიანი გრძნობს დაღლილობას, აქვს ჩავარდნა მეხსიერებაში, ქვეითდება მხედველობა... მაგრამ ეს სიპტომების არასრული ჩამონათვალია.
პაციენტების ჩანაწერებში ასეთ ფრაზებს წააწყდებით _“ეს შეგრძნება აუტანელია. თითქოს კანქვეშ მწერები ფუთფუთებენ და შიგნიდან მჭამენ. მკბენენ, როგორც ძაღლები, თითქოს კანს აწვებიან, რომ გარეთ გამოაღწიონ. ამის ატანა აღარ შემიძლია, ცოცხლად დავიწვავ თავს, ოღონდ ეს აღარ განვიცადო’‘;
“გავახურე რკინა და დავიდე იარაზე. მატლები კანქვეშ დროებით მიყუჩდნენ, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ აფუთფუთდნენ’‘;
მარგელონი პირველად ამერიკაში დადასტურდა, დღეს დაავადება აშშ-ს თითქმის ყველა შტატში გვხვდება, მაგრამ დაავადებულთა რიცხვი ყველაზე მეტია ტეხასში, კალიფორნიასა და ფლორიდაში. მარგელონი დარეგისტრირებულია ასევე დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ნიდერლანდებში, რამდენიმე წლის წინ კი, დაავადების შემთხვევები უკრაინასა და რუსეთში დაფიქსირდა. მარგელონი სწრაფად ვრცელდება.
პირველი მეცნიერი, რომელმაც ამ დაავადების სერიოზული კვლევა დაიწყო პროფესორი რენდი ვაიმორი გახლდათ. "ეს პარაზიტები ჩნდება და მრავლდება ადამიანის ორგანიზმში’‘, _ დასკვნა ვაიმორმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დაავადებულთა ორგანიზმიდან ამოღებული 90 ათასზე მეტი უცხო სხეული გამოიკვლია. შესაბამისი
ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, ყველა სხეული ერთნაირი შემადგენლობისაა, მათი დნმ იდენტურია, მაგრამ არ ჰგავს არც ერთ ორგანიზმს, რომელსაც მეცნიერება აქამდე იცნობდა.
ბოლო წლებში, სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე რამდენიმე მეცნიერი დამოუკიდებლად მივიდა დასკვნამდე, რომ მარგელონის წარმოქმნის მიზეზი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებია.