სასტიკ და ყველაზე ახალ დაავადებას გენმოდიფიცირებული ორგანიზმები იწვევს?! | |
ადამიანის ყველაზე სასტიკ და ყველაზე ახალ დაავადებას გენმოდიფიცირებული ორგანიზმები იწვევს?!
,,საუკუნის წყევლად’‘ მონათლული ავადმყოფობის დაუჯერებელი სიმპტომები და გავრცელების არეალი
დაავადება მარგელონი მეცნიერებმა უკვე მონათლეს XXI საუკუნის წყევლად და კოშმარად.
შეფასება გაზვიადებული ნამდვილად არაა, რადგან ეს ავადმყოფობა, უკვე მართლაც იქცა პლანეტის ათასობით ადამიანის რეალურ კოშმარად _ დაავადებულების აღწერით, მისი მიმდინარეობა და სიმპტომები ლამის ფანტასტიკის სფეროს სცდება, ის კი, რაც მათ ემართებათ, მხოლოდ საშინელებათა ფილმებში შეიძლება ნახოთ. მარგელონის შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექიმებმაც კი ბევრი არაფერი იციან, გაჭირდა კვალიფიკაციაც, რადგან მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე _ ვერ არკვევდნენ, დაავადება დერმატოლოგიურია, ალერგიული, ინფექციური თუ ფსიქიატრიული; ასევე გართულდა გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა... რამდენიმე სავარაუდო ვერსიიდან, ბოლო კვლევებით, მეცნიერებმა ერთი დაადასტურეს _ ადამიანის ,,ყველაზე სასტიკ’‘ და ,,ყველაზე ახალ’‘ დაავადებას გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები იწვევს!
მარგენოლის სიმპტომები და გავრცელების არეალი 2002 წელს ამერიკელმა დიასახლისმა, მერი ლეიტაომ თავის 2 წლის ბიჭს ტუჩქვეშ პატარა წყლული შეამჩნია. ბავშვი კანის დაზიანებულ ადგილს იქავებდა და დედამ მისი დამუშავებისას, იარიდან ძაფისმაგვარი სხეული ამოიღო. მეორე დილას, ბავშვს ხელი აქავდა და ახალი წყლული გაუჩნდა, საიდანაც კვლავ ამოაძვრინეს ძაფისმაგვარი უცხო სხეული... პატარა დრიუ კი ამტკიცებდა, რომ კანქვეშ მწერები ჰყავდა, რომლებიც გარეთ გამოსვლას ცდილობდნენ. ბავშვის მშობლები დაიზაფრნენ, პროფესიით ექიმი მამა პანიკაში ჩავარდა _ მიხვდა, რომ ეს არც ალერგია იყო, არც ეგზემა და ბიჭუნას ახალი, ამოუცნობი და სერიოზული ავადმყოფობა სჭირდა. რამდენიმე ათეულ ექიმთან ვიზიტის, სრული გამოკვლევის შემდეგაც კი მედიკოსებმა დიაგნოზი ვერ დასვეს, ბიჭის სხეულზე კი წყლულებისა და სხეულიდან ამოღებული ,,ძაფების’‘ რაოდენობა დღითიდღე იმატებდა. პატარა დრიუს მშობლები პირველები იყვნენ, ვინც ამ უცნაური და სასტიკი დაავადების კვლევის ცენტრი ჩამოაყალიბა და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დადასტურდა, რომ დრიუ მარგელონით იყო დაავადებული. წლების განმავლობაში მარგელონის შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. სამედიცინო ლიტერატურაში სხვადასხვა ავტორები მას პარაზიტულ, ინფექციურ, ტოქსიკურ ან ნევროლოგიურ დაავადებად მოიხსენიებენ; არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ მარგელონი დიდი ხნის წინ ცნობილი დაავადებების, ალერგიული ან კონტაქტური დერმატიტის, ასევე მუნის სახეცვლილი ვარიაციაა... რადგან ზუსტად ვერ მოხერხდა იმის დადგენა, რა დაავადებასთან გვაქვს საქმე, სხვადასხვა ექიმი მარგელონით დაავადებულებს სხვადასხვა მეთოდით კურნავდა... სიმპტომები კი ასეთია: ინფიცირდება ადამიანის მთელი ორგანიზმი, მაგრამ გარეგნულად მხოლოდ წყლულის გაჩენის შემდეგ ვლინდება. იარას ახლავს წვა, ქავილის აუტანელი შეგრძნება; ჭრილობები რთულად ხორცდება და მათ ადგილას ნაიარევი რჩება, შემდეგ კი ახალი წყლული იჩენს თავს ახალ ადგილას. წყლულებიდან ძაფების, ბუსუსების, თმის ღერის... მსგავსი უცხო სხეულები ,,ამოდის’‘, ზოგჯერ მათი შეფერილობა განსხვავებულია _ ორგანიზმიდან გამოსული ლურჯი, თეთრი ან შავი ბოჭკოვანი პარაზიტების სიგრძე 1,5-2 სმ-ია; ავადმყოფებს აქვთ შეგრძნება, რომ კანქვეშ მატლები, ხოჭოები ან სხვა სახეობის მწერები ფუთფუთებენ და იკბინებიან; კანი სკდება და ნახეთქები წარმოიქმნება, ადამიანი გრძნობს დაღლილობას, აქვს ჩავარდნა მეხსიერებაში, ქვეითდება მხედველობა... მაგრამ ეს სიპტომების არასრული ჩამონათვალია _ ქრონიკული დაღლილობა, გონებრივი პრობლემები, ადამიანებთან ურთიერთობის სურვილის დაკარგვა და თვითმკვლელობაზე ფიქრი, კრუნჩხვები, საშინელი ტკივილი კუნთებსა და სისხლძარღვებში, სისუსტე, თმისა და ფრჩხილების ცვენა... პაციენტების ჩანაწერებში ასეთ ფრაზებს წააწყდებით _E,,ეს შეგრძნება აუტანელია. თითქოს კანქვეშ მწერები ფუთფუთებენ და შიგნიდან მჭამენ. მკბენენ, როგორც ძაღლები, თითქოს კანს აწვებიან, რომ გარეთ გამოაღწიონ. ამის ატანა აღარ შემიძლია, ცოცხლად დავიწვავ თავს, ოღონდ ეს აღარ განვიცადო’‘; ,,გავახურე რკინა და დავიდე იარაზე. მატლები კანქვეშ დროებით მიყუჩდნენ, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ აფუთფუთდნენ’‘; ,,დავინახე, კანი როგორ გაიხსნა და იქიდან მწერი გამოფრინდა’‘; ,,თითქოს ფეხსახსრიანები ცდილობენ, კანიდან გამოაღწიონ. მათი საცეცები ყოველ საათში ერთხელ გამომაქვს კანიდან. საცეცები ძაფებს მაგონებს... ცხელ უთოს ვიდებ პერიოდულად, რომ დროებით მაინც დამანებონ თავი ჩემში ჩაბუდებულმა მწერებმა’‘... რა გასაკვირია, რომ ამ ჩივილებისა და შეგრძნებების აღწერის შემდეგ, დაავადებულებს უმტკიცებდნენ, ჰალუცინაცია გაქვთო. ბევრს დერმატოლოგიური ბოდვის დიაგნოზიც დაუსვეს და უმრავლესობას, ფსიქოტროპული წამლებითა თუ ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ექიმების ნაწილმა იმის მტკიცებაც კი დაიწყო, თითქოს ბოჭკოვანი ქსოვილები, სინამდვილეში, ტანსაცმლის ძაფები და ბუსუსები იყო, რომლებიც კანის უჯრედებიდან ადამიანის ორგანიზმში ხვდებოდა. მედიცინა იმდენხანს ხუჭავდა თვალს ამ დაავადებაზე და იმდენხანს არ ფინანსდებოდა კვლევა, რომ კულუარებში გავრცელდა ვერსია _ ეს განგებ ხდება, რათა იყოს დიდი მსხვერპლი და ადამიანის პოპულაციამ, სავარაუდოდ 2050 წლისთვის არ მიაღწიოს ისეთ მაჩვენებელს, რომლის გამოკვებაც დედამიწას გაუჭირდებაო... თუმცა ცხადია, ვერავინ შეძლო დადგენა, რომ მარგელონის გავრცელებას მეცნიერები ,,კაცობრიობის შიმშილისგან’‘ თავიდან აცილების მიზნით უწყობდნენ ხელს. დაავადების კვლევა და გავრცელების არეალი მარგელონი პირველად, როგორც მოგახსენეთ, ამერიკაში დადასტურდა, დღეს დაავადება აშშ-ს თითქმის ყველა შტატში გვხვდება, მაგრამ დაავადებულთა რიცხვი ყველაზე მეტია ტეხასში, კალიფორნიასა და ფლორიდაში. მარგელონი დარეგისტრირებულია ასევე დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ნიდერლანდებში, რამდენიმე წლის წინ კი, დაავადების შემთხვევები უკრაინასა და რუსეთში დაფიქსირდა. მარგელონი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება _ არაოფიციალური მონაცემებით, დღეში დაახლოებით, 1000 ადამიანი ავადდება. პირველი მეცნიერი, რომელმაც ამ დაავადების სერიოზული კვლევა დაიწყო პროფესორი რენდი ვაიმორი გახლდათ, რომელმაც პირველივე ნაშრომებში უარყო ჰალუცინაციების სიმპტომი: ,,ეს არაა ბოდვა. ავადმყოფებს არ აქვთ ჰალუცინაციები... ეს არც მატლებია, არც მწერები, არც ადამიანის კანის ან თმის უჯრედები, არც ძაფები ან ბუსუსები ტანსაცმლიდან... ეს პარაზიტები ჩნდება და მრავლდება ადამიანის ორგანიზმში’‘, _ დასკვნა ვაიმორმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დაავადებულთა ორგანიზმიდან ამოღებული 90 ათასზე მეტი უცხო სხეული გამოიკვლია. შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, ყველა სხეული ერთნაირი შემადგენლობისაა, მათი დნმ იდენტურია, მაგრამ არ ჰგავს არც ერთ ორგანიზმს, რომელსაც მეცნიერება აქამდე იცნობდა. 2008 წელს აშშ-ს ხელისუფლებამ მარგელონის კვლევის მიზნით, სოლიდური გრანტი გამოყო. კვლევის პროცესში გაჩნდა ვერსია, თითქოს დაავადების პროვოცირებას სამხედრო და ,,ქიმიოთვითმფრინავები’‘ ახდენდა, რომლებიც ცაზე გაურკვეველ ქიმიურ კვალს ტოვებს. სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებები არ ასაჯაროებდნენ, რა ნივთიერება იფრქვეოდა თვითმფრინავებიდან და ივარაუდეს, რომ ცაზე დატოვებული ქიმიური კვალი ადამიანებს თავზე ეფრქვეოდათ და უცნაურ დაავადებებს იწვევდა. მალე ეს ვერსიაც მიეცა დავიწყებას, რადგან, ბოლო წლებში, სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე რამდენიმე მეცნიერი დამოუკიდებლად მივიდა დასკვნამდე, რომ მარგელონის წარმოქმნის მიზეზი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებია. რა კავშირი აქვს გმო-ს მარგელონთან არის თუ არა მარგელონის გავრცელებაში ,,დამნაშავე’‘ გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქცია? არის თუ არა ,,საუკუნის კოშმარი’‘ გენური ინჟინერიისა და ადამიანის დნმ-ზე უხეში ჩარევის შედეგი? თავდაპირველად, ეს კითხვები სპეციალისტებს ლოგიკური მსჯელობის შედეგად გაუჩნდათ _ მეცნიერები გმ პროდუქტის მისაღებად მცენარეებში სხვადასხვა ცხოველის გენს იყენებენ _ მედუზის, ობობის... ამ ფონზე, შესაძლებელია, ადამიანის ორგანიზმში ობობის ქსელისა თუ მედუზის საცეცისმაგვარი უცხო სხეული სწორედ ამ ნანოტექნოლოგიით _ გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტის შემდეგ ჩნდება. მეცნიერი მაე-ვან ჰო ჯერ კიდევ 1998 წელს ამტკიცებდა, რომ გენური ინჟინერიაა იმ ინფექციური დაავადებების მიზეზი, რომლებიც 1970-იანი წლებში მძვინვარებდა, 90-იანი წლებიდან დაავადებების რიცხვი ,,ელვისსისწრაფით’‘ გაიზარდა _ ეს სწორედ ის პერიოდია, როცა გახშირდა გმო-ს წარმოება და მსოფლიო ბაზარზეც გმ პროდუქტი მასობრივად გვხვდებოდა, დღეს კი, ყველაზე მეტი დაავადებული სწორედ იმ ქვეყნებშია, სადაც სადაც გმ კულტურებს აწარმოებენ და ფართოდ იყენებენ: კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ნიდერლანდები. დოქტორი რაფაელ სტრიკერი სან-ფრანცისკოდან მივიდა დასკვნამდე, რომ მარგელონის წარმოქმნაში ,,დამნაშავეა’‘ მცენარეების ანუ აგრობაქტერია, რომელიც შესაძლოა ადამიანის სხეულში ტკიპებმაც კი შეიტანონ. პარალელურად, სხვა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაავადებას მუტაციის დროს წარმოქმნილი ,,სოკოები’‘ იწვევს _ სოკო ხვდება ორგანიზმში, იწყებს გამრავლებას, წარმოშობს ბეწვისმაგვარ ქსოვილებს, რომელიც ზრდის პროცესში აწვება კანს და ცდილობს გარეთ გამოღწევას, ეს წარმონაქმნები კი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ტრანსგენურ ტექნოლოგიებს უკავშირდება. საბოლოოდ გაირკვა, რომ აგრობაქტერია არა მოხლოდ აავადებს ადამიანისა და ცხოველის უჯრედებს, არამედ იწვევს მათში გენების მიგრაციას. მარგელონის წარმომშობი პლაზმიდები, რომლებიც შეიცავს სხვადასხვა მცენარისა და ცხოველის ტრანსგენებს, სიმსივნის ჩამომყალიბებელი ნიადაგის ბაქტერიებია, რომლებსაც ბიოტექნოლოგები ორგანიზმში უცხო გენის ჩანერგვის დროს იყენებენ, _ ეს დასკვნა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, ბიოქიმიისა და უჯრედული ბიოლოგიის პროფესორმა ვიტალი ციტოვსკიმ დადო. მისი მტკიცებით, ,,ბუსუსები’‘ შეიცავს აგრობაქტერიების სუბსტანციას, რომლებსაც შეუძლიათ არა მარტო მცენარეში, არამედ ადამიანის ორგანიზმშიც მოახდინონ გენების ტრანსფორმირება. ჩატარდა ექსპერიმენტიც _ აღნიშნული ბაქტერიების ცხოველების ორგანიზმში შეყვანის შემდეგ, ისინი მარგელონით დაავადდნენ და დადგინდა, რომ აგრობაქტერიებს მარგელონის დაავადების გამოწვევა შეუძლიათ. ეს აღმოჩენა პროფესორმა ციტოვსკიმ გააკეთა. მედიცინის დოქტორი რიმა ლეიბოუც ამტკიცებს, რომ მარგელონს გენმიდიფიცირებული ორგანიზმებია იწვევს. მან დაავადებულთა ორგანიზმებიდან ამოღებული ,,ძაფების’‘ გამოკვლევისას დაადგინა, რომ ეს ორგანიზმები შეიცავს სოკოებისა და იმ ბაქტერიების დნმ-ს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება გმო-ს მიღებისას. ისინი შედგებიან ცელულოზასგან, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ვერც ამუშავებს და ვერც ანადგურებს. ლეიბოუ ამობს: ,,ეს ფრანკენშტეინის მიერ უსულო ორგანიზმის გაცოცხლებას მაგონებს. ეს ბაქტერიები ტრიალებენ, იზრდებიან, მრავლდებიან, იყოფიან... საბოლოოდ კი, კანის ქვეშ, პარაზიტულ მეტასტაზებს ქმნიან, რომლებმაც გენეტიკური მოდიფიკაციის ძალით, შეიძინეს ცოცხალი ორგანიზმის ნიშან-თვისებები’‘. ცხოველებში მარგელონის ,,ხელოვნურად გამოწვევის’‘ შემდეგ, ორგანიზმიდან ამოღებული ,,ბუსუსებიც’‘ გამოიკვლიეს და ისინიც დაავადებული ადამიანების ორგანიზმიდან ამოღებული ,,ბუსუსების’‘ იდენტურია _ ყველა შედგება ცელულოზასგან, აქვს სპირალისებური ბრუნვის ტენდენცია (გენეტიკურად ჩადებული თვისება) და შეიცავს გმ ბაქტერიების დნმ-ს. |
Страницы
- მთავარი
- / CV/
- პროფესიული ზდრა და თვითშეფასება
- გაკვეთილის გეგმები
- თემატური გეგმები
- შეფასების რუბრიკები
- მოსწავლეთა ნაშრომები
- პრეზენტაციები
- ფოტოგალერეა
- საგამოცდო ტესტები
- სასარგებლოა იცოდეთ...
- პირველადი დახმარების ღონისძიებები
- ვირტუალური თამაში
- 94-ე საჯარო სკოლის საბ.მეცნიერებების კათედრა
- ჩემი შექმნილი რესურსი
- სასწავლო ვიდეოები
- ეს საინტერესოა
вторник, 15 апреля 2014 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий