среда, 16 апреля 2014 г.

პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს


პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2014-2015 სასწავლო წლისათვის. სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 6 წლის ასაკიდან შეუძლია.

რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად.

I ეტაპი - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 23 აპრილს და დასრულდება 2 მაისს.

სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;

რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;

რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით.

II ეტაპი - ონლაინ რეგისტრაცია - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 20 მაისს და დასრულდება 20 ივნისს.

ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად გაივლიან რეგისტრაციას.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 23 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით.

III ეტაპი - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 10 ივლისს და დასრულდება 2014 წლის 18 ივლისს.

წინა ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, გამოთავისუფლებულ ადგილზე, განხორციელდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I და II ეტაპზე და წარადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.

2014-2015 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში/განყოფილებაზე და 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებათ 5 წელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий