суббота, 26 апреля 2014 г.

вторник, 22 апреля 2014 г.

2013-2014 სასწავლო წლის განმავლობაში XII კლასის მოსწავლეების მიერ კონკრეტული საგნისთვის მთელი წლის მანძილზე დათმობილი საათების 30% და მეტი გაცდენის გამო ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონის ექსტერნეტის ფორმით დაძლევის გამოცდაზე  ექსტერნად რეგისტრაციის ვადების დადგენის და ექსტერნის ფორმით დაძლევის გამოცდების ჩატარების ვადების დადგენის შესახებ.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრძნება 

среда, 16 апреля 2014 г.


პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს


პირველკლასელთა რეგისტრაციის შესახებ განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებსსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2014-2015 სასწავლო წლისათვის. სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 6 წლის ასაკიდან შეუძლია.

რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად.

I ეტაპი - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 23 აპრილს და დასრულდება 2 მაისს.

სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:

რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;

რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია;

რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 5 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით.

II ეტაპი - ონლაინ რეგისტრაცია - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 20 მაისს და დასრულდება 20 ივნისს.

ის მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან I ეტაპზე, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად გაივლიან რეგისტრაციას.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2014 წლის 23 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით.

III ეტაპი - რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 10 ივლისს და დასრულდება 2014 წლის 18 ივლისს.

წინა ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარუდგენლობის შემთხვევაში, გამოთავისუფლებულ ადგილზე, განხორციელდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I და II ეტაპზე და წარადგენენ შესაბამის დოკუმენტებს.

2014-2015 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ პირებს, რომელთაც 2015 წლის 1 იანვრამდე შეუსრულდებათ 6 წელი ან 2013-2014 სასწავლო წელს სწავლობენ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის სწავლის დაწყების მოსამზადებელ კლასში/განყოფილებაზე და 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდებათ 5 წელი.

вторник, 15 апреля 2014 г.

პრაქტიკოსი, წარჩინებული, მკვლევარი თუ მენტორი - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ცვლილებებია, რომლის თანახმადაც თეორიული ცოდნის გარდა პედაგოგების პრაქტიკულ საქმიანობასაც შეაფასებენ. სულ ოთხი კატეგორია იქნება, სადაც განათლების, უნარ-ჩვევების, სხვადასხვა მახასიათებლებისა და გარკვეული დროის მიხედვით, მათ კატეგორიიდან მეორე კატეგორიაში გადასვლაც შეეძლებათ.
თუ მასწავლებელი მხოლოდ თეორიულ ცოდნას ეყრდნობა იგი პრაქტიკოსი პედაგოგია. თუ მოახერხებს კლასში მოსწავლეები ინდივიდუალურ დონეზე ამუშაოს და მათ წარმატების მიღწევაში დაეხმაროს წარჩინებული იქნება. თუ ეყრდნობა კვლევებს და მოდიფიცირებას უკეთებს სასწავლო პროგრამებს, მკვლევარის სტატუსი მიენიჭება. მენტორი უმაღლესი კატეგორიაა. ის ლიდერი პედაგოგია და სხვებისთვის მაგალითი. გავლენას ახდენს სკოლის კულტურაზე და მუშაობს დამწყებ პედაგოგოებთან.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლებს სერტიფიცირების გარეშე შეეძებათ კატეგორიიდან კატეგორიაზე გადასვლა, რა თქმა უნდა, გარკვეული დროის შემდეგ.
როგორც "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის" კოორდინატორი კახა ჟღენტი განმარტავს, პროფესიული სტანდარტი ვრცელდება ყველა მასწავლებელზე. ისინი დიპლომის ხარისხის და სერტიფიცირების გათვალისწინებით გადანაწილდებიან კატეგორიებში.
"უნდა განვასხვაოთ ორი პროცესი - პირველი დაიწყება 2014 წლის სექტემბერში: დიპლომის ხარისხის და სერტიფიცირების გათვალისწინებით მოქმედი მასწავლებლები გადანაწილდებიან სამ კატეგორიაში.
1. ყველა არასერტიფიცირებული მასწავლებელი (ბაკალავრი, მაგისტრი) - შევა პრაქტიკოსი მასწავლებლის კატეგორიაში;
2. ყველა სერტიფიცირებული მასწავლებელი (ბაკალავრი, მაგისტრი) - შევა წარჩინებული მასწავლებლის კატეგორიაში;
3. საგნის მეცნიერებათა დოქტორი, რომელიც არის მოქმედი მასწავლებელი - გახდება მკვლევარი მასწავლებელი", _ ამბობს ჟღენტი.
მასწავლებლების ერთი კატეგორიიდან მეორეში გადანაცვლება შემდეგი სქემის მიხედვით მოხდება - პრაქტიკოსი პედაგოგი რომ წარჩინებული გახდეს, მას ამისთვის 2-3 წელი ეძლევა. მკვლევარი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად - 2-დან 4 წელი და მენტორი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად- 2-დან 5 წელი.
პრაქტიკოსი მასწავლებლის საფეხურის შესანარჩუნებლად საჭიროა 14 კრედიტი. წარჩინებული მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად - 24 კრედიტი. მკვლევარი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად - 32 კრედიტი. მენტორი მასწავლებლის საფეხურის მისაღწევად და შემდგომ შესანარჩუნებლად - 40 კრედიტი.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სკოლებს მენტორი მასწავლებლები არ ეყოლება, 2014 წლის სექტემბრიდან მასწავლებელი ამ კატეგორიაში მისი პროფესიული საქმიანობის შეფასების, კვალიფიკაციის და სწავლების შედეგების მიხედვით მოხვდება.
იმ პედაგოგებს, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან მე-2 კატეგორია, ანუ წარჩინებული მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ.
"ყველა მოქმედი მასწავლებელი ავტომატურად გახდება ახალი სასწავლო წლიდან ამ სისტემის ნაწილი. ეს აღარ იქნება "სქემა", ანუ პროგრამა, რომელშიც სურვილის მიხედვით ერთვები. ეს იქნება სისტემის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილი. კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით, ახალი სტანდარტი ადგენს მასწავლებლის ოთხ საკვალიფიკაციო კატეგორიას. ამ კატეგორიების სახელები ჯერ განხილვის პროცესშია, ერთ-ერთი სავარაუდო ვარიანტია: მენტორი მასწავლებელი - უმაღლესი კატეგორია, მკვლევარი მასწავლებელი - პირველი კატეგორია, წარჩინებული მასწავლებელი - მე-2 კატეგორია, პრაქტიკოსი მასწავლებელი - მე-3 კატეგორია. ყველა სერტიფიცირებულ მასწავლებელს მიენიჭება "წარჩინებული მასწავლებელი - მე-2 კატეგორია",_ განმარტავს კახა ჟღენტი.
არსებობს თუ არა იმის საშიშროება რომ მოქმედი პედაგოგები ვერც ერთ კატეგორიაში ვერ მოხვდნენ და ასეთ შემთხვევაში რა ბედი ელით მათ? როგორც პროექტის კოორდინატორი ამბობს, ეს შეუძლებელია და ყველა მოქმედი მასწავლებელი სამსახურს შეინარჩუნებს, ისინი ორ პრაქტიკოსი და წარჩინებული მასწავლებლების სტატუსებს გადაინაწილებენ.
მასწავლებლების შეფასებაში, რომ იგი ერთი აკტეგორიიდან მეორეში მოხვდეს სკოლასთან ერთად (დირექტორი, სასწავლო ნაწილი), გარე ინსტიტუტებიც იქნება ჩართული.
კლასიფიკაცია აისახება პედაგოგთა ხელფასებზეც. საფეხურების მიხედვით ანაზღაურებაც მზარდი იქნება, თუმცა ამ დროისთვის კონკრეტული რიცხვები უცნობია.
პედაგოგების კატეგორიებად დაყოფა განათლების ექსპერტებისთვის მისაღებია, თუმცა იგი გარკვეულ კითხვებს მაინც ბადებს.
როგორც თამარ მოსიაშვილი ამბობს, უმნიშვნელოვანესია გამოქვეყნდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების დოკუმენტი. თუ როგორ ასახავს იგი ახალი კადრის სკოლაში შესვლას, ხომ არ არის დაწეული სტანდარტი, როგორ მოხდება მასწავლებლების შეფასება და ა.შ.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლამდე სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა ნებაყოფლობითი იყო, 2014 წლიდან კი ყველასათვის სავალდებულო უნდა გამხდარიყო. ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ, გამოცდა აღარ იქნება სერტიფიკატის ანუ მასწავლებლის უფლების მოპოვების ერთადერთი საშუალება.
სასტიკ და ყველაზე ახალ დაავადებას გენმოდიფიცირებული ორგანიზმები იწვევს?!

სასტიკ და ყველაზე ახალ დაავადებას გენმოდიფიცირებული ორგანიზმები იწვევს?!
ადამიანის ყველაზე სასტიკ და ყველაზე ახალ დაავადებას გენმოდიფიცირებული ორგანიზმები იწვევს?!
,,საუკუნის წყევლად’‘ მონათლული ავადმყოფობის დაუჯერებელი სიმპტომები და გავრცელების არეალი  
დაავადება მარგელონი მეცნიერებმა უკვე მონათლეს XXI საუკუნის წყევლად და კოშმარად.
შეფასება გაზვიადებული ნამდვილად არაა, რადგან ეს ავადმყოფობა, უკვე მართლაც იქცა პლანეტის ათასობით ადამიანის რეალურ კოშმარად _ დაავადებულების აღწერით, მისი მიმდინარეობა და სიმპტომები ლამის ფანტასტიკის სფეროს სცდება, ის კი, რაც მათ ემართებათ, მხოლოდ საშინელებათა ფილმებში შეიძლება ნახოთ. მარგელონის შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ექიმებმაც კი ბევრი არაფერი იციან, გაჭირდა კვალიფიკაციაც, რადგან მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე _ ვერ არკვევდნენ, დაავადება დერმატოლოგიურია, ალერგიული, ინფექციური თუ ფსიქიატრიული; ასევე გართულდა გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა... რამდენიმე სავარაუდო ვერსიიდან, ბოლო კვლევებით, მეცნიერებმა ერთი დაადასტურეს _ ადამიანის ,,ყველაზე სასტიკ’‘ და ,,ყველაზე ახალ’‘ დაავადებას გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები იწვევს!   
მარგენოლის სიმპტომები და გავრცელების არეალი
2002 წელს ამერიკელმა დიასახლისმა, მერი ლეიტაომ თავის 2 წლის ბიჭს ტუჩქვეშ პატარა წყლული შეამჩნია. ბავშვი კანის დაზიანებულ ადგილს იქავებდა და დედამ მისი დამუშავებისას, იარიდან ძაფისმაგვარი სხეული ამოიღო. მეორე დილას, ბავშვს ხელი აქავდა და ახალი წყლული გაუჩნდა, საიდანაც კვლავ ამოაძვრინეს ძაფისმაგვარი უცხო სხეული... პატარა დრიუ კი ამტკიცებდა, რომ კანქვეშ მწერები ჰყავდა, რომლებიც გარეთ გამოსვლას ცდილობდნენ. ბავშვის მშობლები დაიზაფრნენ, პროფესიით ექიმი მამა პანიკაში ჩავარდა _ მიხვდა, რომ ეს არც ალერგია იყო, არც ეგზემა და ბიჭუნას ახალი, ამოუცნობი და სერიოზული ავადმყოფობა სჭირდა. რამდენიმე ათეულ ექიმთან ვიზიტის, სრული გამოკვლევის შემდეგაც კი მედიკოსებმა დიაგნოზი ვერ დასვეს, ბიჭის სხეულზე კი წყლულებისა და სხეულიდან ამოღებული ,,ძაფების’‘ რაოდენობა დღითიდღე იმატებდა. პატარა დრიუს მშობლები პირველები იყვნენ, ვინც ამ უცნაური და სასტიკი დაავადების კვლევის ცენტრი ჩამოაყალიბა და მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ დადასტურდა, რომ დრიუ მარგელონით იყო დაავადებული.  წლების განმავლობაში მარგელონის შესახებ ბევრი არაფერი იყო ცნობილი. სამედიცინო ლიტერატურაში სხვადასხვა ავტორები მას პარაზიტულ, ინფექციურ, ტოქსიკურ ან ნევროლოგიურ დაავადებად მოიხსენიებენ; არიან ისეთებიც, ვინც მიიჩნევს, რომ მარგელონი დიდი ხნის წინ ცნობილი დაავადებების, ალერგიული ან კონტაქტური დერმატიტის, ასევე მუნის სახეცვლილი ვარიაციაა... რადგან ზუსტად ვერ მოხერხდა იმის დადგენა, რა დაავადებასთან გვაქვს საქმე, სხვადასხვა ექიმი მარგელონით დაავადებულებს სხვადასხვა მეთოდით კურნავდა...   სიმპტომები კი ასეთია: ინფიცირდება ადამიანის მთელი ორგანიზმი, მაგრამ გარეგნულად მხოლოდ წყლულის გაჩენის შემდეგ ვლინდება. იარას ახლავს წვა, ქავილის აუტანელი შეგრძნება; ჭრილობები რთულად ხორცდება და მათ ადგილას ნაიარევი რჩება, შემდეგ კი ახალი წყლული იჩენს თავს ახალ ადგილას. წყლულებიდან ძაფების, ბუსუსების, თმის ღერის... მსგავსი უცხო სხეულები ,,ამოდის’‘, ზოგჯერ მათი შეფერილობა განსხვავებულია _ ორგანიზმიდან გამოსული ლურჯი, თეთრი ან შავი ბოჭკოვანი პარაზიტების სიგრძე 1,5-2 სმ-ია; ავადმყოფებს აქვთ შეგრძნება, რომ კანქვეშ მატლები, ხოჭოები ან სხვა სახეობის მწერები ფუთფუთებენ და იკბინებიან; კანი სკდება და ნახეთქები წარმოიქმნება, ადამიანი გრძნობს დაღლილობას, აქვს ჩავარდნა მეხსიერებაში, ქვეითდება მხედველობა... მაგრამ ეს სიპტომების არასრული ჩამონათვალია _ ქრონიკული დაღლილობა, გონებრივი პრობლემები, ადამიანებთან ურთიერთობის სურვილის დაკარგვა და თვითმკვლელობაზე ფიქრი, კრუნჩხვები, საშინელი ტკივილი კუნთებსა და სისხლძარღვებში, სისუსტე, თმისა და ფრჩხილების ცვენა... პაციენტების ჩანაწერებში ასეთ ფრაზებს წააწყდებით _E,,ეს შეგრძნება აუტანელია. თითქოს კანქვეშ მწერები ფუთფუთებენ და შიგნიდან მჭამენ. მკბენენ, როგორც ძაღლები, თითქოს კანს აწვებიან, რომ გარეთ გამოაღწიონ. ამის ატანა აღარ შემიძლია, ცოცხლად დავიწვავ თავს, ოღონდ ეს აღარ განვიცადო’‘; ,,გავახურე რკინა და დავიდე იარაზე. მატლები კანქვეშ დროებით მიყუჩდნენ, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ აფუთფუთდნენ’‘; ,,დავინახე, კანი როგორ გაიხსნა და იქიდან მწერი გამოფრინდა’‘; ,,თითქოს ფეხსახსრიანები ცდილობენ, კანიდან გამოაღწიონ. მათი საცეცები ყოველ საათში ერთხელ გამომაქვს კანიდან. საცეცები ძაფებს მაგონებს... ცხელ უთოს ვიდებ პერიოდულად, რომ დროებით მაინც დამანებონ თავი ჩემში ჩაბუდებულმა მწერებმა’‘...  რა გასაკვირია, რომ ამ ჩივილებისა და შეგრძნებების აღწერის შემდეგ, დაავადებულებს უმტკიცებდნენ, ჰალუცინაცია გაქვთო. ბევრს დერმატოლოგიური ბოდვის დიაგნოზიც დაუსვეს და უმრავლესობას, ფსიქოტროპული წამლებითა თუ ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ, მაგრამ უშედეგოდ. ექიმების ნაწილმა იმის მტკიცებაც კი დაიწყო, თითქოს ბოჭკოვანი ქსოვილები, სინამდვილეში, ტანსაცმლის ძაფები და ბუსუსები იყო, რომლებიც კანის უჯრედებიდან ადამიანის ორგანიზმში ხვდებოდა. მედიცინა იმდენხანს ხუჭავდა თვალს ამ დაავადებაზე და იმდენხანს არ ფინანსდებოდა კვლევა, რომ კულუარებში გავრცელდა ვერსია _ ეს განგებ ხდება, რათა იყოს დიდი მსხვერპლი და ადამიანის პოპულაციამ, სავარაუდოდ 2050 წლისთვის არ მიაღწიოს ისეთ მაჩვენებელს, რომლის გამოკვებაც დედამიწას გაუჭირდებაო... თუმცა ცხადია, ვერავინ შეძლო დადგენა, რომ მარგელონის გავრცელებას მეცნიერები ,,კაცობრიობის შიმშილისგან’‘ თავიდან აცილების მიზნით უწყობდნენ ხელს.    
დაავადების კვლევა და გავრცელების არეალი
მარგელონი პირველად, როგორც მოგახსენეთ, ამერიკაში დადასტურდა, დღეს დაავადება აშშ-ს თითქმის ყველა შტატში გვხვდება, მაგრამ დაავადებულთა რიცხვი ყველაზე მეტია ტეხასში, კალიფორნიასა და ფლორიდაში. მარგელონი დარეგისტრირებულია ასევე დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ნიდერლანდებში, რამდენიმე წლის წინ კი, დაავადების შემთხვევები უკრაინასა და რუსეთში დაფიქსირდა. მარგელონი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება _ არაოფიციალური მონაცემებით, დღეში დაახლოებით, 1000 ადამიანი ავადდება.  პირველი მეცნიერი, რომელმაც ამ დაავადების სერიოზული კვლევა დაიწყო პროფესორი რენდი ვაიმორი გახლდათ, რომელმაც პირველივე ნაშრომებში უარყო ჰალუცინაციების სიმპტომი: ,,ეს არაა ბოდვა. ავადმყოფებს არ აქვთ ჰალუცინაციები... ეს არც მატლებია, არც მწერები, არც ადამიანის კანის ან თმის უჯრედები, არც ძაფები ან ბუსუსები ტანსაცმლიდან... ეს პარაზიტები ჩნდება და მრავლდება ადამიანის ორგანიზმში’‘, _ დასკვნა ვაიმორმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დაავადებულთა ორგანიზმიდან ამოღებული 90 ათასზე მეტი უცხო სხეული გამოიკვლია. შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, ყველა სხეული ერთნაირი შემადგენლობისაა, მათი დნმ იდენტურია, მაგრამ არ ჰგავს არც ერთ ორგანიზმს, რომელსაც მეცნიერება აქამდე იცნობდა.   2008 წელს აშშ-ს ხელისუფლებამ მარგელონის კვლევის მიზნით, სოლიდური გრანტი გამოყო. კვლევის პროცესში გაჩნდა ვერსია, თითქოს დაავადების პროვოცირებას სამხედრო და ,,ქიმიოთვითმფრინავები’‘ ახდენდა, რომლებიც ცაზე გაურკვეველ ქიმიურ კვალს ტოვებს. სხვადასხვა ქვეყნების ხელისუფლებები არ ასაჯაროებდნენ, რა ნივთიერება იფრქვეოდა თვითმფრინავებიდან და ივარაუდეს, რომ ცაზე დატოვებული ქიმიური კვალი ადამიანებს თავზე ეფრქვეოდათ და უცნაურ დაავადებებს იწვევდა. მალე ეს ვერსიაც მიეცა დავიწყებას, რადგან, ბოლო წლებში, სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე რამდენიმე მეცნიერი დამოუკიდებლად მივიდა დასკვნამდე, რომ მარგელონის წარმოქმნის მიზეზი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებია.      
რა კავშირი აქვს გმო-ს მარგელონთან
არის თუ არა მარგელონის გავრცელებაში ,,დამნაშავე’‘ გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქცია? არის თუ არა ,,საუკუნის კოშმარი’‘ გენური ინჟინერიისა და ადამიანის დნმ-ზე უხეში ჩარევის შედეგი? თავდაპირველად, ეს კითხვები სპეციალისტებს ლოგიკური მსჯელობის შედეგად გაუჩნდათ _ მეცნიერები გმ პროდუქტის მისაღებად მცენარეებში სხვადასხვა ცხოველის გენს იყენებენ _ მედუზის, ობობის... ამ ფონზე, შესაძლებელია, ადამიანის ორგანიზმში ობობის ქსელისა თუ მედუზის საცეცისმაგვარი უცხო სხეული სწორედ ამ ნანოტექნოლოგიით _ გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქტის შემდეგ ჩნდება. მეცნიერი მაე-ვან ჰო ჯერ კიდევ 1998 წელს ამტკიცებდა, რომ გენური ინჟინერიაა იმ  ინფექციური დაავადებების მიზეზი, რომლებიც 1970-იანი წლებში მძვინვარებდა, 90-იანი წლებიდან დაავადებების რიცხვი ,,ელვისსისწრაფით’‘ გაიზარდა _ ეს სწორედ ის პერიოდია, როცა გახშირდა გმო-ს წარმოება და მსოფლიო ბაზარზეც გმ პროდუქტი მასობრივად გვხვდებოდა, დღეს კი, ყველაზე მეტი დაავადებული სწორედ იმ ქვეყნებშია, სადაც სადაც გმ კულტურებს აწარმოებენ და ფართოდ იყენებენ: კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, ნიდერლანდები.  დოქტორი რაფაელ სტრიკერი სან-ფრანცისკოდან მივიდა დასკვნამდე, რომ მარგელონის წარმოქმნაში ,,დამნაშავეა’‘ მცენარეების ანუ აგრობაქტერია, რომელიც შესაძლოა ადამიანის სხეულში ტკიპებმაც კი შეიტანონ. პარალელურად, სხვა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაავადებას მუტაციის დროს წარმოქმნილი ,,სოკოები’‘ იწვევს _ სოკო ხვდება ორგანიზმში, იწყებს გამრავლებას, წარმოშობს ბეწვისმაგვარ ქსოვილებს, რომელიც ზრდის პროცესში აწვება კანს და ცდილობს გარეთ გამოღწევას, ეს წარმონაქმნები კი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ტრანსგენურ ტექნოლოგიებს უკავშირდება.  საბოლოოდ გაირკვა, რომ  აგრობაქტერია არა მოხლოდ აავადებს ადამიანისა და ცხოველის უჯრედებს, არამედ იწვევს მათში გენების მიგრაციას. მარგელონის წარმომშობი პლაზმიდები, რომლებიც შეიცავს სხვადასხვა მცენარისა და ცხოველის ტრანსგენებს, სიმსივნის ჩამომყალიბებელი ნიადაგის ბაქტერიებია, რომლებსაც ბიოტექნოლოგები ორგანიზმში უცხო გენის ჩანერგვის დროს იყენებენ, _ ეს დასკვნა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, ბიოქიმიისა და უჯრედული ბიოლოგიის პროფესორმა ვიტალი ციტოვსკიმ დადო. მისი მტკიცებით, ,,ბუსუსები’‘ შეიცავს აგრობაქტერიების სუბსტანციას, რომლებსაც შეუძლიათ არა მარტო მცენარეში, არამედ ადამიანის ორგანიზმშიც მოახდინონ გენების ტრანსფორმირება. ჩატარდა ექსპერიმენტიც _ აღნიშნული ბაქტერიების ცხოველების ორგანიზმში შეყვანის შემდეგ, ისინი მარგელონით დაავადდნენ და დადგინდა, რომ აგრობაქტერიებს მარგელონის დაავადების გამოწვევა შეუძლიათ.  ეს აღმოჩენა პროფესორმა ციტოვსკიმ გააკეთა. მედიცინის დოქტორი რიმა ლეიბოუც ამტკიცებს, რომ მარგელონს გენმიდიფიცირებული ორგანიზმებია იწვევს. მან დაავადებულთა ორგანიზმებიდან ამოღებული ,,ძაფების’‘ გამოკვლევისას დაადგინა, რომ ეს ორგანიზმები შეიცავს სოკოებისა და იმ ბაქტერიების დნმ-ს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება გმო-ს მიღებისას. ისინი შედგებიან ცელულოზასგან, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ვერც ამუშავებს და ვერც ანადგურებს.  ლეიბოუ ამობს: ,,ეს ფრანკენშტეინის მიერ უსულო ორგანიზმის გაცოცხლებას მაგონებს. ეს ბაქტერიები ტრიალებენ, იზრდებიან, მრავლდებიან, იყოფიან... საბოლოოდ კი, კანის ქვეშ, პარაზიტულ მეტასტაზებს ქმნიან, რომლებმაც გენეტიკური მოდიფიკაციის ძალით, შეიძინეს ცოცხალი ორგანიზმის ნიშან-თვისებები’‘. ცხოველებში მარგელონის ,,ხელოვნურად გამოწვევის’‘ შემდეგ, ორგანიზმიდან ამოღებული ,,ბუსუსებიც’‘ გამოიკვლიეს და ისინიც დაავადებული ადამიანების ორგანიზმიდან ამოღებული ,,ბუსუსების’‘ იდენტურია _ ყველა შედგება ცელულოზასგან, აქვს სპირალისებური ბრუნვის ტენდენცია (გენეტიკურად ჩადებული თვისება) და შეიცავს გმ ბაქტერიების დნმ-ს. 

среда, 9 апреля 2014 г.

მოსწავლეთა მეცნიერული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება ბიოლოგიის სწავლების პროცესში

მარინა სეხნიაშვილი

https://drive.google.com/file/d/0B_VK3i8tFqrsOXJVb181Y1RNU2M/edit?usp=sharing