საქართველო - იუნესკოს პროფესიული განათლების საერთაშორისო ცენტრი „UNEVOC“ წევრი ქვეყანა გახდა
12.08.2014
საქართველოს პროფესიული განათლების სისტემის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციის მიზნით მიმდინარე წლის 11 აგვისტოს საქართველო იუნესკოს პროფესიული განათლების საერთაშორისო ცენტრის „UNEVOC“ წევრი ქვეყანა გახდა.
იუნესკოს საგანმანათლებლო სექტორი ხელს უწყობს განათლების, მეცნიერებისა და კულტურული ფასეულობების განვითარებას, რაც მოიცავს ტექნიკურ დახმარებას, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, ინოვაციური პროექტების განხორციელებას, ადამიანური რესურსის განვითარებასა და ერთიან ელექტრონულ ქსელში წევრი ქვეყნების გაერთიანებას.

იუნესკოს საგანმანათლებლო სექტორის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის ფუნდამენტალური უფლების - განათლების პოპულარიზაციას, განათლების ხარისხის განვითარებას და ინოვაციური მიდგომებისა და დიალოგის ხელშეწყობას.
იუნესკოს პროფესიული განათლების საერთაშორისო ცენტრი „UNEVOC“ კი წარმოადგენს გაერთიანებული ერების მანდატს, რომელიც ხელს უწყობს მის წევრ ქვეყნებში პროფესიული განათლების სისტემის განვითარებას, საზოგადოების კეთილდღეობას, მათი თანაარსებობის ხელშეწყობას, გენდერულ თანასწორობასა და სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელებას.
ამიერიდან, საქართველოს, როგორც იუნესკოს პროფესიული განათლების საერთაშორისო ცენტრის წევრ ქვეყანას, „UNEVOC“ დაეხმარება პროფესიული განათლების პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და ადამიანური რესურსის პროფესიული უნარების განვითარების პროცესში.
Комментариев нет:
Отправить комментарий