суббота, 23 августа 2014 г.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სამინისტრო ბაკალავრებსა და მაგისტრანტებს 
დააფინანსებს

вторник, 19 августа 2014 г.



ხეოთი 
                  ეს ფოცხოვის ხეობაა, ისტორიული სამცხის ერთი მნიშვნელოვანი მხარე, სოფელს კი ძველი იერის გარდა სახელიც მაშინდელი შერჩენია _ ხეოთი. სოფელი მართლაც ხევშია გაშენებული _ ხევათი, ხეოთი. სახლებს სახურავი ბანისა აქვს, სხვა სახლისთვის ამავდროულად წინაკარისა თუ ეზოს დანიშნულებას რომ ასრულებს.




воскресенье, 17 августа 2014 г.

ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სამკაულები. XVIII საუკუნე.
დიადემა, სამაჯურები,საყურეები, საკიდი. ოქრო, მინანქარი, ფირუზი. 
საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი.



среда, 13 августа 2014 г.

საგრანტო თანხების განაწილების პრინციპი
2014 წელს სახელმწიფომ აბიტურიენტთა დაფინანსებისათვის 9 მლნ. 165 ათასი ლარი (შარშანდელზე 145 ათასი ლარით მეტი) გამოყო. ეს თანხა თანაბრად იყოფა ჰუმანიტარული და ტექნიკური/საბუნებისმეტყველო საგნების ჯგუფებზე.

თითოეული ჯგუფისათვის გამოყოფილი თანხის 4% თანაბრად გადანაწილდება შესაბამისი ჯგუფის არჩევით საგნებზე. 96% გადანაწილდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ყოველი არჩევითი საგნისათვის მოთხოვნილი ადგილების რაოდენობის პროპორციულად.


თანხების განაწილების ცხრილი

საგანი
შესაბამისი ადგილების რაოდენობა
ამ ადგილებისათვის განკუთვნილი თანხა %
მათემატიკა
11885
64.78%
ფიზიკა
1538
8.38%
ქიმია
1759
9.59%
ბიოლოგია
3164
17.25%

საგანი
შესაბამისი ადგილების რაოდენობა
ამ ადგილებისათვის განკუთვნილი თანხა (%)
ისტორია
11401
47.50%
გეოგრაფია
6903
28.76%
ლიტერატურა
4835
20.14%
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
864
3.60%

გარდა ამისა, 2014 წელს უფასო (სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ) საგანმანათლებლო პროგრამებს დაემატა 1200-ზე მეტი ადგილი. წელს 5000-ზე მეტ აბიტურიენტს აქვს შესაძლებლობა, ამ პროგრამებზე ჩარიცხვის შემთხვევაში, საბაკალავრო პროგრამაზე ყოველგვარი გადასახადის გარეშე ისწავლოს.
საქართველო - იუნესკოს პროფესიული განათლების საერთაშორისო ცენტრი „UNEVOC“ წევრი ქვეყანა გახდა

вторник, 12 августа 2014 г.

სასწავლო რესურსი თემაზე --- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები



понедельник, 11 августа 2014 г.

მასწავლებელთა ატესტაციის წესი იცვლება
10:00 07-08-2014
მასწავლებელთა ატესტაციის წესი იცვლებამასწავლებელთა ატესტაციის არსებული წესი იცვლება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელსაც დღეს მთავრობის სხდომაზე გააქვს საკითხი ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. 
როგორც სანიკიძემ ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე განუცხადა, აღნიშნულ კანონში იყო ძალიან ბევრი ტექნიკური შეცდომა, რომელიც გასწორდება.
"ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მაინც ის არის, რომ ჩვენ ვცვლით მასწავლებლების სერთიფიცირების თემას. ჩვენ ვიცით, რომ მასწავლებელი ფასდებოდა არაადეკვატურად გამოცდის მეშვეობით. მოვიძიეთ ინფორმაცია, გადავხედეთ მოდელებს, შევიმუშავეთ ჩვენი ქვეყნისთვის და არსებული სიტუაციისთვის ოპტიმალური მოდელი, რომელიც გულისხმობს მასწავლებლების არა მხოლოდ შეფასებით, არამედ კარიერული განვითარების შესაძლებლობას. ეს უზრუნველყოფს საჯარო სკოლებში ხარისხის ამაღლებას. ცვლილებები გულისხმობს, რომ გამოცდა, რომელსაც მასწავლებელი აბარებდა და ხდებოდა ან არ ხდებოდა სერთიფიცირებული, ეს სქემა შეიცვლება და მასწავლებელიც ჩაერთვება კარიერული განვითარების სქემაში, სადაც დარეგულირებული იქნება როგორც პროფესიაში შესვლა, ისე კარიერული წინსვლა - კატეგორიიდან კატეგორიაში გადასვლა, განვითარება და შესაბამისად, სახელფასო მოტივაცია", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.
მისივე თქმით, გამოცდები არსებული სახით აღარ იქნება, არამედ იქნება სქემა, რომელიც მოიცავს თავის თავის გარკვეულ საგნობრივ გამოცდას.
"დანარჩენი არის საკლასო შეფასება, პრაქტიკაში რასაც აკეთებს მასწავლებელი იმისა და არა ის, რაც აქამდე ხდებოდა. ეს იყო არაადეკვატური და ეს განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა მაშინ, როცა წლიდან წლამდე კანონში თარიღის გადატანა ხდებოდა, ვინაიდან 2014 წლის ბოლოს მასწავლებლების 80% უნდა გაგვეშვა სახლში. ეს იყო სრული კატასტროფა, გაუაზრებელი და არასწორი ნაბიჯი. ჩვენ შევცვალეთ ეს და მასწავლებლებს შევთავაზეთ ადექვატური თემა როგორც საკუთარ თავზე მუშაობისა, ისე განვითარებისა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.