суббота, 28 июня 2014 г.

განცალკევებული კვების წესები

  1. ნუ მიიღებთ ნახშირწყლოვან და მჟავე საკვებს ერთად!
    ნუ მიიღებთ პურს, კარტოფილს, ბარდას, მარცვლოვან პროდუქტს, ბანანს, ფინიკს და სხვა ნახშირწყლოვან საკვებს - ლიმონთან, ფორთოხალთან, გრეიფრუტთან, ანანასთან, პომიდორთან და სხვა მჟავე პროდუქტებთან ერთად.
  2. ნუ მიიღებთ ნახშირწყლოვან და ცილოვან საკვებს ერთად!ნუ მიიღებთ პურს, კარტოფილს, ტკბილი ხილს და სხვა ნახშირწყლოვან საკვებს - ნიგოზთან, ხორცთან, კვერცხთან, ყველთან და სხვა ცილოვან საკვებთან ერთად.
  3. ნუ მიიღებთ ორ სხვადასხვაგვარ ცილოვან საკვებს ერთად!არ მიირთვათ ერთად ხორცი და კვერცხი, ან ნიგოზი და კვერცხი, ან ნიგოზი და ყველი, ან ყველი და კვერცხი და ა. შ.
  4. ნუ მიიღებთ ცილოვან და ცხიმოვან საკვებს ერთად!ნუ მიიღებთ: ნაღებს, კარაქსს, ზეთს - ხორცთან, კვერცხთან, ყველთან, ნიგოზთან და სხვა ცილოვან საკვებთან ერთად.
  5. ნუ მიიღებთ მჟავე ხილს - ცილოვან საკვებთან ერთად!ნუ მიიღებთ: ლიმონს, ფორთოხალს გრეიფრუტს და ა.შ.-  ხორცთან კვერცხთან, ყველთან, ნიგოზთან და სხვა ცილოვან საკვებთან ერთად!
  6. ნუ მიიღებთ სახამებლის შემცველ პროდუქტებს - შაქრის შემცველ პროდუქტებთან ერთად!ნუ მიიღებთ: ჯემს, მურაბას, თაფლს - პურთან, კარტოფილთან და სხვა სახამებელის შემცველ პროდუქტებთან ერთად!
  7. ნუ მიიღებთ ორ სხვადასხვაგვარ სახამებლის შემცველ პროდუქტს ერთად!
  8. ნუ მიიღებთ გოგრას, საზამთროს და ნესვს სხვა პროდუქტებთან ერთად!
  9. ნუ მიიღებთ რძეს სხვა პროდუქტებთან ერთად, ხოლო მოუნელებლობის შემთხვევაში უმჯობესია, რძის, სხვა რძის პროდუქტებით შეცვლა.
  10. ნუ მიიღებთ სითხეს (წყალი, ჩაი, ყავა, წვენი და ა.შ.) საკვების მიღების შემდეგ 2-3 საათის და საკვების მიღებამდე ნახევარი საათის განმავლობაში!

Комментариев нет:

Отправить комментарий