საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სერტიფიცირებული პედაგოგების სასერტიფიკაციო დანამატის მიღების შესახებ საჯარო სკოლებში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
"საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მისამართით უკანასკნელ დღეებში მიმაზნიმართულად ვრცელდება სხვადასხვა შინაარსის არასწორი ინფორმაცია. ამჯერად სამინისტრო ეხმაურება ელექტრონულად და ანონიმურად საჯარო სკოლებში გავრცელებულ დეზინფორმაციას, რომლის თანახმად, თითქოს ზაფხულის არდადეგებზე საჯარო სკოლის სერტიფიცირებული პედაგოგები სასერტიფიკაციო დანამატს არ მიიღებენ. აღნიშნული ინფორმაცია არ შეებამება სიმართლეს, რადგან ყველა სერტიფიცირებული პედაგოგი დანამატს დაუბრკოლებლად მიიღებს.
გაცნობებთ, რომ "საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 21 ოქტომბრის N576 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-14 მუხლის შესაბამისად, მასწავლებელს "საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო წლისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 3 სექტემბრის № 84/ნ ბრძანებით გათვალისწინებულ არდადეგების პერიოდში უნარჩუნდება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გაანგარიშებული შრომის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მასწავლებელს კანონმდებლობით გათვალისწინებულ არდადეგების პერიოდში თანამდებობრივ სარგოსთან ერთად უნარჩუნდება თანამდებობრივ სარგოზე კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებული დანამატები.
ხაზგასმით შევახსენებთ, სამინისტროს სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების, რესურსცენტრებისა და სსიპ-ების წარმომადგენლებს, რომ ანონიმურად გავრცელებულ ინფორმაციას იურიდიული ძალა არ აქვს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 17 იანვრის N28 ბრძანებით თანახმადაც სისტემაში დასაქმებული პირები სამსახურებრივი მიმოწერას ახორციელებენ მხოლოდ შიდა კორპორატიული ელექტრონული ფოსტის საშუალებით." - ნათქვამია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
| |
Страницы
- მთავარი
- / CV/
- პროფესიული ზდრა და თვითშეფასება
- გაკვეთილის გეგმები
- თემატური გეგმები
- შეფასების რუბრიკები
- მოსწავლეთა ნაშრომები
- პრეზენტაციები
- ფოტოგალერეა
- საგამოცდო ტესტები
- სასარგებლოა იცოდეთ...
- პირველადი დახმარების ღონისძიებები
- ვირტუალური თამაში
- 94-ე საჯარო სკოლის საბ.მეცნიერებების კათედრა
- ჩემი შექმნილი რესურსი
- სასწავლო ვიდეოები
- ეს საინტერესოა
пятница, 27 июня 2014 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий