განცალკევებული კვების წესები
- ნუ მიიღებთ ნახშირწყლოვან და მჟავე საკვებს ერთად!
ნუ მიიღებთ პურს, კარტოფილს, ბარდას, მარცვლოვან პროდუქტს, ბანანს, ფინიკს და სხვა ნახშირწყლოვან საკვებს - ლიმონთან, ფორთოხალთან, გრეიფრუტთან, ანანასთან, პომიდორთან და სხვა მჟავე პროდუქტებთან ერთად. - ნუ მიიღებთ ნახშირწყლოვან და ცილოვან საკვებს ერთად!ნუ მიიღებთ პურს, კარტოფილს, ტკბილი ხილს და სხვა ნახშირწყლოვან საკვებს - ნიგოზთან, ხორცთან, კვერცხთან, ყველთან და სხვა ცილოვან საკვებთან ერთად.
- ნუ მიიღებთ ორ სხვადასხვაგვარ ცილოვან საკვებს ერთად!არ მიირთვათ ერთად ხორცი და კვერცხი, ან ნიგოზი და კვერცხი, ან ნიგოზი და ყველი, ან ყველი და კვერცხი და ა. შ.
- ნუ მიიღებთ ცილოვან და ცხიმოვან საკვებს ერთად!ნუ მიიღებთ: ნაღებს, კარაქსს, ზეთს - ხორცთან, კვერცხთან, ყველთან, ნიგოზთან და სხვა ცილოვან საკვებთან ერთად.
- ნუ მიიღებთ მჟავე ხილს - ცილოვან საკვებთან ერთად!ნუ მიიღებთ: ლიმონს, ფორთოხალს გრეიფრუტს და ა.შ.- ხორცთან კვერცხთან, ყველთან, ნიგოზთან და სხვა ცილოვან საკვებთან ერთად!
- ნუ მიიღებთ სახამებლის შემცველ პროდუქტებს - შაქრის შემცველ პროდუქტებთან ერთად!ნუ მიიღებთ: ჯემს, მურაბას, თაფლს - პურთან, კარტოფილთან და სხვა სახამებელის შემცველ პროდუქტებთან ერთად!
- ნუ მიიღებთ ორ სხვადასხვაგვარ სახამებლის შემცველ პროდუქტს ერთად!
- ნუ მიიღებთ გოგრას, საზამთროს და ნესვს სხვა პროდუქტებთან ერთად!
- ნუ მიიღებთ რძეს სხვა პროდუქტებთან ერთად, ხოლო მოუნელებლობის შემთხვევაში უმჯობესია, რძის, სხვა რძის პროდუქტებით შეცვლა.
- ნუ მიიღებთ სითხეს (წყალი, ჩაი, ყავა, წვენი და ა.შ.) საკვების მიღების შემდეგ 2-3 საათის და საკვების მიღებამდე ნახევარი საათის განმავლობაში!