пятница, 24 апреля 2015 г.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აცხადებს ფოტო კონკურსს თემაზე “ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისთვის“

 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აცხადებს ფოტო კონკურსს თემაზე “ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისთვის“

კონკურსის შესახებ:
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა. „ბიო" ნიშნავს ცოცხალს, ხოლო ბიომრავალფეროვნება გულისხმობს ცოცხალი სისტემების, ცხოველების, მცენარეების, ეკოსისტემებისა და მიკრობების მრავალფეროვნებას ჩვენს პლანეტაზე. ფოტო კონკურსი თემაზე „ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისათვის" მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული თემატიკის წამოწევასა და ნიჭიერი ახალგაზრდა ფოტოხელოვანების წახალისებას.

კონკურსის ფარგლებში მოხდება 20 შერჩეული ფოტოს გამოფენა და 3 გამარჯვებული ავტორის გამოვლენა. გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური. გამარჯვებული 3 ფოტოხელოვანისათვის გათვალისწინებულია შემდეგი პრიზები:

I ადგილი: ველოსიპედი
II ადგილი: კარავი და საძილე ტომარა
III ადგილი: სამთო ზურგჩანთა

კონკურსის პირობები:
კონკურსი ტარდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორსო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივითა და ორგანიზებით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ფოტოები აუცილებლად უნდა იყოს საქართველოში გადაღებული.
ფოტოების საავტორო უფლებები ეკუთვნის ავტორს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტრო უფლებას იტოვებს ფოტოები გამოიყენოს გამოფენებისთვის.
კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  •  ფოტო აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს ავტორს
  •  ფოტოს ზომა უნდა იყოს მინიმუმ 2000 პიქსელი 
  •  ფოტო, რომელიც არ აკმაყოფილებს ხარისხის, ზომებისა და საავტორო უფლებების მოთხოვნებს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოიხსნება კონკურსიდან;

ფოტოს გამოგზავნისას, გთხოვთ, მიუთითოთ:

  •  სახელი, გვარი
  •  ასაკი
  •  ფოტოს სათაური
  •  გადაღების ადგილი
  •  სასურველია ფოტოს მოკლე აღწერა
  •  საკონტაქტო ინფორმაცია
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 16 მაისამდე უნდა წარმოადგინონ „ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისათვის" თემატიკაზე გადაღებული ფოტო სურათი მისამართზე biodepbio@moe.gov.ge

воскресенье, 19 апреля 2015 г.




ყვითელკოპლებიანი სალამანდრა (Ambystoma maculatum) ამფიბიების კლასს მიეკუთვნება. ბინადრობს კანადასა და აშშ-ში. იზრდება 10 სმ-მდე. მათი ემბრიონები სიმბიოზურ კავშირს ამყარებენ წყალმცენარეებთან (algae), რომელიც მათშივე ცხოვრობს.

კოპლებიან სალამანდრას თავდაცვის რამდენიმე მეთოდი აქვს: ფოთლებსა და ბალახებში დამალვა და გაშეშება, კუდის ავტოტომია (მოწყვეტა) და რძისებური სითხის გამოყოფა მაშინ, როდესაც აღშფოთებულია. ეს მომწამლავი სითხე (სეკრეტი) კისერსა და ზურგზე არსებული დიდი სეკრეტორული ჯირკვლიდან გამოიყოფა და იცავს მტაცებლებისაგან.

თუ მტაცებელმა მაინც შეძლო და სალამანდრას ფეხი, კუდი და, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ტვინის/თავის ნაწილი მოაჭამა, მას რეგენერირება ანუ აღდგენა შეუძლია. რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი ენერგია სჭირდება.

კოპლებიან სალამანდრას, სხვა სალამანდრების მსგავსად, რეგენერაციის ძლიერი უნარი ახასიათებს. მას კიდურების გარდა ორგანოების აღდგენის 

четверг, 16 апреля 2015 г.

2015 – 2016 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია აპრილის ბოლოს დაიწყება
2015-2016 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია, შარშანდელის მსგავსად, აპრილის ბოლოს დაიწყება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბათუმში, Aris.ge-განათლების კითხვის პასუხად განაცხადა.
„რეგისტრაციას, ვფიქრობ, აპრილის ბოლო კვირაში გამოვაცხადებთ, ეხლა მზადდება გარკვეული დოკუმენტაცია და ვფიქრობ აპრილის ბოლოსთვის ყველაფერი მზად იქნება”,- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
განათლების მინისტრმა სასკოლო ასაკის განსაზღვრასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზეც ისაუბრა. სანიკიძე საპარლამენტო უმცირესობის წევრის კობა სუბელიანის ინიციატივაზე პირველკლასელთა ასაკის განსხვავებული წესით განსაზღვრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნულზე პარლამენტმა კიდევ უნდა იმსჯელოს.
„მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი კიდევ იმსჯელებს ამ თემაზე. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტად ჩავა სიღრმეებში და არ იქნება ზედაპირული დამოკიდებულება. ეს შეცდომა წინა ხელისუფლებამ უკვე დაუშვა და რა თქმა უნდა არ ვაპირებ გამეორებას. ძალიან ცუდი სტატისტიკა გვაქვს მოსწავლეთა სწავლის დონის შედეგებზე. ამიტომ, ის ნაბიჯი, რაც გადავდგით, მე რა თქმა უნდა მხარს დავუჭერ და თუ საჭირო იქნება ჩავალ სიღრმეებში, ნებისმიერს დავანახებ იმ საშიშრობას, რომელიც ასეთ შედეგებს ახლავს”,- აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, „სკოლამდელი აღზრდის პროგრამა“ აღნიშნული პრობლემის მოგვარების ხელშემწყობი იქნება.
„ეს არის პრობლემის გადაჭრის გზა. პროგრამა ხელს შეუწყობს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვები მომზადებულები შეხვდნენ სასკოლო პროგრამას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ კვირიდან შევთავაზოთ ინიციატივა.“
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად განათლების სამინისტროს მტკიცე პოზიციისა სასკოლო ასაკის 6 წელზე ქვევით არდაწევასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მშობლის სურვილის შემთხვევაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ აგრეთვე იმ პირებს, რომელთა ასაკი 5 წელს აღემატება და 6 წელი სასწავლო წლის დეკემბრის ბოლომდე უსრულდებათ

ბიოლოგიის გამოცდა, მოთხოვნები აბიტურიენტებს/,,გამოცდებიდან - გამოცდებამდე“/ რადიო იმედი, Radio Imedi


მე-11 კლასელთა გამოსაშვები გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო








2014-2015 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის (მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის) მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო.
დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს.
იქვე იხილავთ რეგისტრაციის ინსტრუქციას.
მოსწავლეთა რეგისტრაციას სკოლა უზრუნველყოფს.
2014-2015 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსწავლეები სკოლებმა 14 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით უნდა დაარეგისტრირონ.