Страницы
- მთავარი
- / CV/
- პროფესიული ზდრა და თვითშეფასება
- გაკვეთილის გეგმები
- თემატური გეგმები
- შეფასების რუბრიკები
- მოსწავლეთა ნაშრომები
- პრეზენტაციები
- ფოტოგალერეა
- საგამოცდო ტესტები
- სასარგებლოა იცოდეთ...
- პირველადი დახმარების ღონისძიებები
- ვირტუალური თამაში
- 94-ე საჯარო სკოლის საბ.მეცნიერებების კათედრა
- ჩემი შექმნილი რესურსი
- სასწავლო ვიდეოები
- ეს საინტერესოა
суббота, 23 мая 2015 г.
вторник, 5 мая 2015 г.
2015 წლის მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტებს უფრო მეტი სააზროვნო დავალება ექნებათ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2015 წლისთვის აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სულ ხუთი სიახლე შესთავაზა.
ყველაზე მნიშვნელოვან სიახლედ ,,ნაეკის” ხელმძღვანელობა არჩევით საგნად ,,სამოქალაქო განათლების” დამატებას მიიჩნევს.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგნის სწავლება IX-X კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.
,,სამოქალაქო განათლება” როგორც არჩევითი საგანი ამაზე Aris.ge-განათლებამ ვრცელი სტატია უკვე მოამზადა.
ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელები წელს დაგეგმილი სიახლეებისა და აბიტურიენტების მხრიდან გასათვალისწინებელ საკითხებზე Aris.ge-განათლებასთან დეტალურად საუბრობენ. როგორც აღმოჩნდა, წლევანდელ მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტებს უფრო მეტი სააზროვნო/ლოგიკური დავალება ექნებათ.
- სიახლე გეოგრაფიის გამოცდაში
დავით გოგელია – გეოგრაფიის საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელი
,,ტესტისთვის გამოყოფილი დრო ნახევარი საათით შემცირდა და ორსაათნახევრიანი გახდა. შემცირდა კითხვების რაოდენობაც. თუ წინა წელს მაქსიმალური ქულა 70 იყო, წელს არის 60. შემცირება 4 სავარაუდო პასუხიანი კითხვების შემცირების ხარჯზე მოხდა. გარდა ამისა, გვქონდა ათქულიანი დავალება – ფიზიკური რუკის კითხვის დავალება, რომელიც ხუთქულიანი გახდა. გაიზარდა ღია დავალებების რიცხვი, სადაც აბიტურიენტის ლოგიკური აზროვნება უნდა გამოჩნდეს. სირთულეს რაც შეეხება, შედეგების ნახვის შემდეგ გაირკვევა, წინა წლის ტესტთან შედარებით, უფრო რთული იქნება თუ არა წლევანდელი ტესტი.
აბიტურიენტებს კი ვურჩევდი, მეტი ყურადღებით წაიკითონ ტესტის პირობა, რადგან ძირითადად, შეცდომები პირობის უყურადღებოდ წაკითხვის შედეგად ხდება. კიდევ ერთი რჩევა: კონკრეტულად გასცენ პასუხი დავალებას და ნუ ეცდებიან განვრცობას, რადგან რაც მეტს წერენ, როგორც წესი, მეტ შეცდომას უშვებენ. მთავარია, პასუხი იყოს ამომწურავი, ლაკონური და კონკრეტული. მნიშვნელოვანია ტექნიკური საკითხებიც – დავალების პასუხების ფურცელზე გადატანას ვგულისხმობ“.
- სიახლე ისტორიიც გამოცდაში
მანანა ჯავახიშვილი – ისტორიის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი
,,ისტორიის ტესტი ათი ქულით შემცირდა. აქამდე 80 ქულიანი იყო ახლა 70 ქულიანი გახდა. თუმცა არ შეგვიმცირებია საგამოცდო დრო. ისევ ორსაათნახევარია. შესაბამისად, აბიტურიენტებს მეტი დრო აქვთ სააზროვნოდ. ჩვენ ამოვიღეთ ერთი დავალება, რომელიც ამოწმებდა მოვლენის ფაქტობრიობას და ახლა ტესტი უფრო ორიენტირებულია ღია ტიპის დავალებებზე, რომელიც უფრო მეტად მაღალ სააზროვნო უნარებს ამოწმებს. გვინდა, რომ მომავალშიც ღია ტიპის დავალებებზე ვიყოთ ორიენტირებულები. რაც შეეხება სირთულის დონეს, გეტყვით რომ არ გართულებულა, ისევ იმავე სირთულისაა, როგორიც წინა წელს იყო.“
- სიახლე უცხო ენის გამოცდაში
რუსუდან ტყემალაძე – უცხო ენის საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელი
,,წელს უცხო ენის გამოცდაში უმნიშვნელო ცვლილებები განვახორციელეთ, რადგან ძირითადი ცვლილება შარშან გვქონდა და არ გვინდა ყოველწლიურად სტრესში ჩავაყენოთ აბიტურიენტები. წელს უბრალოდ ორი დავალებით გავზარდეთ მოსმენის ნაწილი და რვის ნაცვლად ათი იქნება. ოდნავ გავზარდეთ სირთულის დონე,A2-ის სირთულიდან B2ის დონემდე. ანუ უმნიშვნელოდ გართულდება მოსმენის დავალებები.
სამუშაო დრო ისევ ორსაათნახევარია, რადგან კითხვების ჯამური რაოდენობა არ შეცვლილა. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა აბიტურიენტს მოვუწოდებ, არც ერთ დავალებაში სახელი და გვარი არ ჩაწერონ, არც საკუთარი და არც გამოგონილი, შარშან იყო ასეთი შემთხვევები და ამ შეცდომის გამო აბიტურიენტებს ქულები დააკლდათ.
- სიახლე ბიოლოგიის გამოცდაში
აივენგო შათირიშვილი – ბიოლოგიის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი
,,პირველ რიგში, გეტყვით, რომ წელს ბიოლოგია არჩევით საგნად 3592 აბიტურიენტმა აირჩია, წინა წელს – 3112 იყო. წელსაც, როგორც შარშან, გვაქვს ღია და დახურულბოლოიანი შეკითხვები. საგამოცდო დრო ისევ იგივეა – ორსაათნახევარი. წელსაც, მაქსიმალური ქულაა 75 და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ისევე როგორც შარშან – 19 ქულაა. სიახლე მხოლოდ ისაა, რომ აბიტურიენტებს მიეწოდებათ ერთი ან ორი შეკითხვა, რომელსაც ამომწურავი პასუხი უნდა გასცენ.
რთული არ იქნება, პირიქით მარტივიც კი. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ არჩევითი 4 სავარაუდო პასუხიდან 25%-ია იმის შანსი, რომ აბიტურიენტმა სწორი პასუხი ბრმად შემოხაზოს. სიახლის მიზანია, უფრო დახვეწოს ტესტი და უფრო მარტივად გავიგოთ რამდენად კარგად არის აბიტურიენტი მომზადებული. 75 ქულიანი ტესტიდან აღნიშნული სიახლე მხოლოდ 2-3 ქულიანი იქნება. ამიტომ, აბიტურიენტებს დავამშვიდებ და ვეტყვი – ნუ შეუშინდებიან ამ სიახლეს.“
2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ორ ივლისს დაიწყება.
ეკა არის© წივწივაძე
пятница, 1 мая 2015 г.
вторник, 28 апреля 2015 г.
пятница, 24 апреля 2015 г.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აცხადებს ფოტო კონკურსს თემაზე “ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისთვის“
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აცხადებს ფოტო კონკურსს თემაზე “ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისთვის“
კონკურსის შესახებ:
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა. „ბიო" ნიშნავს ცოცხალს, ხოლო ბიომრავალფეროვნება გულისხმობს ცოცხალი სისტემების, ცხოველების, მცენარეების, ეკოსისტემებისა და მიკრობების მრავალფეროვნებას ჩვენს პლანეტაზე. ფოტო კონკურსი თემაზე „ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისათვის" მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული თემატიკის წამოწევასა და ნიჭიერი ახალგაზრდა ფოტოხელოვანების წახალისებას.
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა. „ბიო" ნიშნავს ცოცხალს, ხოლო ბიომრავალფეროვნება გულისხმობს ცოცხალი სისტემების, ცხოველების, მცენარეების, ეკოსისტემებისა და მიკრობების მრავალფეროვნებას ჩვენს პლანეტაზე. ფოტო კონკურსი თემაზე „ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისათვის" მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული თემატიკის წამოწევასა და ნიჭიერი ახალგაზრდა ფოტოხელოვანების წახალისებას.
კონკურსის ფარგლებში მოხდება 20 შერჩეული ფოტოს გამოფენა და 3 გამარჯვებული ავტორის გამოვლენა. გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური. გამარჯვებული 3 ფოტოხელოვანისათვის გათვალისწინებულია შემდეგი პრიზები:
I ადგილი: ველოსიპედი
II ადგილი: კარავი და საძილე ტომარა
III ადგილი: სამთო ზურგჩანთა
კონკურსის პირობები:
კონკურსი ტარდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორსო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივითა და ორგანიზებით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ფოტოები აუცილებლად უნდა იყოს საქართველოში გადაღებული.
ფოტოების საავტორო უფლებები ეკუთვნის ავტორს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტრო უფლებას იტოვებს ფოტოები გამოიყენოს გამოფენებისთვის.
კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
- ფოტო აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს ავტორს
- ფოტოს ზომა უნდა იყოს მინიმუმ 2000 პიქსელი
- ფოტო, რომელიც არ აკმაყოფილებს ხარისხის, ზომებისა და საავტორო უფლებების მოთხოვნებს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოიხსნება კონკურსიდან;
ფოტოს გამოგზავნისას, გთხოვთ, მიუთითოთ:
- სახელი, გვარი
- ასაკი
- ფოტოს სათაური
- გადაღების ადგილი
- სასურველია ფოტოს მოკლე აღწერა
- საკონტაქტო ინფორმაცია
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 16 მაისამდე უნდა წარმოადგინონ „ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისათვის" თემატიკაზე გადაღებული ფოტო სურათი მისამართზე biodepbio@moe.gov.ge
воскресенье, 19 апреля 2015 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)