пятница, 20 февраля 2015 г.

2014 წელს მედიცინის სფეროში მნიშვნელოვანი აღმოჩენების ტოპ-10
2014 წელს მედიცინის სფეროში მნიშვნელოვანი აღმოჩენების ტოპ-10
10. მსოფლიოში ყველაზე პატარა კარდიოსტიმულატორი
შარშან დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ პაციენტს გულში ჩაუდგეს კომპანია “მედტრონიკის” მიერ შექმნილი მსოფლიოში ყველაზე პატარა კარდიოსტიმულატორი. ის დაახლოებით 10-ჯერ პატარაა, ვიდრე დღემდე არსებული ტრადიციული მოდელები: მისი სიგრძე მხოლოდ 26 მილიმეტრია, წონა კი - 2 გრამი. ახალი მოწყობილობა შეიძლება იმპლანტირებულ იქნეს პირდაპირ გულის ღრუში, რაც მოხდა კიდეც ზემოაღნიშნულ შემთხვევაში. ბრიტანელ ექიმს ჯონ მორგანს მიაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე უპირატესობა აქვს. კერძოდ, მინიატურული სტიმულატორი შეუმჩნეველია; ის უფრო საიმედოა; მცირდება ინფექციის განვითარების რისკი; პაციენტი უფრო ადვილად ეჩვევა ამ მოწყობილობას.


9. სმენის აღდგენა გენური თერაპიითახალი სამხრეთ უელსის (ავსტრალია) უნივერსიტეტის მეცნიერებმა მიაგნეს კოხლეარული იმპლანტანტის დახმარებით სმენის ნერვის რეგენერაციის მეთოდს. ეს მოწყობილობა სმენის პროთეზს წარმოადგენს: ის ბგერით რხევებს ელექტრულ იმპულსებად გარდაქმნის და უშუალოდ თავის ტვინში განლაგებულ სმენის ნეირონებს გადასცემს. მაგრამ ასეთი პროთეზირება სმენის მხოლოდ ნაწილობრივ კომპენსირებას ახდენს, ზემოხსენებული უნივერსიტეტის მეცნიერებმა კი გაარკვიეს, რომ კოხლეარული იმპლანტანტი შეიძლება გენური თერაპიისთვისაც იქნეს გამოყენებული. ქირურგს, რომელიც იმპლანტანტს ნერგავს, განსაზღვრულ ადგილას შეჰყავს დნმ-ს შემცველი პრეპარატი. მოწყობილობის მუშაობის პროცესში მის მიერ გამომუშავებული ელექტროიმპულსები წამალს საჭირო ადგილას, კერძოდ, სმენის ნერვის უჯრედებამდე მისვლაში ეხმარება, რის შედეგადაც იწყება დაზიანებული ნერვის რეგენერაციის პროცესი.

8. პრინტერზე დაბეჭდილი თავის ქალაუტრეხტის (ჰოლანდია) საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ექიმებმა ცოტა ხნის წინ ჩაატარეს მსოფლიოში პირველი თავის ქალას გადანერგვის ოპერაცია. 22 წლის გოგონა მოურჩენელი დაავადებით იტანჯებოდა, რომელიც ძვლების დარბილებას იწვევს. წინათ ამ დაავადების მკურნალობის მეთოდი არ არსებობდა. მეცნიერებმა კომპიუტერზე გადაიღეს პაციენტის თავის ქალას ზუსტი ასლი და ის 3დ-პრინტერზე დაბეჭდეს. თავის ქალას შეცვლის ოპერაცია 23 საათს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა. ოპერაციამდე გოგონა ძლიერი თავის ტკივილით იტანჯებოდა, დროდადრო გონებას კარგავდა, დაეწყო მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, მაგრამ ურთულესი ოპერაციის შემდეგ ყველა ეს სიმპტომი გაქრა. ამ ოპერაციამდე ექიმების მიღწევა თავის ქალას სამი მეოთხედის შეცვლა გახლდათ. ისიც 3დ-პრინტერზე გახლდათ დაბეჭდილი.

7. შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინაროკფელერის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა კოლეგებთან, ბრიტანეთის ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ჩაატარეს პრეპარატ გსკ744-ის კლინიკური გამოცდა, რომელსაც, როგორც აღმოჩნდა, შესძლებია, 90%-ით და მეტით შეამციროს აივ-ვირუსით ადამიანის დასნებოვნების ალბათობა. პრეპარატი უკვე გამოსცადეს მაიმუნებზე. მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ დასნებოვნებისგან პრეპარატი შეყვანიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში იცავს.

6. ტესტი კიბოზე - ორსულობის ტესტის მსგავსადმასაჩუსეტსის (აშშ) ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრებმა შეიმუშავეს სადიაგნოსტიკო ტესტი, რომელიც ფერადი ქაღალდის ზოლების დახმარებით გამოავლენს ორგანიზმში არსებულ კიბოს უჯრედებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე სიმსივნური დაავადებების დიაგნოსტიკა შესაძლოა ისევე გაადვილდეს, როგორც ორსულობის დადგენა. ადამიანებზე ტესტი ჯერ არ გამოუცდიათ, მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ ეს უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი.

5. რობოტების დახმარებით ავთვისებიანი სიმსივნეების ამოკვეთაეს ტექნოლოგია ადამიანის სხეულის იმ ნაწილებისთვის გამოიყენება, სადაც ქირურგს ძნელად მიუწვდება ხელი. მაგალითად, ხორხის მახლობელ მიდამოში ან თავის ქალას ფუძესთან, თავისა და კისრის არეში. იქ განლაგებული სისხლძარღვები, ნერვები და კუნთები მეტისმეტად ართულებს ქირურგიულ ჩარევას. კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს-ანჯელესი) მეცნიერებმა შექმნეს რობოტი-ქირურგი, რომლის მიკროთითებიც სამგანზომილებიანი კამერით იმართება. რობოტის მინიატურული “კიდურები” ადვილად აღწევს პაციენტის ყელისა თუ პირის პატარა და ვიწრო ხვრელებში. სისტემა ქირურგს მთელი საოპერაციო არის ყურების საშუალებასაც აძლევს.

4. ავსტრალიელმა მეცნიერებმა გაჩერებული გულის “გაცოცხლების” მეთოდი შეიმუშავესმეცნიერებმა გარდაცვლილი ადამიანის სხეულიდან ამოღებული გული განსაზღვრული ხსნარების საშუალებით გააცოცხლეს. ამასთანავე, შექმნეს სპეციალური ხსნარი, რომელიც საშუალებას იძლევა, დონორის სხეულიდან ამოღებული გუ­ლი დიდხანს შევინახოთ. ამ მეთოდის წყალობით შესაძლებელი გახდება ტრანსპლანტაციათა რაოდენობის გაზრდა და, შესაბამისად, უფრო მეტი ისეთი პაციენტის გადარჩენა, რომლებიც გულის მძიმე უკმარისობით იტანჯებიან.

3. წითელას ერთ-ერთი ვაქცინის დიდი დოზებით სისხლის ონკოლოგიურ დაავადებას უმკურნალებენეს მიღწევა ჯერჯერობით მხოლოდ მეცნიერებმა შეამჩნიეს და სათანადოდაც შეაფასეს, თუმცა მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მილიონობით ონკოდაავადებულისთვის. ამერიკელმა მკვლევრებმა სახეშეცვლილი ვაქცინის დიდი დოზები მრავლობითი მიელომის წინააღმდეგ გამოიყენეს და 36 საათის შემდეგ მიაღწიეს სრულ რემისიას პაციენტთან, რომელიც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში წარუმატებლად მკურნალობდა ამ დაავადებას.

2. დონორის ფილტვების შენახვის ახალი საშუალებაეს მეთოდი ზრდის გადასანერგი ორგანოს “ვადას”. სპეციალური აპარატის დახმარებით მკვლევრები ფილტვის ქსოვილებს ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს აწვდიან, რაც გადანერგვისთვის მათი ვარგისობის პერიოდს დონორის ორგანიზმიდან ამოღების შემდეგ 11 საათამდე ზრდის. ეს 2-ჯერ მეტია, ვიდრე შენახვის აქამდე არსებული მეთოდები უზრუნველყოფს.

1. მოზარდ გოგონებს ლაბორატორიაში გამოზრდილი საშოები გადაუნერგეს2014 წელს, პირველად მედიცინის ისტორიაში, ოთხ ამერიკელ მოზარდ გოგონას, რომლებიც მძიმე თანდაყოლილი დეფექტით - განუვითარებელი საშოთი მოევლინენ ქვეყნიერებას, ახალი საშოები გადაუნერგეს. ეს ორგანოები მეცნიერებმა ლაბორატორიაში გამოზარდეს პაციენტებისავე კუნთების ღეროვანი უჯრედებისგან. განსაზღვრული ხნის შემდეგ ახალგადანერგილმა ორგანოებმა ნორმალურად განვითარება-ფუნქციობა დაიწყო.

среда, 28 января 2015 г.

ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების 10 წესი


1. პრეზენტაციის თემაზე წინასწარ ჩაატარე კვლევა
სრულფასოვანი პრეზენტაციისთვს აუცილებელია თემის წინასწარ კარგად დამუშავება. პრეზენტატორმა უნდა იცოდეს რის შესახებ საუბრობს. არ არის აუცილებელი, გახდე ექსპერტი ან წაიკითხო ყველა წიგნი ამ თემაზე, მაგრამ უნდა შეგეძლოს უპასუხო დამატებით კითხვებს, რომელსაც პრეზენტაციის გარშემო დაგისვამენ.  დარწმუნდი, რომ გამოყენებული წყაროები სანდოა. თუ პრეზენტაციაში მოყვანილი ფაქტი არ დადასტურდა, ეს შენ თვითდაჯერებულობას აუცილებლად შეარყევს. ბოლომდე ნუ ენდობი ინტერნეტს და ფაქტები რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმე.
2. პრეზენტაციამდე აუცილებლად გაიარე რეპეტიცია
პრეზენტაციის პროცესში გამომსვლელს აუცილებლად შეატყობთ, აქვს თუ არა მას წინასწარ ნავარჯიშები საბოლოო პრეზენტაციამდე. პრეზენტაციამდე აუცილებლად იმუშავეთ იმაზე, თუ რას და როგორ იტყვით გამოსვლის დროს. წარუდგინეთ თქვენი პრეზენტაცია ოჯახის წევრებს ან მეგობრებს. ამის შემდეგ კი აუცილებლად სთხოვეთ მათ რომ შეგაფასონ. ასევე გამოცდილი და ერთ-ერთი ეფექტური ხერხია სარკის წინ ვარჯიში.
3იყავით კრიტიკული და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ
გააკრიტიკეთ თქვენივე გამოსვლა. იმუშავეთ იმ დეტალზე, რაზეც ფიქრობთ, რომ უკეთსად გამოგივათ. შედეგად კი საბოლოო პრეზენტაციის ჩატარების დროს, თავს  უფრო დარწმუნებულად იგრძნობთ.
4. გახადეთ პრეზენტაცია მაქსიმალურად ინტერაქტიული და კრეატიული
ამისათვის შეიტანეთ პრეზენტაციაში სახალისო ფაქტები, ცნობილი გამონათქვამები, დაუსვით კითხვები აუდიტორიას და გაამდიდრეთ პრეზენტაცია სხვა ინტერაქციული აქტივობებით.
5. მოინიშნეთ ბარათზე ძირითადი თემები და საკითხები
ნუ დაიჭერთ პრეზენტაციის დროს ფურცლებს ხელში. ბარათზე მოინიშნეთ პრეზენტაციის ძირითადი თემები, დეტალების გარეშე. ძირითადი საკვანძო სიტყვების ჩანიშვნა დაგეხმარებათ, მარტივად გაიხსენოთ ის, თუ რის თქმას აპირებთ პრეზენტაციაში.
6. გაიღიმე პრეზენტაციის მიმდინარეობისას
იყავი ბედნიერი, რადგან აუდიტორიას უნდა წარუდგინო საკითხები, რაც მათ არ იციან.  კვლევები ადასტურებს, რომ ღიმილი გადამდებია. თუ გსურს რომ პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიაროს – გაიღიმე.
7. იქონიე მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან
არაფერია იმაზე მოსაწყენი, ვიდრე პრეზენტატორის მოსმენა, რომელიც სადღაც სხვაგან იყურება. მოდუნდი და იქონიე მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან. რა თქმა უნდა, დიდ აუდიტორიაში თითოეულ მათგანს თვალებში ვერ უყურებ, ამისათვის საკოორდინაციოდ უნდა აიღო სამი წერტილი, უკიდურესი მარჯვენა, მარცხენა და შუა წერტილები, რომლებსაც ეტაპობრივად უნდა შეხედო. ასე შექმნი შთაბეჭდილებას, რომ ყველა მსმენელს უყურებ.
8. აკონტროლე ხმა და ტონალობა
შენი მიზანია დააინტერესო აუდიტორია და არა დააძინო. ამიტომ აკონტროლე ხმა და ეცადე თემა საინტერესოდ გადმოსცე. შეგიძლია გამოიყენო ხელის მოძრაობა საუბართან შესაბამისად. ეს ამასთან დაფარავს შენს ნერვიულობასაც.
10. პრეზენტაციის დასასრულს გააკეთე დასკვნა
პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი აუდიტორიაზე საბოლოო შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაძლოა ეს იყოს შეჯამება, ან კრეატიული დასასრული. ან სულაც დასვი რიტორიკული კითხვა, რაც აუდიტორიას შენ პრეზენტაციაზე ფიქრს გააგრძელებინებს.
10. დაუბრუნდი კუთვნილ ადგილს გაღიმებული
არ ინერვიულო, თუ აპლოდისმენტებს ვერ დაიმსახურებ. იფიქრე იმაზე, რომ პრეზენტაცია დასრულდა და შენ შეძელი ის, რაც შეიძლება სხვამ ვერასოდეს შეძლოს. პრეზენტაციამდე, პრეზენტაციის დროს და მისი დასრულების შემდეგაც იფიქრე წარმატებულ პრეზენტაციაზე და არ მისცე თავს იმის საშუალება, რომ ცუდ პრეზენტაციაზე დაგაფიქროს. გააკეთე შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი და იყავი თავდაჯერებული.