среда, 2 июля 2014 г.

მასწავლებელთა სერტიფიცირების წესი შეიცვლება
მასწავლებელთა სერტიფიცირების წესი შეიცვლება
პედაგოგები 2014 წლის მეორე ნახევრიდან, სავარაუდოდ, ახალი სქემის მიხდევით შეფასდებიან და კატეგორიები მიენიჭებათ; აღარ ჩატარდება მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდებიც, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში განაცხადა. მისი თქმით, უწყება უკვე მუშაობს ახალ სქემაზე, რომელშიც ყველა პედაგოგი, მათ შორის, სერტიფიცირებული მასწავლებლებიც ჩაერთვებიან. პედაგოგები საგანმანათლებლო პროცესის მსვლელობისას პრაქტიკული ნაწილით და ასევე ტესტებით შეფასდებიან. სანიკიძის განმარტებით, იქნება გამიჯნული ოთხი კატეგორია, ამასთან, მასწავლებელს მუდმივად ექნება შანსი, რომ კატეგორიიდან კატეგორიაში გადავიდეს. განათლების მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სქემის განსახორციელებლად საჭიროა საკანონმდებლო ცვლილება, რადგან ამ ეტაპზე კანონში აღნიშნულია, რომ 2015 წლამდე საქართველოს ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებული უნდა იყოს, რაც შეუძლებელია, რადგან ამ დროისთვის პედაგოგთა მხოლოდ მცირე ნაწილი არის სერტიფიცირებული. სანიკიძის თქმით, ახალი სქემის განხორციელება სერტიფიცირებულ მასწავლებელთა ხელფასებზე უარყოფითად არ აისახება.
დაბადებამდე ერთი დღით ადრე ჩვილი ეკითხება ღმერთს:
- მეშინია, რატომ მიშვებ სხვა სამყაროში? იქ რა უნდა გავაკეთო?
ღმერთმა დაამშვიდა:
ნუ გეშინია, მე შენ ანგელოზს გაჩუქებ, რომელიც მუდამ შენს გვერდით იქნება. ის შენ ყველაფერს აგიხსნის.
- კი მაგრამ, როგორ გავუგებ მას? მე ხომ მისი ენა არ ვიცი?
- ანგელოზი თვად გასწავლის თავის ენას. იგი ყოველი უბედურებისაგან დაგიცავს.
- შენთან როდის დავბრუნდები?
- შენი ანგელოზი ყველაფერს აგიხსნის.
- რა ჰქვია ჩემს ანგელოზს?
- ამას არა აქვს მნიშვნელობა, მას ბევრი სახელი აქვს, ოღონდ შენ მას დაუძახებ - დ ე დ ა ს

вторник, 1 июля 2014 г.

საეკლესიო საკმეველი კიბოს უჯრედებს კლავს
13:29 2014-03-06
მეცნიერებმა შეძლეს, ნაწილობრივ აეხსნათ მათ მიერ გამოკვლეული, კიბოთი დაავადებული იმ პაციენტების განკურნების ფაქტი, რომლებიც ხშირად დადიან ეკლესიაში.
ჩატარებულმა ექსპერიმენტმა გამოავლინა, რომ საკმეველს შეუძლია კიბოს უჯრედების მოკვლა.მათ მრავალჯერ დატესტეს საკმეველი და ყოველ ჯერზე ერთი და იგივე შედეგი მიიღეს. საკმეველის არომატული ფისი ხსნის სხეულში ანთებას და მისი გავლენის ქვეშ ონკოლოგიური უჯრედები კვდება, კერძოდ კი, ის უჯრედები, რომლებიც საკვერცხეების კიბოს პროვოცირებას ახდენს.
ამერიკაში მოღვაწე მეცნიერ-იმუნოლოგი მაჰმუდ სუჰალი ამტკიცებს, რომ საეკლესიო საკმეველს ონკოლოგიაში დიდი სარგებლობა მოაქვს.
ის წარმოშობით ერაყიდანაა და ნელსაცხებლებში ზედმიწევნით კარგად ერკვევა. ერაყის ადგილობრივი მოსახლეობა უკვე მრავალი წელია, რაც სხვადასხვა ნელსაცხებელს სამედიცინო დანიშნულებით აქტიურად იყენებს.
ხე, რომლიდანაც საკმეველი მიიღება, ეთიოპიაში, ინდოეთში, იემენსა და ომანის მთებში იზრდება. მის კვამლს ანტიდეპრესანტის მოქმედება აქვს, ხოლო მისგან მიღებულ ზეთს არომათერაპიის დროს გამოიყენებენ.
სუჰალმა საკმევლის ფისიდან მიღებული აქტიური ნივთიერებით ხსნარი დაამზადა, რომელიც ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას. ხსნარს ამ ეტაპზე ცხოველებზე ცდიან.
წყარო: marao.ge
დაღლილი,მაგრამ მხიარული ტვინი



"საუკუნის წყევლა" გაზვიადებული სახელი ნამდვილად არაა. მას მარგელონი ჰქვია. ეს ავადმყოფობა, უკვე მართლაც იქცა პლანეტის ათასობით ადამიანის რეალურ კოშმარად. მისი სიმპტომები ლამის ფანტასტიკის სფეროს სცდება, ის კი, რაც მათ ემართებათ, მხოლოდ საშინელებათა ფილმებში შეიძლება ნახოთ. მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, რეალურად, რასთან გვაქვს საქმე. ვერ არკვევდნენ, დაავადება დერმატოლოგიურია, ალერგიული, ინფექციური თუ ფსიქიატრიული; ასევე გართულდა გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა... რამდენიმე სავარაუდო ვერსიიდან, ბოლო კვლევებით, მეცნიერებმა ერთი დაადასტურეს: ადამიანის “ყველაზე სასტიკ’‘ და “ყველაზე ახალ’‘ დაავადებას გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები იწვევს!
სიმპტომები კი ასეთია: ინფიცირდება ადამიანის მთელი ორგანიზმი, მაგრამ გარეგნულად მხოლოდ წყლულის გაჩენის შემდეგ ვლინდება. იარას ახლავს წვა, ქავილის აუტანელი შეგრძნება; ჭრილობები რთულად ხორცდება და მათ ადგილას ნაიარევი რჩება, შემდეგ კი ახალი წყლული იჩენს თავს ახალ ადგილას. წყლულებიდან ძაფების, ბუსუსების, თმის ღერის... მსგავსი უცხო სხეულები “ამოდის’‘, ზოგჯერ მათი შეფერილობა განსხვავებულია. ორგანიზმიდან გამოსული ლურჯი, თეთრი ან შავი ბოჭკოვანი პარაზიტების სიგრძე 1, 5-2 სმ-ია; ავადმყოფებს აქვთ შეგრძნება, რომ კანქვეშ მატლები, ხოჭოები ან სხვა სახეობის მწერები ფუთფუთებენ და იკბინებიან; კანი სკდება და ნახეთქები წარმოიქმნება, ადამიანი გრძნობს დაღლილობას, აქვს ჩავარდნა მეხსიერებაში, ქვეითდება მხედველობა... მაგრამ ეს სიპტომების არასრული ჩამონათვალია.
პაციენტების ჩანაწერებში ასეთ ფრაზებს წააწყდებით _“ეს შეგრძნება აუტანელია. თითქოს კანქვეშ მწერები ფუთფუთებენ და შიგნიდან მჭამენ. მკბენენ, როგორც ძაღლები, თითქოს კანს აწვებიან, რომ გარეთ გამოაღწიონ. ამის ატანა აღარ შემიძლია, ცოცხლად დავიწვავ თავს, ოღონდ ეს აღარ განვიცადო’‘;
“გავახურე რკინა და დავიდე იარაზე. მატლები კანქვეშ დროებით მიყუჩდნენ, მაგრამ რამდენიმე წუთში ისევ აფუთფუთდნენ’‘;
მარგელონი პირველად ამერიკაში დადასტურდა, დღეს დაავადება აშშ-ს თითქმის ყველა შტატში გვხვდება, მაგრამ დაავადებულთა რიცხვი ყველაზე მეტია ტეხასში, კალიფორნიასა და ფლორიდაში. მარგელონი დარეგისტრირებულია ასევე დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ნიდერლანდებში, რამდენიმე წლის წინ კი, დაავადების შემთხვევები უკრაინასა და რუსეთში დაფიქსირდა. მარგელონი სწრაფად ვრცელდება.
პირველი მეცნიერი, რომელმაც ამ დაავადების სერიოზული კვლევა დაიწყო პროფესორი რენდი ვაიმორი გახლდათ. "ეს პარაზიტები ჩნდება და მრავლდება ადამიანის ორგანიზმში’‘, _ დასკვნა ვაიმორმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დაავადებულთა ორგანიზმიდან ამოღებული 90 ათასზე მეტი უცხო სხეული გამოიკვლია. შესაბამისი
ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, ყველა სხეული ერთნაირი შემადგენლობისაა, მათი დნმ იდენტურია, მაგრამ არ ჰგავს არც ერთ ორგანიზმს, რომელსაც მეცნიერება აქამდე იცნობდა.
ბოლო წლებში, სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე რამდენიმე მეცნიერი დამოუკიდებლად მივიდა დასკვნამდე, რომ მარგელონის წარმოქმნის მიზეზი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებია.