среда, 28 января 2015 г.

ეფექტური პრეზენტაციის ჩატარების 10 წესი


1. პრეზენტაციის თემაზე წინასწარ ჩაატარე კვლევა
სრულფასოვანი პრეზენტაციისთვს აუცილებელია თემის წინასწარ კარგად დამუშავება. პრეზენტატორმა უნდა იცოდეს რის შესახებ საუბრობს. არ არის აუცილებელი, გახდე ექსპერტი ან წაიკითხო ყველა წიგნი ამ თემაზე, მაგრამ უნდა შეგეძლოს უპასუხო დამატებით კითხვებს, რომელსაც პრეზენტაციის გარშემო დაგისვამენ.  დარწმუნდი, რომ გამოყენებული წყაროები სანდოა. თუ პრეზენტაციაში მოყვანილი ფაქტი არ დადასტურდა, ეს შენ თვითდაჯერებულობას აუცილებლად შეარყევს. ბოლომდე ნუ ენდობი ინტერნეტს და ფაქტები რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმე.
2. პრეზენტაციამდე აუცილებლად გაიარე რეპეტიცია
პრეზენტაციის პროცესში გამომსვლელს აუცილებლად შეატყობთ, აქვს თუ არა მას წინასწარ ნავარჯიშები საბოლოო პრეზენტაციამდე. პრეზენტაციამდე აუცილებლად იმუშავეთ იმაზე, თუ რას და როგორ იტყვით გამოსვლის დროს. წარუდგინეთ თქვენი პრეზენტაცია ოჯახის წევრებს ან მეგობრებს. ამის შემდეგ კი აუცილებლად სთხოვეთ მათ რომ შეგაფასონ. ასევე გამოცდილი და ერთ-ერთი ეფექტური ხერხია სარკის წინ ვარჯიში.
3იყავით კრიტიკული და მომთხოვნი საკუთარი თავის მიმართ
გააკრიტიკეთ თქვენივე გამოსვლა. იმუშავეთ იმ დეტალზე, რაზეც ფიქრობთ, რომ უკეთსად გამოგივათ. შედეგად კი საბოლოო პრეზენტაციის ჩატარების დროს, თავს  უფრო დარწმუნებულად იგრძნობთ.
4. გახადეთ პრეზენტაცია მაქსიმალურად ინტერაქტიული და კრეატიული
ამისათვის შეიტანეთ პრეზენტაციაში სახალისო ფაქტები, ცნობილი გამონათქვამები, დაუსვით კითხვები აუდიტორიას და გაამდიდრეთ პრეზენტაცია სხვა ინტერაქციული აქტივობებით.
5. მოინიშნეთ ბარათზე ძირითადი თემები და საკითხები
ნუ დაიჭერთ პრეზენტაციის დროს ფურცლებს ხელში. ბარათზე მოინიშნეთ პრეზენტაციის ძირითადი თემები, დეტალების გარეშე. ძირითადი საკვანძო სიტყვების ჩანიშვნა დაგეხმარებათ, მარტივად გაიხსენოთ ის, თუ რის თქმას აპირებთ პრეზენტაციაში.
6. გაიღიმე პრეზენტაციის მიმდინარეობისას
იყავი ბედნიერი, რადგან აუდიტორიას უნდა წარუდგინო საკითხები, რაც მათ არ იციან.  კვლევები ადასტურებს, რომ ღიმილი გადამდებია. თუ გსურს რომ პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიაროს – გაიღიმე.
7. იქონიე მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან
არაფერია იმაზე მოსაწყენი, ვიდრე პრეზენტატორის მოსმენა, რომელიც სადღაც სხვაგან იყურება. მოდუნდი და იქონიე მხედველობითი კონტაქტი აუდიტორიასთან. რა თქმა უნდა, დიდ აუდიტორიაში თითოეულ მათგანს თვალებში ვერ უყურებ, ამისათვის საკოორდინაციოდ უნდა აიღო სამი წერტილი, უკიდურესი მარჯვენა, მარცხენა და შუა წერტილები, რომლებსაც ეტაპობრივად უნდა შეხედო. ასე შექმნი შთაბეჭდილებას, რომ ყველა მსმენელს უყურებ.
8. აკონტროლე ხმა და ტონალობა
შენი მიზანია დააინტერესო აუდიტორია და არა დააძინო. ამიტომ აკონტროლე ხმა და ეცადე თემა საინტერესოდ გადმოსცე. შეგიძლია გამოიყენო ხელის მოძრაობა საუბართან შესაბამისად. ეს ამასთან დაფარავს შენს ნერვიულობასაც.
10. პრეზენტაციის დასასრულს გააკეთე დასკვნა
პრეზენტაციის დასკვნითი ნაწილი აუდიტორიაზე საბოლოო შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაძლოა ეს იყოს შეჯამება, ან კრეატიული დასასრული. ან სულაც დასვი რიტორიკული კითხვა, რაც აუდიტორიას შენ პრეზენტაციაზე ფიქრს გააგრძელებინებს.
10. დაუბრუნდი კუთვნილ ადგილს გაღიმებული
არ ინერვიულო, თუ აპლოდისმენტებს ვერ დაიმსახურებ. იფიქრე იმაზე, რომ პრეზენტაცია დასრულდა და შენ შეძელი ის, რაც შეიძლება სხვამ ვერასოდეს შეძლოს. პრეზენტაციამდე, პრეზენტაციის დროს და მისი დასრულების შემდეგაც იფიქრე წარმატებულ პრეზენტაციაზე და არ მისცე თავს იმის საშუალება, რომ ცუდ პრეზენტაციაზე დაგაფიქროს. გააკეთე შენი შესაძლებლობის მაქსიმუმი და იყავი თავდაჯერებული.

пятница, 23 января 2015 г.

საშიში საკვები დანამატების ცხრილი


დედა–ბუნება ჩვენს გაკვირვებას არასდროს შეწყვეტს. როგორც ჩანს მას ამოუწურავი ფანტაზია აქვს. რას არ შეხვდებით მის შემოქმედებაში: ფერის სიკაშკაშეს, ფორმების დახვეწილობას. ეს ყველაფერი ადამიანებს მუდმივად აოცებდათ. სწორედ ასეთი გასაოცრები არიან ყვავილები, რომლებსაც ქვევით ნახავთ.


 ორქიდეა – ბალერინა         თავის ქალა ჩაფხუტში                          გაფრენილი მტრედი (Habenaria Radiata)

             


თუთიყუში (Impatiens Psittacina)           ორქიდეა – შიშველი ადამიანები                    ორქიდეა – ფრინველი 

                 


გაცინებული ორქიდეა                     კეთილი უცხოპლანეტელები                 ორქიდეა მაიმუნის გულით

                               


ახალშობილები გადასაფარებელში                             საკოცნელად გამზადებული ტუჩები

                     


ორქიდეა – მფრინავი იხვი                                                   მოცეკვავე   გოგონები                                       
                                                   

суббота, 17 января 2015 г.



ხვალ ხომ, გაწვიმებას აპირებს...
სევდას, ვერ დაიტევს ცა და...
ისევ მიატოვებს ნაპირებს...
და ზღვა, დაგუბდება სხვაგან...

ხედავ? რა ფერია დილა...
და ცაც, გაბერილა ნისლით...
ტალღებს ვეფერები, ფრთხილად...
კენჭებს, მერამდენედ ვისვრი...

მე, ზღვას ნიჟარაში ვუსმენ...
ტალღა მელოდიას არწევს...
ვიცი, გაწვიმდება უცებ...
და მზეს... დაუსველებს ღაწვებს...

ფეხქვეშ მიწაა და, მაღლა...
სადღაც, უსასრულო ცაა...
თითქოს, მომენატრე ახლა...
თითქოს უშენობაცაა...

ხელის გაუნძრევლად,ვწევარ...
ზღვაზე, ჩაძირული გემი...
შენ რომ, მიმატოვე მე ვარ...
შენი სიყვარული, ჩემი...

ზღვას და მელოდიას ვუსმენ...
წვიმას შემატოვებ, წახვალ...
მგონი მყვარებიხარ, თურმე...
ისე მენატრები, ახლა...

четверг, 15 января 2015 г.


ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში უკვე გაყიდვაშია თბილისსა და რეგიონებში!

სახელმძღვანელო განკუთვნილია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული მოზარდებისათვის, მორგებულია ყველა ასაკის მოსწავლეზე მე-7 კლასის ჩათვლით.

მეთოდური სახელმძღვანელო დიდ დახმარებას გაუწევს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს მოსწავლეებისათვის "სწავლა კეთებით" პროცესში. ის წარმოადგენს ერთგვარ რესურს ინოვაციური საგაკვეთილო პროცესის წარმართვისათვის. მორგებულია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ჩასატარებელი გაკვეთილებისათვის ბუნებაში.

სახელმძღვანელო ფერადი ილუსტრირებულია.
სახელმძღვანელოში შესულია მარტივი ექსპერიმენტები, სახალისო წასაკითხი, ასათვისებელი თეორიული მასალა. მოჰყვება 2015 წლის ფერადი კალენდარი, ასევე საინტერესო, ილუსტრირებული დანართები.


воскресенье, 11 января 2015 г.

Blogger პოსტები და გვერდები

Blogger სტრუქტურა

Blogger დიზაინი

Blogger ნაწილი 2. ჰიპერლინკი, ჩაშენება და favicon

Blogger