среда, 6 июня 2018 г.

სასწავლო ელექტრონული რესურსი


ადამიანის მემკვიდრული დაავადებები.გენეტიკური კვლევის ზოგიერთი მეთოდი ადამიანში


 


понедельник, 17 августа 2015 г.



ახალი საგანი ითვალისწინებს მოსწავლეების ჩართულობას და ინფორმირებულობას საზოგადოებრივი წესების შესახებ. ძირითადი აქცენტები გაკეთდება გარემომცველ სამყაროზე (ოჯახი, სკოლა), ჯანსაღი ცხოვრების წესზე, უსაფრთხოებაზე, ძალადობის საკითხებზე, ტოლერანტობაზე, სოციალური უნარების განვითარებაზე, სახელმწიფოზე, გარემოს დაცვაზე და სხვ.

საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლება 2016-2017 სასწავლო წლიდან გაძლიერდება და დაწყებით საფეხურზე (III და IV კლასებში) დაიწყება დამოუკიდებელი საგნის სწავლება სახელწოდებით „მე და საზოგადოება“.

вторник, 5 мая 2015 г.

2015 წლის მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტებს უფრო მეტი სააზროვნო დავალება ექნებათ
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2015 წლისთვის აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის სულ  ხუთი სიახლე შესთავაზა.  
ყველაზე მნიშვნელოვან სიახლედ ,,ნაეკის” ხელმძღვანელობა  არჩევით საგნად ,,სამოქალაქო განათლების”  დამატებას მიიჩნევს.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგნის სწავლება IX-X კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.
,,სამოქალაქო განათლება” როგორც არჩევითი საგანი ამაზე Aris.ge-განათლებამ ვრცელი სტატია უკვე მოამზადა.  
ერთიანი ეროვნული გამოცდების საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელები წელს დაგეგმილი სიახლეებისა და აბიტურიენტების მხრიდან გასათვალისწინებელ საკითხებზე Aris.ge-განათლებასთან დეტალურად საუბრობენ. როგორც აღმოჩნდა, წლევანდელ მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტებს უფრო მეტი სააზროვნო/ლოგიკური დავალება ექნებათ.
  • სიახლე გეოგრაფიის გამოცდაში
დავით გოგელია – გეოგრაფიის საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელი
,,ტესტისთვის გამოყოფილი დრო ნახევარი საათით შემცირდა და ორსაათნახევრიანი გახდა. შემცირდა კითხვების რაოდენობაც. თუ წინა წელს  მაქსიმალური ქულა 70 იყო, წელს არის 60. შემცირება 4 სავარაუდო პასუხიანი კითხვების შემცირების ხარჯზე მოხდა. გარდა ამისა, გვქონდა ათქულიანი დავალება – ფიზიკური რუკის კითხვის დავალება, რომელიც ხუთქულიანი გახდა. გაიზარდა ღია დავალებების რიცხვი, სადაც აბიტურიენტის ლოგიკური აზროვნება  უნდა გამოჩნდეს.  სირთულეს რაც  შეეხება,  შედეგების ნახვის შემდეგ გაირკვევა, წინა წლის ტესტთან შედარებით, უფრო რთული იქნება თუ არა წლევანდელი ტესტი.
აბიტურიენტებს კი ვურჩევდი, მეტი ყურადღებით წაიკითონ ტესტის პირობა, რადგან ძირითადად, შეცდომები პირობის უყურადღებოდ წაკითხვის შედეგად ხდება. კიდევ ერთი რჩევა:  კონკრეტულად გასცენ პასუხი დავალებას და ნუ ეცდებიან განვრცობას, რადგან რაც მეტს წერენ, როგორც წესი, მეტ შეცდომას უშვებენ. მთავარია, პასუხი იყოს ამომწურავი, ლაკონური და კონკრეტული. მნიშვნელოვანია ტექნიკური საკითხებიც – დავალების პასუხების ფურცელზე გადატანას ვგულისხმობ“.
  • სიახლე ისტორიიც გამოცდაში
 მანანა ჯავახიშვილი – ისტორიის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი
,,ისტორიის ტესტი ათი ქულით შემცირდა. აქამდე 80 ქულიანი იყო ახლა 70 ქულიანი გახდა. თუმცა არ შეგვიმცირებია საგამოცდო დრო. ისევ  ორსაათნახევარია. შესაბამისად, აბიტურიენტებს მეტი დრო აქვთ სააზროვნოდ. ჩვენ ამოვიღეთ ერთი დავალება, რომელიც ამოწმებდა მოვლენის ფაქტობრიობას და ახლა ტესტი უფრო ორიენტირებულია ღია ტიპის დავალებებზე, რომელიც უფრო მეტად მაღალ სააზროვნო უნარებს ამოწმებს.  გვინდა, რომ მომავალშიც ღია ტიპის დავალებებზე ვიყოთ ორიენტირებულები. რაც შეეხება სირთულის დონეს, გეტყვით რომ არ გართულებულა, ისევ იმავე სირთულისაა, როგორიც წინა წელს იყო.“
  • სიახლე უცხო ენის გამოცდაში
რუსუდან ტყემალაძე – უცხო ენის საგამოცდო ჯგუფის ხელმძღვანელი
,,წელს  უცხო ენის გამოცდაში უმნიშვნელო ცვლილებები განვახორციელეთ, რადგან ძირითადი ცვლილება შარშან გვქონდა და არ გვინდა ყოველწლიურად  სტრესში ჩავაყენოთ აბიტურიენტები. წელს უბრალოდ ორი დავალებით გავზარდეთ მოსმენის ნაწილი და რვის ნაცვლად ათი იქნება. ოდნავ გავზარდეთ სირთულის დონე,A2-ის სირთულიდან B2ის დონემდე. ანუ უმნიშვნელოდ გართულდება მოსმენის დავალებები.
სამუშაო დრო ისევ ორსაათნახევარია, რადგან კითხვების ჯამური რაოდენობა არ შეცვლილა. ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა აბიტურიენტს მოვუწოდებ, არც ერთ დავალებაში  სახელი და გვარი არ ჩაწერონ, არც საკუთარი და არც გამოგონილი, შარშან იყო ასეთი  შემთხვევები და ამ შეცდომის გამო აბიტურიენტებს ქულები დააკლდათ.
  • სიახლე ბიოლოგიის გამოცდაში
 აივენგო შათირიშვილი – ბიოლოგიის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი
,,პირველ რიგში, გეტყვით, რომ წელს ბიოლოგია არჩევით საგნად 3592 აბიტურიენტმა აირჩია, წინა წელს – 3112 იყო. წელსაც, როგორც შარშან, გვაქვს ღია და დახურულბოლოიანი შეკითხვები. საგამოცდო დრო ისევ იგივეა – ორსაათნახევარი. წელსაც,  მაქსიმალური ქულაა 75  და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ისევე როგორც შარშან – 19 ქულაა. სიახლე მხოლოდ ისაა, რომ აბიტურიენტებს მიეწოდებათ  ერთი ან ორი შეკითხვა, რომელსაც ამომწურავი პასუხი უნდა გასცენ.
რთული არ იქნება, პირიქით მარტივიც კი. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ არჩევითი 4 სავარაუდო პასუხიდან  25%-ია   იმის შანსი, რომ აბიტურიენტმა სწორი პასუხი ბრმად შემოხაზოს. სიახლის მიზანია, უფრო დახვეწოს ტესტი და უფრო მარტივად გავიგოთ რამდენად კარგად არის აბიტურიენტი მომზადებული. 75 ქულიანი ტესტიდან აღნიშნული სიახლე მხოლოდ 2-3 ქულიანი იქნება. ამიტომ, აბიტურიენტებს დავამშვიდებ და ვეტყვი – ნუ შეუშინდებიან ამ სიახლეს.“
2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ორ ივლისს დაიწყება.
ეკა არის© წივწივაძე

пятница, 24 апреля 2015 г.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აცხადებს ფოტო კონკურსს თემაზე “ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისთვის“

 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო აცხადებს ფოტო კონკურსს თემაზე “ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისთვის“

კონკურსის შესახებ:
22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა. „ბიო" ნიშნავს ცოცხალს, ხოლო ბიომრავალფეროვნება გულისხმობს ცოცხალი სისტემების, ცხოველების, მცენარეების, ეკოსისტემებისა და მიკრობების მრავალფეროვნებას ჩვენს პლანეტაზე. ფოტო კონკურსი თემაზე „ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისათვის" მიზნად ისახავს ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული თემატიკის წამოწევასა და ნიჭიერი ახალგაზრდა ფოტოხელოვანების წახალისებას.

კონკურსის ფარგლებში მოხდება 20 შერჩეული ფოტოს გამოფენა და 3 გამარჯვებული ავტორის გამოვლენა. გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური. გამარჯვებული 3 ფოტოხელოვანისათვის გათვალისწინებულია შემდეგი პრიზები:

I ადგილი: ველოსიპედი
II ადგილი: კარავი და საძილე ტომარა
III ადგილი: სამთო ზურგჩანთა

კონკურსის პირობები:
კონკურსი ტარდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორსო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივითა და ორგანიზებით. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი ფოტოები აუცილებლად უნდა იყოს საქართველოში გადაღებული.
ფოტოების საავტორო უფლებები ეკუთვნის ავტორს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტრო უფლებას იტოვებს ფოტოები გამოიყენოს გამოფენებისთვის.
კონკურსში წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  •  ფოტო აუცილებლად უნდა ეკუთვნოდეს ავტორს
  •  ფოტოს ზომა უნდა იყოს მინიმუმ 2000 პიქსელი 
  •  ფოტო, რომელიც არ აკმაყოფილებს ხარისხის, ზომებისა და საავტორო უფლებების მოთხოვნებს, წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოიხსნება კონკურსიდან;

ფოტოს გამოგზავნისას, გთხოვთ, მიუთითოთ:

  •  სახელი, გვარი
  •  ასაკი
  •  ფოტოს სათაური
  •  გადაღების ადგილი
  •  სასურველია ფოტოს მოკლე აღწერა
  •  საკონტაქტო ინფორმაცია
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 16 მაისამდე უნდა წარმოადგინონ „ბიომრავალფეროვნება მდგრადი განვითარებისათვის" თემატიკაზე გადაღებული ფოტო სურათი მისამართზე biodepbio@moe.gov.ge

воскресенье, 19 апреля 2015 г.




ყვითელკოპლებიანი სალამანდრა (Ambystoma maculatum) ამფიბიების კლასს მიეკუთვნება. ბინადრობს კანადასა და აშშ-ში. იზრდება 10 სმ-მდე. მათი ემბრიონები სიმბიოზურ კავშირს ამყარებენ წყალმცენარეებთან (algae), რომელიც მათშივე ცხოვრობს.

კოპლებიან სალამანდრას თავდაცვის რამდენიმე მეთოდი აქვს: ფოთლებსა და ბალახებში დამალვა და გაშეშება, კუდის ავტოტომია (მოწყვეტა) და რძისებური სითხის გამოყოფა მაშინ, როდესაც აღშფოთებულია. ეს მომწამლავი სითხე (სეკრეტი) კისერსა და ზურგზე არსებული დიდი სეკრეტორული ჯირკვლიდან გამოიყოფა და იცავს მტაცებლებისაგან.

თუ მტაცებელმა მაინც შეძლო და სალამანდრას ფეხი, კუდი და, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ტვინის/თავის ნაწილი მოაჭამა, მას რეგენერირება ანუ აღდგენა შეუძლია. რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი ენერგია სჭირდება.

კოპლებიან სალამანდრას, სხვა სალამანდრების მსგავსად, რეგენერაციის ძლიერი უნარი ახასიათებს. მას კიდურების გარდა ორგანოების აღდგენის 

четверг, 16 апреля 2015 г.

2015 – 2016 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია აპრილის ბოლოს დაიწყება
2015-2016 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია, შარშანდელის მსგავსად, აპრილის ბოლოს დაიწყება. ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ბათუმში, Aris.ge-განათლების კითხვის პასუხად განაცხადა.
„რეგისტრაციას, ვფიქრობ, აპრილის ბოლო კვირაში გამოვაცხადებთ, ეხლა მზადდება გარკვეული დოკუმენტაცია და ვფიქრობ აპრილის ბოლოსთვის ყველაფერი მზად იქნება”,- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
განათლების მინისტრმა სასკოლო ასაკის განსაზღვრასთან დაკავშირებით „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზეც ისაუბრა. სანიკიძე საპარლამენტო უმცირესობის წევრის კობა სუბელიანის ინიციატივაზე პირველკლასელთა ასაკის განსხვავებული წესით განსაზღვრასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნულზე პარლამენტმა კიდევ უნდა იმსჯელოს.
„მე ვფიქრობ, რომ პარლამენტი კიდევ იმსჯელებს ამ თემაზე. იმედი მაქვს, რომ უფრო მეტად ჩავა სიღრმეებში და არ იქნება ზედაპირული დამოკიდებულება. ეს შეცდომა წინა ხელისუფლებამ უკვე დაუშვა და რა თქმა უნდა არ ვაპირებ გამეორებას. ძალიან ცუდი სტატისტიკა გვაქვს მოსწავლეთა სწავლის დონის შედეგებზე. ამიტომ, ის ნაბიჯი, რაც გადავდგით, მე რა თქმა უნდა მხარს დავუჭერ და თუ საჭირო იქნება ჩავალ სიღრმეებში, ნებისმიერს დავანახებ იმ საშიშრობას, რომელიც ასეთ შედეგებს ახლავს”,- აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, „სკოლამდელი აღზრდის პროგრამა“ აღნიშნული პრობლემის მოგვარების ხელშემწყობი იქნება.
„ეს არის პრობლემის გადაჭრის გზა. პროგრამა ხელს შეუწყობს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვები მომზადებულები შეხვდნენ სასკოლო პროგრამას. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ კვირიდან შევთავაზოთ ინიციატივა.“
შეგახსენებთ, რომ მიუხედავად განათლების სამინისტროს მტკიცე პოზიციისა სასკოლო ასაკის 6 წელზე ქვევით არდაწევასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მშობლის სურვილის შემთხვევაში, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ აგრეთვე იმ პირებს, რომელთა ასაკი 5 წელს აღემატება და 6 წელი სასწავლო წლის დეკემბრის ბოლომდე უსრულდებათ

ბიოლოგიის გამოცდა, მოთხოვნები აბიტურიენტებს/,,გამოცდებიდან - გამოცდებამდე“/ რადიო იმედი, Radio Imedi


მე-11 კლასელთა გამოსაშვები გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო








2014-2015 წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის (მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის) მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო.
დასარეგისტრირებლად მიჰყევით ბმულს.
იქვე იხილავთ რეგისტრაციის ინსტრუქციას.
მოსწავლეთა რეგისტრაციას სკოლა უზრუნველყოფს.
2014-2015 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსწავლეები სკოლებმა 14 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით უნდა დაარეგისტრირონ.

суббота, 28 марта 2015 г.

საატესტატო გამოცდების ჩატარების განრიგი.


გამოსაშვები გამოცდები 20 მაისს დაიწყება

მე–12 კლასი
20 მაისი – პრეტესტი
21 მაისი – ქართული ენა (გეოგრაფია)
22 მაისი – უცხო ენები (ფიზიკა)
23 მაისი – ისტორია (ბიოლოგია)
24 მაისი – მათემატიკა
25 მაისი – (ქიმია)
მე-11 კლასი
14 ივნისი – ქიმია
16 ივნისი – გეოგრაფია
17 ივნისი – ბიოლოგია
18 ივნისი – ფიზიკა